From : Manana Mindadze <mmindadze@ssa.gov.ge>
To : Manuchar Tokhadze <MTokhadze@hssp.org.ge>; Tamta Kobakhidze <tkobakhidze@hssp.org.ge>; Zurab Dalakishvili <ZDalakishvili@hssp.org.ge>; Vazha Ezugbaia <VEzugbaia@hssp.org.ge>
Subject : შემთხვევათა რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია პორტალზე
Cc : Rusudan Gogolashvili <RGogolashvili@ssa.gov.ge>; nbibilashvili@ssa.gov.ge; Maia maglakelidze-khomeriki <Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge>
Received On : 06.01.2014 14:43

ყველას გილოცავთ დამდეგ შობას!

 

თუ შეიძლება აღნიშნული ინფორმაცია დავამატოთ პორტალზე, შემთხვევათა რეგისტრაციის მოდულში შესვლისას განთავსებულ ინფორმაციას.

 

გადაუდებელ შემთხვევათა რეგისტრაცია:

შემთხვევათა რეგისტრაციის მოდულში, N165 დადგენილების ბენეფიარებზე დამდგარი გადაუდებელი შემთხვევების დასარეგისტრირებლად,  დიაგნოზის დამატებისას, დაფინანსების წყაროდ საჭიროა არჩეული იყოს „სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო“. ამ ეტაპზე, ამ ქვეკომპონენტის ფარგლებში ხელოვნური კოდებიდან აქტიურია მხოლოდ შემდეგი 100% -იანი კრიტიკული კოდები: 200000000, 300000000, 400000000, 5000000001, 8000000000. დანარჩენ კოდებზე საჭიროა არჩეულ იყოს განუფასებელი მომსახურება ასაკობრივი ჯგუფის შესაბამისი ქვეკომპონენტის მიხედვით და დიაგნოზი საჭიროა დაარეგისტრირდეს ICD და NCSP –ით, რისთვისაც საჭიროა იხელმძღვანელოთ საინფორმაციო პორტალზე განთავსებული N165 და N218 დადგენილებებისთვის დაგენერირებული ახალი ხელოვნური კოდებით.

N218 დადგენილების ბენეფიარებზე (იდენტიფიცირებისას აჩვენებს მიზნობრივ ჯგუფს)  დამდგარი გადაუდებელი შემთხვევების დასარეგისტრირებლად,  დიაგნოზის დამატებისას, დაფინანსების წყაროდ საჭიროა არჩეული იყოს „სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო“. ამ ქვეკომპონენტის ფარგლებში ხელოვნური კოდებიდან აქტიურია დანართი №1.2-ით გათვალისწინებული კოდები. ამ ეტაპისთვის, დანარჩენ კოდებზე საჭიროა არჩეულ იყოს განუფასებელი მომსახურება მიზნობრივი ჯგუფის შესაბამისი ქვეკომპონენტის მიხედვით და დიაგნოზი საჭიროა დაარეგისტრირდეს ICD და NCSP–ით, რისთვისაც საჭიროა იხელმძღვანელოთ საინფორმაციო პორტალზე განთავსებული N165 და N218 დადგენილებებისთვის დაგენერირებული ახალი ხელოვნური კოდებით.

სამედიცინო მომსახურების გაწევისას კლინიკები ხელმძღვანელობენ საყოველთაო ჯანდაცვის პრიგრამის ფარგლებში ატვირთული ტარიფებით, დადგენილებების შესაბამისი თანაგადახდების გათვალისწინებით. თუ ფაქტიური ხარჯი ტარიფზე ნაკლებია, ასეთ შემთხვევაში, თანაგადახდა წარმოებს ფაქტიური ხარჯიდან და არა ტარიფიდან.

საინფორმაციო პორტალის გახსნის შემდეგ ყოველი თვის 15 რიცხვის მომდევნო ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში საჭიროა განფასდეს ახალი ICD და NCSP-ის კომბინაციები, ხოლო ხელოვნური კოდების დაგენერირების შემდეგ, აუცილებელია უკვე დარეგისტრირებულ ელექტრონულ შეტყობინებებში, ICD და NCSP–ით დატოვებული დიაგნოზები ჩანაცვლდეს შესაბამისი ხელოვნური კოდებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ განხორციელდება ანგარიშგება. (ხელოვნური კოდებით ჩანაცვლება არ უნდა განხორციელდეს N218 დადგენილების ბენეფიციარებზე 1 იანვრამდე დამდგარ შემთხვევებზე).

       N165 და N218 ბენეფიცართა გეგმიურ სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაცია და ანგარიშგება N36 დადგენილების ფარგლებში არსებული წესების ანალოგიურია.“

 

მადლობა,

 

მანანა მინდაძე

სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტი
სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტო

მისამართი: აკაკი წერეთლის გამზირი 144,  0119, თბილისი
ტელეფონი: 2 51 00 33 - 1521
მობილური: (+995) 591 930 601

 


Ministry of Labour, Health and Social affairs of Georgia
Social Service Agency