From : Sergo Rostiashvili <SRostiashvili@hssp.org.ge>
To : Niko Khvichia <Niko_Khvichia@hssp.org.ge>
Subject : მრავალდონიანი აგენტი
Cc : Alexander Turdziladze <aturdziladze@hssp.org.ge>; Tamta Kobakhidze <tkobakhidze@hssp.org.ge>; Manuchar Tokhadze <MTokhadze@hssp.org.ge>
Received On : 06.12.2013 14:45

ნიკო,

 

გიგზავნი საკითხებს, რომლებიც გასაკეთებელია მრავალდონიან აგენტთან დაკავშირებით:

 

1.      დაწესებულებები განმახორციელებლების მიხედვით გაყოფილი უნდა იყოს??? - გასავლელია ალეკოსთან

2.      სახელმწიფო პროგრამები („სახელმწიფო პროგრამები -> პროგრამები“) უნდა გამოჩნდეს განმახორციელებლების მიხედვით. თითოეულ მომხმარებელ უნდა დაემატოს ატრიბუტი User Management-ში, რომელიც განსაზღვრავს მომხმარებელი რომელი განმახორციელებლისაა (FinancingAgentOrganizationID). თითოეულ პროგრამას ეთითება განმახორციელებელი, რომელიც უნდა შედარდეს მოცემულ ატრიბუტს. თუ მომხმარებელს მოცემული ატრიბუტი არ აქვს და არც Admin-ების ჯგუფშია, გადავიდეს Error.aspx-ზე და დაიწეროს, რომ „მომხმარებლის მონაცემები რეგისტრირებულია არასრულად“. [1]

3.      პროგრამის რეგისტრაციისა და რედაქტირების გვერდებზე უნდა შევიდეს მხოლოდ Admin-ის უფლების მქონე მოხმარებელები.

a.       არ ჩანდეს რეგისტრაციისა და რედაქტირების ღილაკები [2]

b.      პროგრამის რეგისტრაცია/რედაქტირების გვერდზე, ჩაიდოს შემოწმება: თუ მომხმარებელი არ არის Admin-ების ჯგუფში, გადავიდეს Error.aspx-ზე და დაიწეროს, რომ „მოცემული გვერდი ვერ მოიძებნა“. [3]

4.      ფინანსური ერთეული (სახელმწიფო პროგრამები -> პროგრამები -> ქვეკომპონენტი -> ფინანსური ერთეულები)

a.       რეგისტრაცია/რედაქტირების გვერდზე დაფინანსების წყაროების დამატების Popup-ში გამოჩნდეს მხოლოდ ის, რომელიც არის განმახორციელებელი. თუ განმახორციელებელი სათაოა, გამოჩნდეს მხოლოდ სათაო, თუ ფილიალია - გამოჩნდეს სათაო და მხოლოდ მოცემული ფილიალი (ამ შემთხვევაში შეიძლებოდეს მხოლოდ ფილიალის არჩევა).  [12]

b.      ნოზოლოგიები გაყოფილი იყოს განმახორციელებლების მიხედვით თუ არა? - გასავლელია

c.       ასაკობრივი ჯგუფები გაყოფილი იყოს განმახორციელებლების მიხედვით [15]

d.      ლოგიკების ცხრილები გასაყოფი იქნება განმახორციელებლების მიხედვით - ჯერ არ არის გაკეთებული

e.       ატრიბუტები  გასაყოფი იქნება განმახორციელებლების მიხედვით [16]

5.      ბიუჯეტის კორექციის ბრძანებები გაყოფილი უნდა იყოს განმახორციელებლების მიხედვით (სახელმწიფო პროგრამები -> ბიუჯეტის კორექციის ბრძანებები) [4]

6.      კონტრაქტები გაყოფილი უნდა იყოს განმახორციელებლების მიხედვით [5]

7.      მიღება-ჩაბარების აქტები გაყოფილი უნდა იყოს განმახორციელებლების მიხედვით [6]

8.      რეესტრები  გაყოფილი უნდა იყოს განმახორციელებლების მიხედვით [7]

9.      ვალდებულებები გაყოფილი უნდა იყოს განმახორციელებლების მიხედვით [8]

10.  საგადახდო მოთხოვნები გაყოფილი უნდა იყოს განმახორციელებლების მიხედვით [9]

11.  ხაზინის გვერდებზე ჩასადებია ფილტრაცია განმახორციელებლების მიხედვით [10]

12.  ლიმიტები გაყოფილი უნდა იყოს განმახორციელებლების მიხედვით [11]

13.  ანალიტიკა გასაყოფი იქნება განმახორციელებლების მიხედვით - ჯერ არ არის გაკეთებული

14.   

15.  კომპონენტისა და ქვეკომპონენტისთვის სახაზინო კოდების დამატების Popup-იდან ამოსაღებია სახაზ. კოდებისა და განმახორციელებლის შესაბამისობების მითითების ფუნქციონალი. უნდა გავიდეს ცალკე გვერდზე, რომ მხოლოდ Admin-ს შეეძლოს მითითება. - გასავლელია

16.  ქვეკომპონენტის ატრიბუტები გაყოფილი იყოს განმახორციელებლების მიხედვით თუ არა? - გასავლელია

17.  ქვეკომპონენტის ეკონ. მუხლები გაყოფილი იყოს განმახორციელებლების მიხედვით თუ არა? - გასავლელია

18.  ყველა გვერდზე, რომელზეც მონაცემები იფილტრება განმახორციელებლის მიხედვით, ჩაიდოს შემოწმება FinancingAgentOrganizationID ატრიბუტზე. თუ მომხმარებელს მოცემული ატრიბუტი არ აქვს და არც Admin-ების ჯგუფშია, გადავიდეს Error.aspx-ზე და დაიწეროს, რომ „მომხმარებლს არ აქვს შესვლის უფლება“. [17]

19.  ხელშეკრულების სერვისებში დაემატოს განმახორციელებლის იდენტიფიკატორი, რომელსაც შემთხვევების, მიმართვებისა და ელ. რეცეპტის რეგისტრაციის მოდულების გადმოსცემენ და გაფილტრავს მოძებნილ ხელშეკრულებებს განმახორციელებლით. თუ გადმოეცემა Null-ი, გამოიტანოს ყველა [13]

20.  Reporting-ში საანგარიშგებო და სტატისტიკური ფორმები გაიფილტროს (გამოჩნდეს) განმახორციელებლების შესაბამისად. [14]

 

 

საკითხები, რომლებიც გაყოფილი უნდა იყოს განმახორცილებლების მიხედვით გულისხმობს, რომ ცვლილებები უნდა შევიდეს რეგისტრაციისა და ფილტრაციის ნაწილში. აგრეთვე, ზოგ შემთხვევაში დასამატებელია ახალი გვერდები.

 

P.S. საკითხების გასწვრივ  [] ფრჩხილებში წერია პრიორიტეტები.

 

 

 

სერგო.