მეგობრებო,
ბოლო 3 წელია, რაც მე და ჩემი მეგობრები ახალ წელს ვხვდებით, იაშვილის კლინიკაში, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებთან ერთად. წელსაც ვაპირებთ ბავშვებთან ერთად შევხვდეთ ახალ წელს, გადავცეთ მათთვის სასურველი საჩუქრები და ცოტათი მაინც გავამხიარულოთ პატარები.
თუ გექნებათ სურვილი, რომ მიიღოთ მონაწილეობა საჩუქრების შეძენაში, შეგიძლიათ თანხა მომაწოდოთ მე და რამდენიც მოგროვდება, შესაბამისად ვიყიდი საჩუქრებს, ან თქვენ შეიძინოთ რომელიმე საჩუქარი.
ასევე თუ გენდომებათ ახალ წელს ჩვენთან ერთად წამოსვლა, ან გაქვთ რაიმე იდეა, რითაც შევძლებთ ბავშვების უფრო მეტად გახარებას, ძალიან გამიხარდება თუ გამიზიარებთ.
აქვე ავტვირთე სურათი, სადაც წერია ბავშვების სია და მათთვის სასურველი საჩუქრები.
შავი ფერით საჩუქრები, უკვე ნაყიდი გვაქვს.
ყველას ძალიან დიდი მადლობა ♥,
ნათია