| From : | sbelkania@moh.gov.ge |
| To : | imeskheli@mfa.gov.ge |
| Subject : | eHealth workshop |
| Received On : | 06.03.2017 13:03 |
ირაკლი,
შეთანხმებისამებრ გიგზავნით ინფორმაციას რაც მომაწოდეს ვორკშოპთან დაკავშირებით.
ევროკომისიის მიერ დაორგანიზებული აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მსჯელობის საგანს წარმოადგენდა ელექტრონული ჯანდაცვის სისტემის გამოწვევები. შეხვედრა გაიმართა თბილისი მერიოტში 20-21 თებერვალს. ორ დღიანი ფორუმის მიზანი იყო ელექტრონული ჯანდაცვის განვითარების კუთხით ყველა ამ ქვეყნის გამოცდილების გაზიარება და სამომავლო გეგმების დასახვა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორუმში მონაწილეობას 6 ქვეყნის წარმომადგენლები იღებნენ: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსია, მოლდოვა და უკრაინა. სამუშაო შეხვედრას ხელმძღვანელობდა ევროკომისიის წარმომადგენელი ბატონი ვასილის კოპანასი. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ნინო ბერძული შეხვდა მის კოლეგებს ბელარუსიიდან და სომხეთიდან და მადლობა გადაუხადა ჩამობრძანებისათვის და ელექტრონული ჯანდაცვის განვითარების გზაზე წარმატებები უსურვა.
სამუშაო შეხვედრის დროს შემუშავდა მოქმედების გეგმა და თანამშრომლობის პროტოკოლი. მხარეები ასევე შეთანხმდნენ ელექტრონული ჯანდაცვის სისტემების კვლევის აუცილებლობაზე და ექსპერტების მხრიდან ელექტრონული ჯანდაცვის განვითარებისათვის რეკომენდაციების მიღების საჭიროებაზე.
საუკეთესო სურვილებით,
სოფო ბელქანია
სამინისტროს აპარატის (დეპარტამენტი) უფროსი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 223232