From : sbelkania@moh.gov.ge
To : kzaldastanishvili@moh.gov.ge
Subject : RE: სასწავლო პროგრამა კლინიკური მენეჯერი
Cc : iburduladze@moh.gov.ge
Received On : 22.02.2018 14:48

ქალბატონო ხათუნა,

 

აღნიშნული ინფორმაცია გადავუგზავნეთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს?

 

საუკეთესო სურვილებით,

 

სოფო ბელქანია

 

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 223232

 

From: Nino Kipiani [mailto:NKipiani@sao.ge]
Sent: Thursday, February 15, 2018 3:21 PM
To: kzaldastanishvili@moh.gov.ge
Cc: iburduladze@moh.gov.ge; Nazi Chaganava; sbelkania@moh.gov.ge; Zaza Shekiladze
Subject:
სასწავლო პროგრამა კლინიკური მენეჯერი

 

ქალბატონო ხათუნა,

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მიმდინარეობს ეფექტიანობის აუდიტი - ინფექციების კონტროლი სამედიცინო დაწესებულებებსა და ესთეტიკის ცენტრებში, რომელიც  წინასწარი შესწავლის ფაზაშია.

აუდიტის მიმდინარეობისას დადგენილება # 385-ის დანართ #2-ში (დებულება სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ)  2017 წელს შეტანილია ცვლილება კერძოდ -  2017 წლის 1 ოქტომბრიდან სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მფლობელი/მაძიებელი ვალდებულია, მუხლის 3-ის 3 (2) პუნქტით განსაზღვრული კლინიკური მენეჯერის დანიშვნისა და გათავისუფლების თაობაზე 5 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს ნებართვის გამცემს.

აღნიშნული პოზიციისთვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 16 ივლისის №244/ნ ბრძანებაში „სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმების უფლებისა და შესაბამისი განათლების მქონე სამედიცინო პერსონალის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ 2017 წლის 1 მაისს მინსიტრის ბრძანება 01-21/ნ ის საფუძველზე განხორციელებულია ცვლილება სადაც მითითეულია თუ რომელი დარგის/სპეციალობის, კვალიფიკაციისა და სახელმწიფო სერთიფიკატის მქონე პიროვნებას აქვს უფლება გადამზადდეს სტაციონარული დაწესებულების სტაციონარულ სერვისზე პასუხისმგებელი პირის – კლინიკური მენეჯერის გადამზადების კურსით, სათანადო პროგრამით, რომელიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ არის აკრედიტებული.

გთხოვთ მოგვაწოდოთ ზემოთხსენებული დამტკიცებული (აკრედიტირებული) სასწავლო პროგრამა  რომლითაც განხორციელდა გადამზადება. ასევე გთხოვთ გვაცნობოთ თუ ვის მიერ იქნა აღნიშნული სასწავლო პროგრამა წარმოდგნეილი დასამტკიცებლად (სასწავლო დაწესებულების დასახელება).

გთხოვთ გვაცნობოთ თუ როდის იქნება შესაძლებელი ჩვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მოწოდება შესაძლებელი.

პატივისცემით,

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის,

სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის,

მთავარი აუდიტორი,

ნინო ყიფიანი

ტელ: 2 43-84-38 (175)

მობ: 599 85-80-98