| From : | Alexander Turdziladze <aturdziladze@hssp.org.ge> |
| To : | Maia Maglakelidze-khomeriki <mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge> |
| Subject : | ელექტრონული ანგარიშგება |
| Cc : | Tinatin Azaladze <tazaladze@ssa.gov.ge>; Tamta Kobakhidze <tkobakhidze@hssp.org.ge>; Vazha Ezugbaia <VEzugbaia@hssp.org.ge>; Vano Goliadze <vaniko@moh.gov.ge> |
| Received On : | 07.07.2015 09:17 |
მაიკო მოგესალმებით!
ელექტრონული ანგარიშგების მოდული, რომლის საშუალებითაც სამედიცინო დაწესებულებები აგზავნიან შესრულებებს და რომელშიც შემდგომ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ამუშავებენ შესრულებებს, მონაცემები უკვე დიდი ხანია მილიარდ ჩანაწერს გადაცდა. აღნიშნული რაოდენობის მონაცემების გამო მონაცემთა ბაზას უჭირს მუშაობა.
პრობლემის გადასაჭრელად მივიღეთ გადაწყვეტილება, რათა მოხდეს სისტემის „ფათიშენინიგი“, რაც გულისხმობს მონაცემემბის დახარისხებას რაღაც პრინციპით, ძველმა მონაცემება არ მიიღონ მონაწილეობა მონაცემების დამუშავების პროცესში, რაც ცოტა შეამსუბუქებს მონაცემთა ბაზის დატვირთვას.
იმისათვის, რომ „ფართიშენინიგი“ ტექნიკურად დასრულდეს საჭიროა სისტემის გათიშვა რამოდენიმე დღით, თუმცა როგორც ჩვენთვის ცნობილია ეს ვერ მოხერხდება სამუშაო დღეებში.
გამომდინარე აღნიშნული სიტუაციიდან, ეხლა სისტემაში მუშაობა უჭირს როგორც სამედიცინო დაწესებულებებს ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს. პრობლემის გადასაჭრელად გთავაზობთ შემდეგს:
დროებით მომდევნო კვირის ორშაბათ დილამდე, სამედიცინო დაწესებულებებს შევუზღუდოთ სისტემაში მუშაობის შესაძლებლობა და გავუხანგრძლივოთ მათ საანგარიშგებო პერიოდი, რაც სოციალური მომსახურების სააგენოს მისცემს საშუალებას იმუშაოს სისტემაში შეუზღუდავად კვირის განმავლობაში. პარასკევს საღამოდან განვაახლებთ „ფართიშენინგის“ პროცესს, რაც უკვე მოგვცემს საშუალებას რომ ორშაბათიდან ყველამ ერთდროულად შეძლოს სისტემაში მუშაობა.
კიდევ ერთი გარემოება, რომელიც ადრე თუ გვიან არის გადასაწყვეტი (ვინაიდან მონაცემები მუდმივად მზარდია), საჭიროა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტომ მოგვაწოდოს ლოგიკა, რომლის მიხედვითაც შევძლებთ მონაცემების დაყოფას აქტიურ და პასიურ მონაცემებად. ყველა აქტიური მონაცემი იქნება სისტამაში, ხოლო პასიური დაარქივდება, რაც მოგვცემს საშუალებას განიტვირთოს სისტემა.
გთხოვთ შეგვატყობინოთ თქვენი გადაწყვეტილება
პატივისცემით,
ალეკო
P.S აღნიშნულ წერილს ოფიციალურადაც გიგზავნით კანცელარიით
Alexander Turdziladze
Chief of Party
Abt Associates Incorporated - Georgia
USAID Health System Strengthening Project
A. Tsereteli ave. #144 16th FL. Tblisi Georgia
Tel. (995 32) 510021 Ext.#1617
Mob: +995 593 226226