| From : | Nikoloz Ivanauri <Nivanauri@hssp.org.ge> |
| To : | Tamta Komakhidze (t.komakhidze@ncdc.ge) <t.komakhidze@ncdc.ge> |
| Subject : | იმუნიზაციის მოდული |
| Cc : | Alexander Turdziladze <aturdziladze@hssp.org.ge>; Alexander Nodia <anodia@hssp.org.ge>; Tamta Kobakhidze <tkobakhidze@hssp.org.ge> |
| Received On : | 29.04.2015 08:40 |
გამარჯობა თამთა,
დღეს გვქონდა შეხვედრა „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი“_თან ,
დაწესებულებას პრობლემა შეექმნა საბეჭდ ფორმებთან დაკავშირებით, ფორმებიდან ამოღებული ინფორმაცია არ ემთხვევა მათ ფურცელზე არსებულ ინფორმაციას.
პრობლემის გამოკვლევის შემდგომ დადგენილია მისი გამომწვევი ორი მიზეზი.
1. საჭიროა ცვლილებები ადამინისტრატორის ინტერფეისიდან.
· ყველა აცრას უნდა გაეწეროს „აცრის ასაკი (წელიწადი/თვე/დღე/საათი)“ და „აცრის დროულობა(წელიწადი/თვე/დღე/საათი)“.
· უნდა გადაიხედოს ყველა ის ფორმა, რომელიც კონფიგურირებადია ადმინისტრატორის პანელიდან და გადამოწმდეს რამდენად ზუსტია აცრების სია. საჭიროების შემთხვევაში დაკორექტირდეს.
2. პრობლემის გამომწვევი მეორე მიზეზი გახლავთ ის რომ, დაწესებულების აღრიცხვაზე მყოფი კონტინგენტი არ შეესაბამება მოდულში არსებულ კონტინგენტს.
შესაბამისად ფორმებიდან გამომავალი ინფორმაცია არ ემთხვევა რეალურად არსებულ ინფორმაციას.
დაწესებულებების მხრიდან უნდა მოხდეს გადამოწმება, რამდენად ზუსტად არის ასახული ბენეფიციარების ნუსხა (აცრების ჩათვლით) იმუნიზაციის მოდულში და დაკორექტირდეს.
პატივისცემით,
ნიკა