From : Sergo Rostiashvili <SRostiashvili@hssp.org.ge>
To : Tamar Chikhradze (TChikhradze@ssa.gov.ge) <TChikhradze@ssa.gov.ge>; Teona Putkaradze' (TPutkaradze@ssa.gov.ge) <TPutkaradze@ssa.gov.ge>; Teona Bigvava' (TBigvava@ssa.gov.ge) <TBigvava@ssa.gov.ge>
Subject : კოდების გენერაციის პროცესის ავტომატიზაცია
Cc : Giorgi Usharauli <GUsharauli@hssp.org.ge>; Giorgi Lobjanidze <GLobjanidze@hssp.org.ge>; Alexander Turdziladze <aturdziladze@hssp.org.ge>; Manuchar Tokhadze <MTokhadze@hssp.org.ge>; Tamta Kobakhidze <tkobakhidze@hssp.org.ge>
Received On : 23.10.2013 10:56

თაკო,

 

 

გწერ კოდების გენერაციის ავტომატიზაციასთან დაკავშირებით. ამოცანა ჩამოვაყალიბეთ შემდეგნაირად და გთხოვ დაგვიდასტურო:

 

1.      პროვაიდერი Cloud-ზე ახალ ICD/NCSP-ის კომბინაციას რომ დაარეგისტრირებს, ავტომატურად დარეგისტრირდება ფინანსურ მოდულში ფინანსურ ერთეულად (ხელოვნურ კოდად). არ იგულისხმება ხელშეკრულებაში დამატება.

2.      ICD/NCSP-ის კომბინაცია ერთჯერ რომ დარეგისტრირდება, რედაქტირებით შეცვლადი იქნება მხოლოდ თანხა. თუ არასწორ კომბინაციას დაარეგისტრირებე, მოუწევთ არსებულის გაუქმება და თავიდან სწორად დარეგისტრირება.

3.      ახალი კომბინაციის რეგისტრაციისას პროვაიდერს მოუწევს არჩევა გეგმიურს ეხება ეს, ურგენტულს თუ ორივეს ერთად. შესაბამისად არსებული და ახალი კოდები ინტერფეისში იქნება გაყოფილი გეგმიური/ურგენტულის მიხედვით (არსებული კოდები გამოჩნდება ორჯერ).

4.      თითოეული კომბინაციისთვის გამოჩნდება ბოლო გადაგავნის თარიღი, რომელსაც ნახავს პროვაიდერიც და SSA-იც

5.      არეალების გადათვლა და Excel-ში ექსპორტი შესაძლებელია SSA-ის მიერ და ამ მხრივ არაფერს ვცვლით

6.      ფასების გადაგზავნა იქნება შესაძლებელი პროვაიდერების მიხედვით (ერთ ჯერე ერთი პროვაიდერის ფასები) SSA-თვის. გეგმიური კოდების გადაგზავნა შესაძლებელი იქნება მხოლოდ არეალების გადათვლის შემდეგ. ურგენტულების გადაგზავნა დამოკიდებული არ იქნება არეალებზე. ფასების გადაგზავნა შესაძლებელი იქნება მხოლოდ „ფასის დამატების“ პრინციპით. გადაგზავნის დროს მოხდება შემდეგი:

a.       ფინანსური ერთეული მიებმება ხელშეკრულებას თუ არ არის მიბმული

b.      ფასი აისახება გადაგზავნისას მითითებული თარიღიდან. თუ მოცემულ თარიღში ან შემდეგ გადასაგზავნი კოდ(ებ)ი გამოყენებულია რეპორტინგში, გადაიგზავნება ის ფასები, რომლებიც არ არის გამოყენებული და გამოყენებული კოდების თავიდან გადაგზავნა მოგიწევთ უკვე განსხვავებული, შემდგომი თარიღისთვის.

c.       Cloud-ზე გაუქმებულ კოდებს დეაქტივაციის თარიღად გაეწერებათ ის თარიღი, როდესაც მოხდება გადაგზავნა. ანუ მოცემული კოდი აქტიური იქნება იმ დღის ჩათვლით.

 

 

 

პატივისცემით,

სერგო როსტიაშვილი