From : Moris Tsamalashvili <tsamalashvili@gmail.com>
To : Alexander Turdziladze <turdziladze@gmail.com>; Rusudan rukhadze <rrukhadze@moh.gov.ge>; Lela Serebryakova <lserebryakova@moh.gov.ge>; Dea Nijaradze <dnijaradze@moh.gov.ge>; ttabidze@moh.gov.ge; Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge>; Shorena Okropiridze <ShorenaO@moh.gov.ge>; Tamta Kobakhidze <tkobakhidze@hssp.org.ge>; Ketevan Tatoshvili <ktatoshvili@hssp.org.ge>; Alexander Nodia <anodia@hssp.org.ge>; n.geguchadze@ncdc.ge; tjikia@moh.gov.ge; nshengelidze@moh.gov.ge; ldavitaia@moh.gov.ge; Sofia Lebanidze <slebanidze@moh.gov.ge>; k.kazanjan@ncdc.ge; djapharidze@moh.gov.ge; Kakha Kheladze <KKheladze@moh.gov.ge>; skitsmarishvili@moh.gov.ge; iburduladze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; rshonia@moh.gov.ge; mlatsabidze@moh.gov.ge; mmachavariani@moh.gov.ge; k.ochigava@ncdc.ge; Aleksandre Khuskivadze <akhuskivadze@moh.gov.ge>
Subject : ელექტრონული სერვისების განხორციელების სქემა
Cc : Davit Lomidze <dlomidze@moh.gov.ge>; Giorgi Khabashvili <gkhabashvili@moh.gov.ge>
Received On : 13.09.2012 16:44
Attachments :

მოგესალმებით მეგობრებო

პირველ რიგში მადლობა მინდა გითხრათ დღევანდელი ნაყოფიერი მუშაობისათვის.
როგორც დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით, ელექტრონულ სერვისებთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგი უნდა იყოს:
1. რეკომენდაციები ამ მოდულის ბიზნეს-მოთხოვნებთან დაკავშირებით
2. რეკომენდაციები ამ მოდულის ფუნქციონირებისათვის სამართლებრივ რეგულირებასთან დაკავშირებით

პირველ საკითხთან დაკავშირებით, გიგზავნით check-list-ს, რომელიც მოვამზადე დღევანდელი განხილვის შედეგად. მასში დაფიქსირებული ინფორმაცია, ვფიქრობ, ძალიან დაგვეხმარება იმაში, რომ კარგად წარმოვიდგინოთ ამ მოდულის სტრუქტურა და მისი ფუნქციონალური მოთხოვნები.

check-list-ის შევსება ჩემი აზრით არ უნდა იყოს ძალიან ძნელი (ყოველ შემთხვევაში, შეკითხვებისათვის დამიკავშირდით ნებისმიერ დროს). ფაილში ყოველ მიმართვის ტიპზე უნდა შეივსოს ცალკე sheet-ი. სულ არის 10 sheet-ი, მაგრამ შეგიძლიათ დაამატოთ თუ მათი რაოდენობა არ იქნა საკმარისი მიმართვების რაოდენობიდან გამომდინარე. კარგი იქნება თუ შევსებულ check-list-ებს გამოგვიგზავნით ხვალ დღის ბოლომდე.

ასევე გიგზავნით პრეზენტაციას, რომელიც ასახავს ელექტრონული სერვისების მოდულის ზოგად კონცეფციას, რომელიც ძალიან კარგია ამ მოდულთან დაკავშირებით ზოგადი წარმოდგენის შექმნისათვის. თუმცა იგი არის წინასწარი ვერსია, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადოს თქვენს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე. 

რაც შეეხება მეორე საკითხს, როგორც აღინიშნა, ამ მოდულის სამართლებრივ რეგულაციებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობის დაწყება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდება თუ რა სერვისები დაფარვას მოახდენს აღნიშნული მოდული. აქედან გამომდინარე ძალზედ კრიტიკულია ზემოაღნიშნული ინფორმაციის დროული წარმოდგენა.

დამატებით შეგახსენებთ, რომ ამ მოდულთან დაკავშირებით მომდევნო შეხვედრა წინასწარი შეთანხმებით შედგება ორშაბათს, 17 სექტემბერს. ზუსტ დროს და შეხვედრის ადგილს გაცნობებთ დამატებით.

პატივისცემით,
მორის წამალაშვილი

PS. ჩემი შიდა ტელეფონია:1410, მობილური: 595 335588