From : Belkania
To : Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>; Mariam Darakhvelidze
Subject : RE: საბოლოო სია
Cc : gtvalavadze@moh.gov.ge
Received On : 31.05.2018 06:25
Attachments :

თეა გამარჯობა,

 

მე არ მაქვს არაფერი საწინააღმდეგო, უბრალოდ ჩემი აზრით კარგი იქნება თუ აღნიშნულ თანამშრომლებთან სასწავლო ხელშეკრულებას გავაფორმებთ და რაიმე სახის ვალდებულებას ჩავუდებთ ხელშეკრულებაში, კურსის წარმატებით დამთავრების მერე რომ არ დატოვონ დაკავებული თანამდებობა. ვინაიდან კურსის ღირებულების გარდა, სხვა დამატებითი ხარჯი უნდა დაიფაროს სამინისტროს ბიუჯეტიდან.

 

 

საუკეთესო სურვილებით,

 

სოფო ბელქანია

 

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 223232

 

MOH 1 Logo-GEO

 

From: Tea Jikia [mailto:tjikia@moh.gov.ge]
Sent: Wednesday, May 30, 2018 3:32 PM
To: Mariam Darakhvelidze
Cc: Sopo Belkania; gtvalavadze@moh.gov.ge
Subject:
საბოლოო სია

 

სალამი , მარინა ,

 

დღეს ბოლო ვადაა სამინისტროდან ტრენინგში მონაწილე პირთა საბოლოო სიის გადასაგზავნად , მგზავრობასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებს აგვარებს ჯანმო - ადგილობრივი ოფისი , პირველი 7 მონაწილეს სია უკვე გადაგზავნილი იყო და მათი სამოგზაურო ავტორიზაციის მოპოვების პროცესი დაწყებულია , ჯანმო სასწრაფოდ ითხოვს სამინისტროდან კიდევ 5 წარმომადგენლის სიას , ვინაიდან ბილეთების ფასი ყოველდღიურად იცვლება და იზრდება .

როგორც მოგეხსენებათ , ჯანმო - ფარმაკონთან მოლაპარაკებისას აიღო 12 კაციანი ჯგუფის მომზადების ვალდებულება , შესაბამისად , სამინისტრომ , რომ გაგზავნოს მხოლოდ 9 მონაწილე, ჯანმო მაინც იხდის 12 კაცის ღირებულებას , შესაბამისად , მათი მოთხოვნაა , რომ შევავსოთ საბოლოო სია 12 კაცამდე, ფარმდეპარტამენტის თანამშრომლებით .

სააგენტოს შეუძლია დამატებით 3 თანამშრომლის შემოთავაზება

 

1. ოთარ ჯარიაშვილი (ინსპექცია );

2. მარი შანშაშვილი (ინსპექცია );

3. მარი ბასილაძე (რეგისტრაცია ).

 

გთხოვთ, თქვენს და სამინისტროს პოზიციას მათი სიაში შეყვანასთან დაკავშირებით.

 

პატივისცემით,

თეა