ძვირფასო მეგობრებო
გიგზავნით დღევანდელი შეხვედრის შეჯამებას:
1. შემთხვევები რეგისტრაციის მოდული:
- სამუშაო ჯგუფის რეკომენდირებულად მიიჩნევს აღნიშნული მოდული საწყის ეტაპზე სავალდებულო იყოს ყველა სტაციონარული შემთხვევების რეგისტრაციისათვის (მიუხედავად დაფინანსების სპეციფიკისა).
- მომდევნო ეტაპზე შესაძლებელი იქნება, რომ მოდულმა დაფაროს "შეტყობინებას დაქვემდებარებული შემთხვევების" და ასევე "მაღალი რისკის ამბულატორიული შემთხვევების" რეგისტრაციაც. თუმცა, ვფიქრობ, უნდა დაკონკრეტდეს როდის იქნება ამის შესაძლებლობა და რა სახის საკანონმდებლო ცვლილებები იქნება საჭირო ამის უზრუნველსაყოფად.
- აღინიშნა, რომ აღნიშნული მოდულის გამოყენება სახელმწიფო ე.წ. ვერტიკალური პროგრამების ფარგლებში უკვე დარეგულირებულია და არ საჭიროებს რაიმე დამატებითი ცვლილებების განხორციელებას. საჭიროა მხოლო შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შექმნა სხვა სტაციონარული შემთხვევების სავალდებულო რეგისტრაციის თვალსაზრისით, რაც წინასწარი შეფასებით სალიცენზიო/სანებართვო პირობების რეგულაციით შეიძლება გადაწყდეს.
შეთანხმების შესაბამისად, ამ მოდულთან დაკავშირებით რეკომენდაციების ფორმულირების პროექტს მოამზადებს სამინისტროს იურიდული დეპარტამენტი.
2. ბენეფიციართა აღრიცხვის მოდული:
- გაანალიზებული იქნა ის ბენეფიტები, რომლებიც შეიძლება მოუტანოს ამ მოდულმა როგორც სამინისტროს, ასევე შესაბამისი სამედიცინო სერვისისა და სადაზღვევო ინდუსტრიებს, და პირველ რიგში მოქალაქეს. რის საფუძველზეც სამუშაო ჯგუფი რეკომენდირებულად მიიჩნევს აღნიშნული მოდული იქნას გამოყენებული არამარტო სახელმწიფო ვერტიკალური პროგრამების ფარგლებში, არამედ ზოგადად ეს იყოს მოდული, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის რეგისტრაციას პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლებთან მიმართებაში. თუმცა, სასურველია ამ მოდულის დანერგვა მოხდეს ეტაპობრივად, ბენეფიციართა ცალკეული კონტიგენტების ეტაპობრივი ჩართვით.
- აღინიშნა, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილები უნდა განხორციელდეს მოდულის იმპლემენტაციის გეგმის შესაბამისად.
შეთანხმების შესაბამისად, ამ მოდულის იმპლემენტაციის გეგმასთან დაკავშირებით (დანერგვის ეტაპები) რეკომენდაციებს მოამზადებს სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი, რის საფუძველზეც სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტი უზრუნველყოფს რეკომენდაციებს საკანონმდებლო ცვლილებების კუთხით.
რეკომენდაციები ზემოაღნიშნულ ორივე მოდულთან დაკავშირებით საბოლოო შეჯერებისათვის განხილული იქნება მომდევნო - ორშაბათის შეხვედრაზე.
პატივისცემით,
მორის წამალაშვილი