From : Moris Tsamalashvili <tsamalashvili@gmail.com>
To : Alexander Turdziladze <turdziladze@gmail.com>; Rusudan rukhadze <rrukhadze@moh.gov.ge>; Lela Serebryakova <lserebryakova@moh.gov.ge>; Dea Nijaradze <dnijaradze@moh.gov.ge>; ttabidze@moh.gov.ge; Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge>; Shorena Okropiridze <ShorenaO@moh.gov.ge>; Tamta Kobakhidze <tkobakhidze@hssp.org.ge>; Ketevan Tatoshvili <ktatoshvili@hssp.org.ge>; Alexander Nodia <anodia@hssp.org.ge>; n.geguchadze@ncdc.ge; tjikia@moh.gov.ge; nshengelidze@moh.gov.ge; ldavitaia@moh.gov.ge; Sofia Lebanidze <slebanidze@moh.gov.ge>; k.kazanjan@ncdc.ge; djapharidze@moh.gov.ge; Kakha Kheladze <KKheladze@moh.gov.ge>; skitsmarishvili@moh.gov.ge; iburduladze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; rshonia@moh.gov.ge; mlatsabidze@moh.gov.ge; mmachavariani@moh.gov.ge; k.ochigava@ncdc.ge; Aleksandre Khuskivadze <akhuskivadze@moh.gov.ge>
Subject : შეხვედრის შეჯამება და შემდეგი გეგმები
Cc : Davit Lomidze <dlomidze@moh.gov.ge>; Giorgi Khabashvili <gkhabashvili@moh.gov.ge>
Received On : 18.09.2012 07:33

მეგობრებო

კიდევ ერთხელ მინდა შევაჯამო ჩვენი გუშინდელი შეხვედრა:

1. დღეს დღის ბოლოსათვის დეა გამოგვიგზავნის რეკომენდაციების დოკუმენტის შეჯერებულ ვერსიას გუშინდელი შენიშვნების და კომენტარების გათვალისწინებით. ასევე მიმატებული იქნება სხვა დამატებითი მოდულებთან დაკავშირებული ქვეთავებიც, გარდა „ელექტრონული სერვისების განხორციელების სქემისა“, რომლის დამატებაც დღევანდელი შეხვედრის შემდეგ იქნება შესაძლებელი. 
დოკუმენტის ამ ნაწილში მოცემული იქნება საჭირო სამართლებრივი რეგულირების აღწერა პრინციპების დონეზე.
2. დეას მიერ გამოგზავნილ დოკუმენტს დღეს კიდევ ერთხელ გავივლით (შეხვედრის გარეშე)  და თუ მნიშვნელოვანი შენიშვნები არ იქნება, იურისტები შეუდგებიან დოკუმენტის შევსებას კონკრეტული სამართლებრივი აქტების, ცვლილებების ხასიათის და სხვა იურიდიული ნიუანსების კუთხით. წინასწარი შეთანხმებით დოკუმენტს აღნიშნულის გათვალისწინებით შორენასაგან მივიღებთ ხვალ, ოთხშაბათს დღის ბოლოს. 
3. ეს იქნება დოკუმენტის წინასწარი ვერსია, რომელსაც ბატონ დავით ლომიძესთან გავივლით სავარაუდოდ ხუთშაბათს. ბატონო დავით თუ არის თქვენთან შეხვედრა შესაძლებელი ხუთშაბათს და რომელ საათზე?
4. ბატონ დავითთან შეჯერების შემდეგ, დოკუმენტის მზად იქნება ბატონ მინისტრთან და სხვა პასუხისმგებელ პირებთან პრეზენტაციისათვის.

დამატებით შეგახსენებთ რომ დღეს, 18 სექტემბერს ვხვდებით 18:00-ზე "ელექტრონული სერვისების განხორციელების სქემასთან" დაკავშირებით, შეხვედრის ადგილი - 16-ე სართული, სანდრო ხუსკივაძის ოთახი. განსახილველ მასალებს გამოგიგზავნით დღესვე ცოტა მოგვიანებით.

პატივისცემით
მორის წამალაშვილი