From : Khatuna Zaldastanishvili <kzaldastanishvili@moh.gov.ge>
To : Tamta Kobakhidze <tkobakhidze@hssp.org.ge>; pbukia@moh.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; vaniko@moh.gov.ge
Subject : ბაზის თაობაზე
Cc : tpirvelashvili@moh.gov.ge; pbukia@moh.gov.ge; aturdziladze@hssp.org.ge
Received On : 26.01.2015 14:14

მოგესალმები თათა, თქვენს მიერ გამოგზავნილი ბაზის სატესტო ვარიანტი გაიტესტა. მთლიანობაში მისაღებია და ჩვენს მიერ მოწოდებული ამოცანები დაკმაყოფილებულია. გვაქვს ერთი შეკითხვა, პროფესიული პასუხისმგებლობის მიხედვით გაფილტვრის დროს გვაძლევს ექიმთა ჩამონათვალს. გვაინტერესებს მაგ. შეჩერებული სერტიფიკატის მქონე ექიმი ფილტრში ყოველთვის ამოვა, თუ განახლების შემთხვევაში აღარ გამოჩნდება? ანუ შეჩერების ძებნისას გვაძლევს იმ პერიოდისათვის შეჩერებულ ექიმებს, თუ ძველად შეჩერებულებს და მერე განახლებულებსაც. ვფიქრობ, კარგი იქნება ჩანდეს, როგორც ისტორია (თუ როდესმე ვინმეს ჰქონდა პასუხისმგებლობა), ასევე დღეისათვის ვისაც აქვს შეჩერებული. რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება. ასევე, სპეციალობების დასახელებებში: დასამატებელია კოდი 57 - ბავშვთა ფსიქიატრია. დასახელება კოდით 61 - პათანატომია, კლინიკური პათოლოგია ამოსაღებია. უნდა დარჩეს კოდი 61 - პათოლოგიური ანატომია, კლინიკური პათოლოგია. სხვა მხრივ შენიშვნები არ გვაქვს. ისევ და ისევ ვიმედოვნებ ბაზის გადმოწერის შემდეგ ჩვენი შეთანხმება ძალაში რჩება ინფორმაციის შენახვისა და დაცულობის თაობაზე. ველოდები ინფორმაციას წინა პერიოდის ცვლილებების თაობაზე. დიდი მადლობა გაწეული სამუშაოსათვის. პატივისცემით, ხათუნა ზალდასტანიშვილი p.s. მიმდინარე პროცესები მაფიქრებინებს, რომ შესაძლებელია კიდევ დაგვჭირდეს რაიმე ცვლილება. ასე, რომ ბაზა უნდა იძლეოდეს შემდგომი ფორმატირების საშუალებას. იმედს ვიტოვებ შემდგომშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას.