From : CAUCASUS ACADEMY OF SECURITY EXPERTS <contact@globalcase.org>
To : Tkobakhidze <tkobakhidze@hssp.org.ge>
Subject : ზამთრის სკოლა გლობალურ უსაფრთხოებაში 2014
Received On : 11.12.2013 21:19
Attachments :

double-certificate

 

ზამთრის სკოლა გლობალურ უსაფრთხოებაში 2014

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია, ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, ინფორმაციული უსაფრთხოების კვლევებისა და ანალიზის ცენტრთან ერთად წარმოგიდგენთ ზამთრის სკოლას გლობალურ უსაფრთხოებაში, სადაც გაივლით საგნებს, რომლებიც არასდროს ყოფილა ასე ხელმისაწვდომი: 
კიბერ უსაფრთხოება, დაზვერვა, კონტრდაზვერვა, ანტიტერორიზმი და სხვა.

ზამთრის სკოლა აკადემიის ყოველწლიური ტრადიციაა, რომელიც დიდ გამოცდილებას ეყრდნობა. კერძოდ, საზაფხულო სკოლას და სხვა ტრენინგ კურსებს, რომლებიც წარმატებით სარგებლობენ და უკვე ითვლიან მრავალ სერთიფიცირებულ სტუდენტს, კერძო და სახელმწიფო სექტორში. სპეციალურად კურსისთვის შემუშავდა შესაბამისი ლიტერატურა ქართულ ენაზე და აკადემიის სპეციალური სახელმძღვანელოები, რომლებიც მსმენელებს სწავლების პროცესში გადაეცემათ.
ეს არის უნიკალური შესაძლებლობა უსაფრთხოების სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისა და დაინტერესებული პირებისთვის, მიიღონ ცოდნა ყველაზე მიუწვდომელ საკითხებზე უშუალო ინსაიდერებისაგან, რომლებსაც ეროვნული უშიშროების სფეროში მუშაობის მდიდარი გამოცდილება გააჩნიათ. 
პროგრამა აკადემიური თეორიისა და პრაქტიკული ნაწილის საუკეთესო კომპილაციას წარმოადგენს, რომელიც ჩვენი ინსტრუქტორების მრავალწლიან კვლევით და პროფესიულ გამოცდილებას ეყრდნობა.

იხილეთ საგნები, რომლებსაც ტრეინინგის განმავლობაში მონაწილეები გაივლიან.

სწავლის ფორმატი:
ზამთრის სკოლა იანვარში გაიხსნება. ლექციები ჩატარდება ქართულ ენაზე, გარდა იმ დღეებისა, რომლებზეც გათვალისწინებულია უცხოელი ექსპერტების გამოსვლები.
მონაწილეები მიიღებენ ცოდნას და დაეუფლებიან იმ უნარებს, რომლებიც მომავალში მათ დაეხმარება მოვლენების სწორ ანალიზში, საფრთხეების შეფასებაში, პრევენციული და პროაქტიული მოქმედებებისათვის უსაფრთხოების პრობლემების გადასაწყვეტად სხვადასხვა მიმართულებით. კურსი აგებულია სწავლების ინტერაქტიულ მეთოდზე, რომელიც განათლების სფეროს სპეციალისტებთან ხანგრძლივი მუშაობის შედეგად შემუშავდა.
სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს დასაქმებული მონაწილეების ინტერესებს და მაქსიმალურად ერგება მათ გრაფიკს. სწორედ ამიტომ, ლექციები ძირითადად საღამოს საათებში (19:00-დან) იმართება.

კურსის ხანგრძლივობა: ორი თვე (კვირაში 3 დღე)

"სპეციალური ფორმატის ტრენინგ-კურსი წარმოადგენს უპირობო გარანტიას იმისა, რომ ყოველი მონაწილე მიიღებს ინფორმაციის მაქსიმუმს და მათთვის ეს იქნება დაუვიწყარი გამოცდილება."

ზამთრის სკოლაში მონაწილეობის საფასური: 800 ლარი 
თანხაში შედის სპეციალური სახელმძღვანელოები და ყველა შესაბამისი ხარჯი.

სერთიფიკაცია, რეკომენდაცია და ბონუსები:
განსხვავებით სხვა კურსებისაგან, ზამთრის სკოლა სერთიფიკატის გასაცემად სპეციალური გამოცდების ჩაბარებას არ მოითხოვს. ყველა მონაწილე სკოლის დასრულებისას მიიღებს ორმაგ სერთიფიკატს. განსაკუთრებით აქტიურ მონაწილეებს კი შემდგომი კარიერული წინსვლისათვის გაეწევათ რეკომენდაცია.
სტუდენტები ასევე ისარგებლებენ სპეციალური პირობებით, ფასდაკლებებითა და პრივილეგიებით აკადემიის მოწყობილ სხვადასხვა ღონისძიებებსა და სასწავლო კურსებზე.

კურსზე ჩარიცხვის პროცედურა:

რეგისტრაცია ხორციელდება ONLINE რეჟიმში. აპლიკაციის შესავსებად დაკლიკეთ ამ ბმულზე!

აპლიკაციები მიიღება 30 დეკემბრამდე!