From : Magda Gurabanidze <MGurabanidze@ssa.gov.ge>
To : Mary Gelashvili <MGelashvili@hssp.org.ge>
Subject : პერიტონეული დიალიზი - დათვლის ლოგიკა
Cc : mnaskidashvili@ssa.gov.ge; Maia Murjikneli <maia_murjikneli@yahoo.com>; Alexander Turdziladze <aturdziladze@hssp.org.ge>; itabatadze@ssa.gov.ge; Tengo Abazadze <tengoabazadze@gmail.com>; nalaverdashvili@ssa.gov.ge; Tamta Kobakhidze <tkobakhidze@hssp.org.ge>; Niko Khvichia <nikokhvichia444@gmail.com>; Manuchar Tokhadze <MTokhadze@hssp.org.ge>
Received On : 28.01.2015 13:49

მარი,

გიგზავნით პერიტონეული დიალიზით უზრუნველყოფის ფორმაზე სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელი თანხის დათვლის ლოგიკას.

თუმცა, ავტომატურად პროგრამით ასანაზღაურებელი თანხის დათვლა რამდენად შესაძლებელი იქნება, რადგან მოდულში მოსარგებლის პერიტონეული დიალიზიდან მოხსნის თარიღის ველი არ არებობს, არსებობს მხოლოდ გაპასიურების თარიღის შესახებ მონაცემი. ამასთან, დასაზუსტებელია გარდაცვალების შემთხვევაში პაციენტის სტატუსი. ხომ არ დავამატოთ აღნიშნული ველი, ისევე, როგორც ამბულატორიის მოდულში გაკეთდა.

პერიტონეული დიალიზის მომსახურების თვის ვაუჩერის ღირებულება განისაზღვრება 105 ლარით.

დათვლის ლოგიკა შემდეგია - 105 ლარი / საანგარიშგებო თვეში კალენდარული დღეების რაოდენობაზე (30 ან 31 ან 28) * საანგარიშგებო თვის განმავლობაში პერიტონეულ დიალიზზე ყოფნის კალენდარული დღეების რაოდენობაზე.

იმ შემთხვევაში თუ პაციენტი პერიტონეული დიალიზის კომპონენტში ჩართვის თარიღი საანგარიშგებო თვეზე ადრეა და/ან გაპასიურებული არ არის და, სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელი თანხაში უნდა წამოვიდეს თვის ვაუჩერის მთლიანი ღირებულება - 105 ლარი .

იმ შემთხვევაში თუ პერიტონეული დიალიზის კომპონენტში ჩართვის თარიღი და/ან გაპასიურების თარიღი საანგარიშგებო თვეშია, სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელი თანხა დაითვლება დიალიზზე ყოფნის კალენდარული დღეების რაოდენობა * ერთი კალენდარული დღის ღირებულებაზე.
Ministry of Labour, Health and Social affairs of Georgia
Social Service Agency