From : Ketevan Tatoshvili <ktatoshvili@hssp.org.ge>
To : Alexander Turdziladze (turdziladze@gmail.com) <turdziladze@gmail.com>; Alexander Nodia <anodia@hssp.org.ge>; Tamta Kobakhidze <tkobakhidze@hssp.org.ge>; Vazha Ezugbaia <VEzugbaia@hssp.org.ge>; Adelina Faradian <AFaradian@hssp.org.ge>; Giorgi Usharauli <GUsharauli@hssp.org.ge>
Subject : სისხლის ბანკი და სისხლის პროდუქტები
Received On : 08.02.2013 15:12

მოკლედ მეგობრებო,

 

მინისტრის კომენტარიდან გამომდინარე, დიდი გამოიძიება ჩავატარე სისხლის პროდუქტებთან დაკავშირებით. გავიარე კონსულტაცია ჯანდაცვის დეპარტმანენტთან რომლებმაც ეს კლასიფიკაცია მომაწოდეს:

 

1. მთლიანი სისხლი

2. ერითროციტარული მასა

3. ახლადგაყინული პლაზმა

4. თრომბოციტარული მასა

 

ასევე ველაპარაკე იაშვილის სისხლის ბანკის დირექტორს, დათო ლალიაშვილს, ვინც პასპორტიზაციისთვის მოგვაწოდა ჩამონათვალი. რაც დავითმა მოგვცა მინისტრის # 282 ბრძანებით არის დამტკიცებული და დიდი ხანია ამ აბრევიატურებით გამოიყენება. გიგზავნით ამ ბრძანებსაც (რომ დაგჭირდეთ რეფერენსად), სადაც ეს ჩამონათვალი ყვითლად არის მონიშნული. ანუ რა ხდება... ის ყველა ინგლისური აბრევიატურა არის სისხლის ჯგუფების აღმნიშვნელი და მიღებულია და ექიმებისთვისაც გასაგები. ამ აბრევიატურის შეცვლა, სპეციალისტების აზრით, არ იქნება კორექტული, თან მინისტრის ბრძანება განსაზღვრავს. ამიტომ თუ სამინისტროს თანამშრომლებისთვის გაუგებარი იქნება და დასჭირდებათ ამ ინფოს მოძებნა, შესაძლოა რომ დეფინიციები მივუთითოთ გვერდით, რიგორც მაგალითად აქ მაქვს მიწერილი:

 

·         OP (O POSITIVE) – I დადებითი

·         ON (O NEGATIVE) – I უარყოფოთი

·         AP (A POSITIVE) – II დადებითი

·         AN (A NEGATIVE) – II უარყოფოთი

·         BP (B POSITIVE) – III დადებითი

·         BN (B NEGATIVE) – III უარყოფოთი

·         ABP (AB POSITIVE) – IV დადებითი

·         ABN (AB NEGATIVE) – IV უარყოფოთი

 

 რაც შეეხება სამინისტროს მიერ მოწოდებულ კლასიფიკაციას.. სპეციალისტების აზრით და გამოცდილებით:

 

1. მთლიანი სისხლი -  პრაქტიკულად არ მზადდება, მხოლოდ ერთი მდგომარეობისთვის გამოიყენება (აორტის აშრევებადი ანევრიზმის)

2. ერითროციტარული მასა  - გვაქვს მითითებული

3. ახლადგაყინული პლაზმა  - იმდენად დიდია პლაზმის მარაგი ქვეყანაში, რომ დეფიციტი არასდროს არ იქმნება

4. თრომბოციტარული მასა - მზადდება შეკვეთით. ამასთანავე შენახვის ვადა ძალიან მოკლეა, მაქსიმუმ 72 საათი და ამდენად როგორ წესი თუ შეკვეთა არ არის არ მზადდება

 

შესაბამისად, გამოდის რომ რაც პასპორტიზაციის ნაწილში გვაქვს ის სრულად და ზუსტად პასუხობს იმ მიზანს რაც იყო დასახული. მთლიანი სისხლის და თრომბოციტარული მასის დამატებას აზრი არ აქვს. შესაძლოა დაემატოს ახლადგაყინული პლაზმა, თუმცა დიდი სარგებელი არ ექნება, არ არის ისეთი პროდუქტი რომლის მუდმივი კონტროლი იქნება საჭირო, ჭარბი მარაგების გამო.

 

 

 

Ketevan Tatoshvili

Deputy Chief of Party

Abt Associates Incorporated - Georgia

USAID Health System Strengthening Project

144, A. Tsereteli Ave., 16th floor

Tbilisi 0160, Georgia

Tel. (995 32) 2 510 021; ext 1624 or 1616