From : Mari Gelashvili <matasi.mari@gmail.com>
To : MNaskidashvili@ssa.gov.ge; Alexander Turdzilaze <turdziladze@gmail.com>
Subject : ,,ვერტიკალური" პროგრამები
Cc : tabazadze@ssa.gov.ge; Tamta Kobakhidze <tkobakhidze@hssp.org.ge>
Received On : 22.10.2014 10:47
Attachments :

მოგესალმებით,


გთხოვთ იხილოთ ჩემი დამატებული ნაწილი წერილში წითლად

 

1 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე - გამოგზავნილი ანგარიში


 პროგრამა: მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების მიწოდება პრიორიტეტულ სფეროებში

კომპონენტები: სოფლის ექიმი, დიაბეტის მართვა, იშვიათი დავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა , ფსიქიკური ჯანმრთელობა, სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმება

გამოგზავნილი ანგარიშების რაოდენობა: 2836

  

პროგრამა: საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა

კომპონენტები: აივ-ინფექცია/შიდსი, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა , ინფექციური დაავადებების მართვა, ტუბერკულოზის მართვა

გამოგზავნილი ანგარიშების რაოდენობა: 269

  

გაწვდით .. ,,ვერტიკალური პროგრამების“  ფარგლებში  2014 წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით დაფიქსირებულ ხარვეზებს ცალკეული პროგრამის მიხედვით:

 

აივ-ინფექცია/შიდსი

ამბულატორიული მომსახურება - გაკეთდა ბენეფიციარების აღრიცხვის მოდული, მიმწოდებლების მიერ შეიქმნა ბაზები.

ანგარიშგებაში არ ხდებოდა მოდულში დარეგისტრირებული ბენეფიციარების სრულად გადმოტანა, რის გამოც აღნიშნულ კომპონენტში საანგარიშგებო დოკუმენტაცია ანგარიშგების მოდულში არ არის გადმოგზავნილი.

სს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიეროპრაქტიკული ცენტრი - / 212153756, აივ- ინფექცია/შიდსის  ,,ამბულატორიული მომსახურებისფორმა ანგარიშგებაში გადმოიტანილია 26

 სისტემამ იმუშავა სწორედ. გადავამოწმეთ ბენეფიციართა რეესტრში და 31 აგვისტოს თარიღით ამ დაწესებულებას დარეგისტრირებული ჰყავს 26 აქტიური ბენეფიციარი, იხ თანდართული ფაილი.

 

 Inline image 1

 

გასუფთავების ღილაკით არ ხდება შემთხვევების წაშლა. არ გადმოაქვს ამბ. მოდულში დარეგისტრირებული ბენეფიციარები- error

 აივ-ინფექცია შიდსის ფორმაზე ხორციელდებოდა ცვლელებები, ამის გამო სამუშაო პროცესის დროს გამოიტანა - error, რომელიც გასწორდა დღის განმავლობაში როცა ახალი ვერსია გადავიტანეთ. ეს შეცდომა არ ფიქსირდება ამჟამად.

 ბენეფიციარების აღრიცხვის მოდულში დარეგისტრირებულია 772  ბენეფიციარი.

 დარეგისტრირებულია 772   აქედან 769  -აქტიური, 3 - პასიური. ოქტომბრის თარიღით წამოვიღეთ მონაცემები ანგარიშგების მოდულში და გადმოიტანა - 769 ბენეფიციარი.

სისტემას არ მოაქვს პასიური ბენეფიციარები. ეს საკითხი გავლილი გვაქვს სმს-სთან და ველოდებით პასუხს უნდა მოხდეს თუ არა პასიური ბენეფიციარების წამოღება.

 Inline image 2

Inline image 3

 

ნარკომანია

ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება - გაკეთდა ბენეფიციარების აღრიცხვის მოდული, მიმწოდებლების მიერ შეიქმნა ბაზები.

ანგარიშგებაში არ ხდება მოდულში დარეგისტრირებული ბენეფიციარების სრულად გადმოტანა, ამასთან არ მოაქვს ინფორმაცია - სქესი, /, ასაკი, აღრიცხვაზე აყვანის თარიღი, აღრიცხვიდან მოხსნის თარიღი. რის გამოც აღნიშნული კომპონენტში საანგარიშგებო დოკუმენტაცია არ არის გადმოგზავნილი.

 ჩამოთვლილი მონაცემები ანგარშგებაში ივსება, გარდა აღრიცხვიდან მოხსნის თარიღისა, ეს ველი დამტკიცებულ ფორმაზე არ არის. შესაბამისად ვერ შეივსება სანამ სმს - არ მოგვწერს რომ ფორმაზე დავამატოთ შესაბამისი ველი. იხ თანდართული ფაილი

 Inline image 4

სტაციონარული დეტოქსიკაცია და პირველადი რეაბილიტაცია - შემთხვევებზე სადაც დაფიქსირებული იყო ერთზე მეტი ხელოვნური კოდი, დამატებით კოდზე პროგრამით ასანაზღაურებელ თანხაში ფისქსირდებოდა ნული. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ კომპონენტში ყველა შეტყობინებაში ორი ხელოვნური კოდის შესაბამისად ხდება ანაზღაურება, შემთხვევები ვერ გადმოიგზავნა.

