From : Zurab Dalakishvili <ZDalakishvili@hssp.org.ge>
To : Manana Mindadze <mmindadze@ssa.gov.ge>
Subject : გარდაცვალების თარიღის მიხედვით ბენეფიციარის პაკეტის დადგენა 165 - ე დადგენილების შემთხვევაში
Cc : Valerian Khvichia <VKhvichia@hssp.org.ge>; Alexander Turdziladze <aturdziladze@hssp.org.ge>; Vazha Ezugbaia <VEzugbaia@hssp.org.ge>; Tamta Kobakhidze <tkobakhidze@hssp.org.ge>
Received On : 31.03.2014 12:14

სალამი ბაიკო,

ბენეფიციარის კუთვნილი პაკეტის განსაზღვრის სერვისში ჩაემატა გარდაცვალების თარიღის გათვალისწინება 165 - ე დადგენილების პაკეტისთვის ;

თუ გაქვთ რამოდენიმე პირადი ნომერი რომ მოგვაწოდოთ სატესტოდ;

 

 

ამ ეტაპზე 165 - დადგენილების პაკეტის განსაზღვრისას ლოგიკა არის შემდეგი:

 

1)      სამოქალაქო რეესტრთან ხდება პირის იდენტიფიცირება,

a.       თუ ვერ მოხდა პირის იდენტიფიცირება ან სამოქალაქო რეესტრში არ არის მითითებული დაბადების თარიღი (ეს საჭიროა გარდაცვალების თარიღის მისაღებად) - პიროვნებას არ ეკუთვნის არანაირი პაკეტი საყოველთაოში;

2)      თუ პიროვნება იდენტიფიცირდება სამოქალაქო რეესტრთან და მითითებულია დაბადების თარიღი, მოწმდება აქტიური მოქალაქეობის სტატუსი CRA ის მიერ მოწოდებული ლოგიკის მიხედვით

a.       თუ პირს აქვს აქტიური მოქალაქეობის სტატუსი  - პიროვნებას ეკუთვნის პაკეტი 165 - ე დადგენილებით;

b.      თუ არ აქვს აქტიური მოქალაქეობის სტატუსი, მაშინ მოწმდება პიროვნების გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია:

                                                                          i.      თუ რეესტრიდან არ დაბრუნდა ინფორმაცია გარდაცვალების შესახებ , ეს ნიშნავს იმას, რომ პიროვნებას სხვა მიზეზის გამო არ აქვს აქტიური მოქალაქეობა - პიროვნებას არ ეკუთვნის არანაირი პაკეტი საყოველთაოში;

                                                                        ii.       თუ ინფორმაცია გარდაცვალების შესახებ ხელმისაწვდომია, CRA ის მიერ მოწოდებული ლოგიკის მიხედვით ვადგენთ გარდაცვალების თარიღს:

1.      თუ  CRA ის მიერ მოწოდებული ლოგიკით ვერ დადგინდა გარდაცვალების თარიღი - პიროვნებას არ ეკუთვნის არანაირი პაკეტი საყოველთაოში;

2.      გარდაცვლაების თარიღის დადგენის შემთხვევაში ვამოწმებთ, ამ პიროვნების მოქალაქეობის სტატუსის  არააქტიურობის მიზეზი არის თუ არა გარდაცვალება (CRA ის მიერ მოწოდებული ლოგიკის მიხედვით)

a.       თუ პიროვნების მოქალაქეობის სტატუსის არააქტიურობის მიზეზი არის გარდაცვალება და ამასთან გარდაცვალების თარიღი არის მეტი პაციენტის მიღების თარიღზე - პიროვნებას ეკუთვნის პაკეტი 165 - ე დადგენილებით , სხვა შემთხვევაში - პიროვნებას არ ეკუთვნის არანაირი პაკეტი საყოველთაოში;

 

 

გთხოვ გადახედო ლოგიკას, ხომ არ გამოგვრჩა რამე

პატივისცემით