| From : | Magda Gurabanidze <MGurabanidze@ssa.gov.ge> |
| To : | Mary Gelashvili <MGelashvili@hssp.org.ge> |
| Subject : | ელ. ანგარიშგების მოდული |
| Cc : | mnaskidashvili@ssa.gov.ge; Maia Murjikneli <maia_murjikneli@yahoo.com>; Alexander Turdziladze <aturdziladze@hssp.org.ge>; itabatadze@ssa.gov.ge; Tengo Abazadze <tengoabazadze@gmail.com>; nalaverdashvili@ssa.gov.ge; Tamta Kobakhidze <tkobakhidze@hssp.org.ge>; Niko Khvichia <nikokhvichia444@gmail.com>; Sergo Rostiashvili <SRostiashvili@hssp.org.ge>; Vazha Ezugbaia <VEzugbaia@hssp.org.ge> |
| Received On : | 02.03.2015 08:02 |
მოგესალმებით,
გიგზავნით იმ პროგრამა/კომპონენტების ჩამონათვალს, რომელთა ფარგლებში 2015 წლის თებერვლის თვის ანგარიშგებისთვის (მარტის თვეში) უნდა გამზადდეს საბეჭდი ფორმები (უწყისები, მიღება-ჩაბარების აქტები, რეესტრები).
ასევე, გიგზავნით შეტყობინების განახლებულ ვერსიას, რომელიც უნდა განთავსდეს პორტალზე.
შეტყობინება ეხება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 დეკემბრის N650 დადგენილებით დამტკიცებული ,,ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ მიმწოდებელ დაწესებულებებს და არა „საყოველთაო ჯანდაცვას“.
როგორც ცნობილია, მიმდინარეობს ,,ელექტრონული ანგარიშგების მოდულში“ მონაცემების ატვირთვა.
გაცნობებთ, რომ ქაღალდმატერებლის პარალელურად, ელექტრონული ანგარიშგების მოდულში 2015 წლის მარტის თვიდან ატვირთული შესრულებული სამუშაოების (თებერვლის საანგარიშგებო თვის) გადმოგზავნის შემდეგ, უნდა წარმოადგინოთ გადმოგზავნილი დოკუმენტაციის საბეჭდი ფორმები, შემდეგი პროგრამების/კომპონენტების ფარგლებში:
1. დიაბეტის მართვა - სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარება
2. დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა - ანტენატალური მეთვალყურეობა
3. ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა - ინკურაბელურ პაციენტთა ამბულატორიული პალიატიური მზრუნველობა
4. სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმება - სამხედრო ძალებში გასაწვევ პირთა ამბულატორიულ შემოწმება.
5. სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმება - სამხედრო ძალებში გასაწვევ პირთა დამატებით სტაციონარულ გამოკვლევები.
6. ინფექციური დაავადებების მართვა
7. ნარკომანია - სტაციონარული დეტოქსიკაცია და პირველადი რეაბილიტაცია
8. იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა - იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვთა სტაციონარული მომსახურება
9. აივ-ინფექცია/შიდსი - აივ-ინფექციით/შიდსით დაავადებულთა უზრუნველყოფა სტაციონარული მომსახურებით
10. ფსიქიკური ჯანმრთელობა - სტაციონარული მომსახურება - ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურება
11. დედათა და ბავშვთა
ჯანმრთელობა - მაღალი რისკის
ორსულთა,
მშობიარეთა და მელოგინეთა
მკურნალობა.
პატივისცემით,
მაგდა
გურაბანიძე
სსიპ "
სოციალური
მომსახურების
სააგენტო"
ჯანმრთელობის
დაცვის
პროგრამების
დეპარტამენტი
ჯანმრთელობის
დაცვის
პროგრამების
სამმართველო
მთავარი
სპეციალისტი
ელ
.
ფოსტა Mgurabanidze@ssa.gov.ge
ტელ.+995(99)09 39 06