| From : | Sergo Rostiashvili <SRostiashvili@hssp.org.ge> |
| To : | Irakli Kandelaki <i.kandelaki@ncdc.ge> |
| Subject : | საკითხების სია |
| Cc : | n.lortkipanidze@ncdc.ge; i.khonelidze@ncdc.ge; Tamta Kobakhidze <tkobakhidze@hssp.org.ge>; Mary Gelashvili <MGelashvili@hssp.org.ge>; ნინო ჯვარელია <njvarelia@ncdc.ge>; Nino Vakhania <n.vakhania@ncdc.ge>; Alexander Turdziladze <aturdziladze@hssp.org.ge>; Khvicha Getia <kh.getia@ncdc.ge> |
| Received On : | 28.04.2015 15:54 |
გამარჯობა ირაკლი,
ჩამოვწერე ფინანსურ მოდულთან დაკავშირებული ყველა საკითხი, რაც დაგროვდა ბოლო თვის განმავლობაში ტუბის თანხების გადარიცხვის პროცესში:
1. შესაძლებელი იყოს განაცხადის ტიპის ვალდებულების თანხის დაზუსტება ხაზინაში ფინანსური მოდულიდანვე. ფუნქციონალი მზად არის ფინანსურ მოდულში, თუმცა ხაზინის ელექტრონულ სერვისში არ არის ამისთვის საჭირო ფუნქციონალი ჩადებული. მოცემულ საკითხზე ვესაუბრე შესაბამის ტექნიკურ ადამიანებს და საჭიროა რომ ხაზინისგან მიიღონ დავალება. - მოცემული საკითხი დამატებით გამოვიკვლიე და ვფიქრობ განაცხადის ხაზინის ვებ გვერდზევე დაზუსტებამ (რეგისტრაცია აუცილებლად ფინანსური მოდულიდან უნდა მოხდეს) პრობლემა არ უნდა შექმნას, თუმცა საჭიროებს პრაქტიკულად გადამოწმებას.
2. საშემოსავლოს ვალდებულების წერილის ტექსტი ცვალებადი უნდა იყოს:
a. თუ ფონდიდან ხდება თანხის გადარიცხვა:
„აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის” მიერ დაფინანსებული პროგრამის „ტუბერკულოზის ყველა ფორმის, მათ შორის რეზისტენტული ტუბერკულოზის ხარისხიანი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის უნივერსალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა” (გრანტი: №GEO-T-NCDC) ფარგლებში ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტებისათვის ფულადი წახალისების სქემის მონაწილეთა საშემოსავლო გადასახადის გადახდის მიზნით და სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ 2014 წლის 31 დეკემბრის #424 ბრძანების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დასამტკიცებლად წარმოგიდგენთ საშემოსავლო გადასახადის ვალდებულებას თანხაზე ??? ლარი
b. თუ ბიუჯეტიდან ხდება თანხის გადარიცხვა:
„აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის” მიერ დაფინანსებული პროგრამის „ტუბერკულოზის ყველა ფორმის, მათ შორის რეზისტენტული ტუბერკულოზის ხარისხიანი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის უნივერსალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა” (გრანტი: №GEO-T-NCDC) თანადაფინანსების ფარგლებში (საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის #44 განკარგულება) ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტებისათვის ფულადი წახალისების სქემის მონაწილეთა საშემოსავლო გადასახადის გადახდის მიზნით და სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ 2014 წლის 31 დეკემბრის #424 ბრძანების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დასამტკიცებლად წარმოგიდგენთ საშემოსავლო გადასახადის ვალდებულებას თანხაზე ??? ლარი
3. საშემოსავლოს მოთხოვნის გენერაციისას საფუძველი იყოს წერილი და წერილის ტექსტად გაეწეროს:
“წარმოგიდგენთ რეზისტენტული (ან სენსიტიური) პაციენტების მკურნალობის თანხიდან საშემოსავლო გადასახადის საგადახდო მოთხოვნას #??? თანხით ??? ლარი”
4. როცა თანხის გადარიცხვა ხდება ბიუჯეტიდან პაკეტის რეგისტრაციისას შესაძლებელი იყოს მოთხოვნის საფუძვლის მითითება, რომ შეიყვანო მოხსენებითი ბარათის ნომერი და თარიღი
5. საშემოსავლოს ვალდებულება უნდა დარეგისტრირდეს ერთი ცალი ერთ მ/ჩ აქტზე (დღეს ასეც არის), ხოლო საშემოსავლოს მოთხოვნა დარეგისტრირდეს იმდენი, რამდენი პაკეტიც დარეგისტრირდება მოცემულ მ/ჩ აქტზე (დღეს ჯამურად ერთი მოთხოვნა რეგისტრირდება).
6. პაკეტის დაწუნება თუ ხდება რაიმე მიზეზით ხაზინის მიერ, შესაძლებელი იყოს ფინანსური მოდულიდან პაკეტის გასწორებული ვერსიის ხელახლა რეგისტრაცია ხაზინაში პროგრამისტის ჩარევის გარეშე
7. თვის განაცემთა შესახებ ინფორმაციის ჩამოტვირთვის ფუნქციონალის დამატება ფინანსურ მოდულში
8. ფინანსურში რეზისტენტულებისა და სენსიტიურების ხელშეკრულებაში მითითებული პიროვნების ავტომატური სინქრონიზაცია სამოქალაქო რეესტრთან
გთხოვ გადახედო და შეასწორო ან დაამატო თუ რამე არასწორია ან აკლია.
პატივისცემით,
სერგო როსტიაშვილი
USAID-ის ჯანდაცვის სისტემის განმტკიცების პროგრამა