From : Eter Giligashvili <etogili@gmail.com>
To : a.turdziladze@caucasus.net; Tamta Kobakhidze <tkobakhidze@hssp.org.ge>; Sofia Lebanidze <slebanidze@gmail.com>; Teona Shalamberidze <tshalamberidze@hssp.org.ge>; Manuchar Tokhadze <MTokhadze@hssp.org.ge>; Alexander Turdziladze <aturdziladze@hssp.org.ge>
Subject : მედიაციის პროგრამა
Received On : 13.08.2012 11:28

მოგესალმებით,
როგორც თქვენთვის ცნობილია, სამედიცინო მედიაციის პროგრამული მოდულის პირველი ნაწილის - შეტყობინების რეგისტრაციის პროცესის პირველადი ტესტირება განხორციელდა მედიაციის სამსახურში, სატესტო ვერსიის შემდეგ სამსახურის მიერ მოწოდებულ იქნა შენიშვნები და რეკომენდაციები, რომელთა საფუძველზეც განხორციელდება შეტყობინების რეგისტრაციის საბოლოო სატესტო ვერსიის გაშვება და დაიგეგმება ცხელი ხაზის ტრენინგი ადგილზე.
პროგრამას, როგორც იცით აქვს ასევე მეორე მნიშვნელოვანი დატვირთვა, განაცხადების რეგულირება - ამ მოდულის მომხმარებლები არიან, მედიაციის სამსახური, სადაზღვევო კომპანია და სამედიცინო დაწესებულება.
პროგრამის ტექნიკური დავალება, აღწერილობა მომზადებულია, მაგრამ აუცილებელია მონაწილე მხარეებთან კონცეფციის გაზიარება და მათგან მოსაზრებების მოსმენა, როგორც შინაარსობრივ ასევე ტექნიკურ საკითხებზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია დაიგეგმოს გასვლითი შეხვედრა, შაბათ-კვირის განმავლობაში, სავარაუდოდ 24-25 აგვისტო, თბილისთან ახლოს (ყვარლის ტბა, ლოპოტა, ყაზბეგი).
პირველ დღეს იქნება მედიაციის და ცხელი ხაზის ტრეინინგი (შეტყობინების რეგისტრაცია, რეგულირება), ხოლო მეორე დღეს პროგრამის მეორე მოდულის განხილვა და მონაწილე მხარეების ინფორმირება პროგრამის შინაარსის და საჭიროების თაობაზე.

თქვენი თანხმობის შემთხვევაში გასვლითი შეხვედრის მონაწილეთა დაზუსტებულ სიას მოგაწვით ხვალ დღის განმავლობაში

პატივისცემით,
ეთო