From : Ketevan Tatoshvili <ktatoshvili@hssp.org.ge>
To : zdolidze@ssa.gov.ge
Subject : რეცეპტის საგარანტიო: აფთიაქის ავტომატური მითითების საკითხი
Cc : Alexander Turdziladze (turdziladze@gmail.com) <turdziladze@gmail.com>; Vazha Ezugbaia <VEzugbaia@hssp.org.ge>; Nikoloz Ivanauri <Nivanauri@hssp.org.ge>; Tamta Kobakhidze <tkobakhidze@hssp.org.ge>
Received On : 25.09.2014 11:55

ზაზა მოგესალმებით,

 

თქვენი რეკომენდაციის გათვალისწინებით, რეცეპტის სარაგანტიოს გამოწერისას, აფთიაქის ავტომატური მითითების შემდეგ ლოგიკაზე ჩამოვყალიბდით. ლოგიკა მსგავსი იქნება გენერიული და სავაჭრო დასახელებებით ძებნისას, ანუ:

 

მსგავსი დასახელება + მსგავსი დოზა + მსგავსი ფორმა. მედიკამენტებიდან გამოიტანს ყველაზე იაფს. თუ ასეთი მედიკამენტი იქნება ერთზე მეტ ქსელში, მაშინ მედიკამენტები გამოვა რიგ-რიგობით სააფთიაქო ქსელების მიხედვით. თუ ერთი სააფთიაქო ქსელის ფარგლებში  ერთნაირი დასახელების, დოზის და ფორმის მქონე  მედიკამენტი იქნება ერთზე მეტი - შერჩევა მოხდება შემთხვევითობის პრინციპზე დაყრდნობით.

 

იმისთვის რომ მოვახდინოთ პროდუქტის ზუსტი იდენტიფიცირება და დადარება, გადავწყვიტეთ ძებნის პარამეტრად გამოვიყენოთ პროდუქტის ფორმაც (ტაბლეტი, ამპულა, კაფსულა და ა.შ..თუმცა, აქ ერთ პატარა პრობლემას წავაწყდით, რაც მდგომარეობს იმაში რომ ე.წ. „ქლაუდზე“ მედიკამენტების ფორმები არ არის მითითებული სტანდარტული სახით, მაგ.: არის „ტაბლეტი“ და „ტბ“, „ფლაკონი“ და/ან „ფლ“. ეს საყურადღებოა მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა დასახელება და დოზა ემთხვევა. მოდით ვცდით მაინც როგორ გამოვა. შედეგიდან გამომდინარე ან დავტოვებთ ან ამოვიღებთ პროდუქტის ფორმას ძებნის პარამეტრებიდან.

 

ვფიქრობთ, ეს ნაწილი, კვირის ბოლოსთვის ან მაქსიმუმ ორშაბათს უნდა დავასრულოთ.

 

ქეთი

 

 

Ketevan Tatoshvili

Deputy Chief of Party

Abt Associates Incorporated - Georgia

USAID Health System Strengthening Project

144, A. Tsereteli Ave., 16th floor

Tbilisi 0160, Georgia

Tel. (995 32) 2 510 021; ext 1624 or 1616