From : Ketevan Tatoshvili <ktatoshvili@hssp.org.ge>
To : Tamta Komakhidze <t.komakhidze@ncdc.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Ekaterine Kavtaradze <e.kavtaradze@ncdc.ge>; i.khonelidze@ncdc.ge; Lika Jabidze <l.jabidze@ncdc.ge>; Tamar Dolakidze <t.dolakidze@ncdc.ge>; n.beradze@ncdc.ge; t.sulkhanishvili@ncdc.ge; Teo Kashibadze <t.kashibadze@ncdc.ge>; Khatuna Zakhashvili <episurv@ncdc.ge>
Subject : იმუნიზაციის მოდულთან დაკავშირებით
Cc : Alexander Turdziladze <turdziladze@gmail.com>; Teona Shalamberidze <tshalamberidze@hssp.org.ge>; Alexander Nodia <anodia@hssp.org.ge>; Tamta Kobakhidze <tkobakhidze@hssp.org.ge>; Nikoloz Ivanauri <Nivanauri@hssp.org.ge>; mic@moh.gov.ge; Vano Goliadze <vaniko@moh.gov.ge>
Received On : 14.04.2014 11:28

მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო,

 

გაცნობებთ რომ ამ ეტაპზე, იმუნიზაციის მოდულის ტექნიკური სამუშაოები ძირითადად ფოკუსირებულია საბეჭდი ფორმების შექმნაზე და ადმინისტრირების გვერდების ოპტიმიზაციაზე. შეთანხმებისამებრ, საწყის ეტაპზე შევქმენით: ფორმა 1.8 და პროფილაქტიკური აცრების ბარათი. როგორც კი დასრულდება დიზაინირების ეტაპი, აღნიშნულ ფორმებს გადმოგცემთ ტესტირებისთვის.

 

ამასთანავე, გვინდა რამოდენიმე საკითხი დავაყენოთ დღის წესრიგში:

 

·         მოკლე ტექსტური შეტყობინებები (sms) - მოგეხსენებათ, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინებების მექანიზმი ტექნიკურად უკვე ჩადებულია მოდულში, რაც მოიაზრება სხვადასხვა დანიშნულებისთვის, მაგალითად: 1. ბენეფიციარების ინფორმირება მოსალოდნელი ვაქცინაციების შესახებ ან 2. მშობლების ინფორმირება და შეხსენება რომ დადგეს აღრიცხვაზე რომელიმე დაწესებულებაში (ეს ერთგვარად დაგვეხმარებოდა დაურეგისტრირებელი ბენეფიციარებისთვის კამპანიის წარმოებისთვის) და ა.შ. თუმცა, იმისთვის რომ ეს სერვისი ამუშავდეს გადასაჭრელია რიგი საკითხები, როგორიცაა: მობილურ ოპერატორ კომპანიებთან მოლაპარაკება, შეტყობინებების პერიოდულობის და ტექსტის განსაზღვრა და ა.შ. ამდენად, ამ ეტაპზე გვაინტერესებს  აქტუალურია თუ არა კიდევ აღნიშნული საკითხი? თუ კი, მაშინ როგორ წავიწიოთ წინ რომ ავამუშავოთ სერვისი სრულფასოვნად?

 

·         ბენეფიციარის გვერდი: გახსოვთ, რომ მოდულის 2 ძირითად კომპონენტთან ერთად (ანუ პროვაიდერის და ადმინისტრატორის ინტერფეისები), იყო იდეა შექმნილიყო ბენეფიციარის გვერდი, სადაც მომხმარებელს შეეძლებოდა საკუთარი ან თუნდაც მისი ბავშვის ვაქცინაციების ისტორიის ნახვა. ამ ეტაპზე ბენეფიციარის გვერდი გაკეთებულია და მონაცემების არსებობისას, შესაძლებელია ბენეციფიარის მიერ საკუთარი ისტორიის ნახვა. წვრილმანი საკითხებია დარჩენილი მომხმარებელთა მართვის და ავტორიზაციის კუთხით. თუმცა, აქაც გვაინტერესებს რამდენად აქტუალურია ეს იდეა და განვაგრძოთ თუ არა ამ მიმართულებით მუშაობა.

 

გმადლობთ წინასწარ და გისურვებთ წარმატებულ კვირას!

 

ქეთი    

 

 

Ketevan Tatoshvili

Deputy Chief of Party

Abt Associates Incorporated - Georgia

USAID Health System Strengthening Project

144, A. Tsereteli Ave., 16th floor

Tbilisi 0160, Georgia

Tel. (995 32) 2 510 021; ext 1624 or 1616