| From : | Sergo Rostiashvili <SRostiashvili@hssp.org.ge> |
| To : | MKimeridze@ssa.gov.ge |
| Subject : | სოფლის ექიმების ხელშეკრულებები |
| Cc : | Alexander Turdziladze <aturdziladze@hssp.org.ge>; Alexander Nodia <anodia@hssp.org.ge>; Tamta Kobakhidze <tkobakhidze@hssp.org.ge> |
| Received On : | 23.08.2015 20:23 |
მაიკო,
„პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად (მათ შორის – ამბულატორიული მომსახურებისათვის აუცილებელი მედიკამენტების და სამედიცინო დანიშნულების საგნების, ექიმის ჩანთის და სამედიცინო დოკუმენტაციის ბეჭდვის მომსახურების შესყიდვა)“ ქვეკომპონენტში 2658 ხელშეკრულებისთვის, რომელთა დაწყების თარიღი არის 2015 წლის 1 ივლისი, დაგენერირებულია გრაფიკები (მთელი თანხა აგვისტოს თვეში) და მინიჭებულია CPV კოდი.
აგრეთვე, მცირე ცვლილებები მოხდა ხელშეკრულებისა და ვალდებულებების ხაზინაში რეგისტრაციის ნაწილში CPV კოდების კუთხით, რომლებმაც თქვენს მუშაობაზე ზეგავლენა არ უნდა იქონიოს, თუმცა გთხოვ რამდენიმე შემთხვევა გადაამოწმე ყოველი შემთხვევისთვის.
პატივისცემით,
სერგო როსტიაშვილი
USAID-ის ჯანდაცვის სისტემის განმტკიცების პროგრამა