| From : | Belkania |
| To : | Maia Nikoleishvili |
| Subject : | RE: უნგრეთის ელჩთან შეხვედრის ანგარიში |
| Received On : | 02.04.2018 11:48 |
| Attachments : |
მადლობა მაიკო
საუკეთესო სურვილებით,
სოფო ბელქანია
ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 223232
From: Maia Nikoleishvili
Sent: Monday, April 2, 2018 3:06 PM
To: Sopo Belkania
Subject: უნგრეთის ელჩთან შეხვედრის ანგარიში
სოფო,
გიგზავნი 28 მარტს, უნგრეთის ელჩთან გამართული შეხვედრის ანგარიშს.
შეხვედრაზე უნგრეთის ელჩმა ქალბატონმა ვიქტორია ჰორვატმა (Dr.Viktoria Horvath) აღნიშნა, რომ უნგრეთის მხარისთვის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ეკონომიკის სფერო. ამასთან, უნგრეთის საელჩო მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შრომისა და დასაქმების სფეროში, მათ შორის პროფესიული განათლების მიმართულებით.
ამასთან დაკავშირებით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ელჩს საჯარო სამსახურების დაძმობილების (Twinning) პროგრამის ფარგლებში „დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის შესაძლებლობათა გაძლიერება საქართველოში“ პროექტის მხარდაჭერისთვის. 2015-2017 წლებში პროგრამა განხორციელდა კონსორციუმის (სლოვაკეთი, უნგრეთი, ჩეხეთი) მხარდაჭერით, რომელიც მიზნად ისახავდა შრომის ბაზრის საინფორმაციო ვებ-პორტალის (worknet.gov.ge) სრულად გამართვა/დახვეწას, დასაქმების ხელშეწყობის სერვისების სრულყოფასა და შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიით გათვალისწინებული რეფორმების ეფექტური გატარებას.
შეხვედრის ფარგლებში, მინისტრმა ინტერესი გამოხატა, ფარმაცევტულ სფეროში უნგრეთის შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუტთან თანამშრომლობის ინიცირების, მათ შორის წამლის ხარისხის კონტროლის საკითხებზე.
ამას გარდა, უნგრეთის ელჩმა გამოთქვა სურვილი ბალნეოლოგიური კურორტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდა ბალნეოლოგიურ კურორტს და კურორტის მენეჯერის საკონტაქტო ინფორმაცია მიეწოდა საელჩოს, შეხვედრის მათთვის სასურველ დროს ორგანიზების მიზნით.
პატივისცემით,
მაიკო