| From : | Ketevan Tatoshvili <ktatoshvili@hssp.org.ge> |
| To : | Arsen Khitiri <akhitiri@hssp.org.ge>; Natia Baratelia <nbaratelia@hssp.org.ge>; Adelina Faradian <AFaradian@hssp.org.ge>; Alexander Nodia <anodia@hssp.org.ge>; Alexander Turdziladze <aturdziladze@hssp.org.ge>; David Sarishvili <DSarishvili@hssp.org.ge>; Dimitri Ivanauri <DIvanauri@hssp.org.ge>; Giorgi Lobjanidze <GLobjanidze@hssp.org.ge>; Giorgi Usharauli <GUsharauli@hssp.org.ge>; Konstantine Muradov <Konstantine_Muradov@hssp.org.ge>; Lali Buskivadze <lbuskivadze@hssp.org.ge>; Manuchar Tokhadze <MTokhadze@hssp.org.ge>; Mary Gelashvili <MGelashvili@hssp.org.ge>; Nana Gvatua <Nana_Gvatua@hssp.org.ge>; Niko Khvichia <Niko_Khvichia@hssp.org.ge>; Nikoloz Ivanauri <Nivanauri@hssp.org.ge>; Nino Bosikashvili <NBosikashvili@hssp.org.ge>; Sergo Rostiashvili <SRostiashvili@hssp.org.ge>; Tamta Kobakhidze <tkobakhidze@hssp.org.ge>; Teona Shalamberidze <tshalamberidze@hssp.org.ge>; Valerian Khvichia <VKhvichia@hssp.org.ge>; Vazha Ezugbaia <VEzugbaia@hssp.org.ge>; Zurab Dalakishvili <ZDalakishvili@hssp.org.ge> |
| Subject : | ყურადღებით წაიკითხეთ: განახლებული წამლების მარაგი და ინსტრუქცია! |
| Received On : | 17.12.2013 13:34 |
მეგობრებო,
დღეს განვაახლეთ ჩვენი წამლების მარაგი. ყველაფერი გვაქვს პირველადი საჭიროებისთვის როგორც გაციების, ტკივილის, ისე მაღალი ტემპერატურის, მაღალი და დაბალი წნევის, კუჭ-ნაწლავის პრობლემების, ალერგიის, მსუბუქი სტრესის მომხსნელი და სხვა. ასევე, მალამო მცირე ჭრილობის დასამუშავებლად, შპრიცი, ბამბა, თერმომეტრი და ა.შ. ყველა წამალს, კოლოფში, მოყვება ინსტრუქცია და გთხოვთ გამოყენების შემდგომ ეს ისნტრუქციები არ გადააგდოთ!
ნებისმიერი წამლის მიღებამდე, აუცილებლად გაეცანით თითოეული წამლის ინსტრუქციას და მიღების რეჟიმს!!!
გარდა ყოველდღიური საჭიროების წამლებისა, გვაქვს ისეთი პრეპარატებიც (მაგ. პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი, ადრენალინი), რომლებიც გადაუდებელი შემთხვევების დროს გამოიყენება: მაგ. ასთმის მძიმე შეტევა, მძიმე ალერგიული რეაქცია და მასიური შეშუპება, შოკური მდგომარეობები, გულის ფუნქციის სერიოზული დაქვეითება და ა.შ. ეს არის ის მდგომარეობები, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს! იმედი მაქვს ამის საჭიროება არ გვექნება, მაგრამ თუ მაინც დადგა: პირველ რიგში მიმართეთ კახა ბეროზაშვილს (ჩვენს გვერდით ოთახში ინსპექტირების ჯგუფის უფროსი), რომელიც არის რეანიმატოლოგი და დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება (112)!!! მხოლოდ ამის შემდეგ აღმოუჩინეთ პაციენტს დახმარება მედიკამენტის ინსტრუქციის შესაბამისად.
მედიკამენტებთან ერთად, ასევე შევინახავთ პირველადი დახმარების გაიდლაინს და ბროშურას, სადაც ძალიან დეტალურად არის აღწერილი როგორც უნდა მოვიქცეთ სხვადასხვა გადაუდებელი მდგომარეობების დროს! (ინგლისურად)
სიმარტივისთვის, იქ სადაც ინახება წამლები, ასევე ნახავთ მოკლე აღწერას თუ რომელი მედიკამენტი რისთვის გამოიყენება.
გისურვებთ ჯანმრთელობას!!!
Ketevan Tatoshvili
Deputy Chief of Party
Abt Associates Incorporated - Georgia
USAID Health System Strengthening Project
144, A. Tsereteli Ave., 16th floor
Tbilisi 0160, Georgia
Tel. (995 32) 2 510 021; ext 1624 or 1616