| From : | sbelkania@moh.gov.ge |
| To : | Giorgi Laitadze <laitadze@gmail.com>; dato urushadze <durushadze@moh.gov.ge> |
| Subject : | Un Women წერილი |
| Received On : | 09.08.2017 14:12 |
გთხოვთ გადახედოთ და მითხრათ ხომ სწორად მიწერია ყველაფერი. ეს წერილი უნდა გავუგზავნო დონორს. ზეპირსიტყვიერი თანხმობა გვაქვს მაილი მომწერეო.
დათო სწორად მიწერია საიდანაც ვფიქრობთ ექსპერტის ანაზღაურებას?
გამარჯობა ირინა,
როგორც მოგეხსენებათ სახელმწიფო ფონდი ახორციელებს სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა იურიდიული, ფსიქოლოგიური, სოციალური მომსახურების უზრუნველყოფას და სამედიცინო მომსახურების ორგანიზება/მიღებას თავშესაფრის ან კრიზისული ცენტრის ბაზაზე, ასევე სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა იურიდიულ კონსულტირებას, ფსიქოლოგიურ მომსახურებას, კრიზისული ცენტრის ბაზაზე.
ფსიქოლოგიური დახმარება- მიეწოდება ყველა იმ პირს (სამივე სამიზნე ჯგუფს), რომლებმაც სექსუალური ძალადობა განიცადა და სჭირდება ფსიქოლოგიური კონსულტირება. მსხვერპლმა სერვისი შესაძლოა მიიღოს თავშესაფრის ან/და კრიზისული ცენტრის ფარგლებში.მომსახურებით სარგებლობის ვადა განისაზღვრება ინდივიდუალურად, ფონდის შიდა რეგულაციების მიხედვით.
გვსურს შეიქმნას ფსიქოლოგიური ჩარევის სტანდარტიზირებული მიდგომების სახელმძღვანელო, რაც შესაძლებლობას მისცემს პროცესში ჩართულ თანამშრომლებს მიიღონ ცოდნა, ერთმანეთს გაუზიარონ საუკეთესო გამოცდილება, გაეცნონ საერთაშორისო პრაქტიკას, შექმნან საერთო მიდგომები მსხვერპლთა მხარდაჭერის პროცესში.
ამისათვის გვესაჭიროება ექსპერტის დაქირავება, რომელიც შეიმუშავებს აღნიშნულ სახელმძღვანელოს და ჩაატარებს ტრეინინგს. ექსპერტის დაქირავების თანხა მოძიებულ იქნება ოქტომბრის თვის ტრეინინგის ბიუჯეტიდან.
გთხოვთ მომწეროთ თქვენი პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით.
სოფო ბელქანია
ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 223232