 ორი კოდის შემთხვევაში, დამატებით კოდზე - პირველადი რეაბილიტაციის ერთი შემთხვევის მაქსიმალური ლიმიტი 11080008 - ღირებულება არ მოაქვს.

დარეგისტრირებული ბენეფიციარების რაოდენობა აღემატება ელ. ანგარიშგების ბაზაში არსებული ბენეფიციარების რაოდენობას, ამასთან ელ. ანგარიშგების ბაზაში მოხვედრილია ის ბენეფიციარებიც, რომლებიც საანგარიშო თვის წინა თვეში მოიხსნენ აღრიცხვიდან (გაპასიურებული სახით) ხელოვნური კოდი-ში დამატებულია მხოლოდ 11080007 - სტაციონარული დეტოქსიკაციის ერთი შემთხვევის მაქსიმალური ლიმიტი - 1250 ლარი, ხოლო

11080008 პირველადი რეაბილიტაციის ერთი შემთხვევის მაქსიმალური ლიმიტი - თანხა არაა მითითებული, რის გამოც მომსახურების ღირებულების დათვლის დროს არ მიეთითება სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელი თანხა, შესაბამისად არ ხდება ამ თანხის საბოლოო ასახვა.

სახელმწიფო ასანაზრაურებელ თანხაში ხორციელდება ორივე კოდის განფასება. იხ თანდართული სურათი. დამატებითი კოდების ასანაზრაურებელ თანხებზე იყო პრობლემა რაც გასწორდა და მიწერილი გვაქვს სმს-სთან რომ ასეთ შემთხვევებზე თავიდან მოხდეს კოდის განფასება მონაცემების რედაქტირებით. რაც შეეხება რეესტრიდან მონაცემების წამოღებას, ანალოგიურია რაც აივ-ინფექცია შიდსი, იხ. ამ კომპონენტის კომენტარები.

 Inline image 5

 

სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმება სტაციონარული ფორმა - ფინანსდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით. მომსახურების ღირებულების გრაფაში ფაქტიური ხარჯის მითითების და დაჯამების შემდეგ სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელ თანხის ველში  ფიქსირდება  - 0.

შესაბამისად დაწესებულება ვერ აგზავნის შესრულებულ სამუშაოს შემთხვევათა არავალიდურობის გამო ან შესრულების ნაწილი  გადმოგზავნილია დაკორექტირებული სახით.

სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა დამატებითი სტაციონარული გამოკვლევები ქვეკომპონენტი

- შემთხვევებზე ინფორმაციის ატვირთვისას ასანაზღაურებელ თანხას წერს 0-;

 ასანაზღაურებელ თანხაში ხდება თანხის დათვლა, იხ. თანდართული ფაილი. ზოგიერთ ხელშეკრულებაზე ხელშეკრულების დარიცხვის მეთოდი იყო გასასწორებელი და გავასწორეთ როცა ეს შემთხვევა მოგვაწოდეთ.

 Inline image 6 

სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელ თანხაში წერს ნულს, შესაბამისად დაწესებულება ვერ აგზავნის არავალიდურობის გამო, ან გადმოგზავნილია დაკორექტირებული სახით.

 გვჭირდება მოგვაწოდოთ უფრო დეტალური ინფორმაცია, რომელ კოდებზე არ ითვლის თანხას, ან რომელ შემთხვევებზე, ამის შემდგომ ეს საკითხი გასწორდება.

 

ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა სტაციონარული მომსახურება - შემთხვევის ნომრით იდენტიფიცირებისას არ მოდის მიმდინარე შემთხვევის მონაცემები.

მიმდინარე შემთხვევების წამოღება გაკეთებული გვაქვს ფსიქიატრიის კომპონენტში, ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის პროგრამის სტაციონარულ კომპონენტთან დაკავშირებით ჩანიშნული გვაქვს ეს საკითხი და შესაძლებელია გაკეთება როცა განვაახლებთ მუშაობას

 

ფსიქიკური ჯანმრთელობა;

სტაციონარული მომსახურება.

ორი კოდით მოთხოვნის შემთხვევაში, დაფიქსირებული ICD და NCSP კოდები შესაძლებელია შეესაბამებოდეს როგორც ძირითად ასევე დამატებით ხელოვნურ კოდს, უნდა იყოს გათვალისწინებული.

ამ ეტაპზე ისევ შეზღუდვა დევს.

შესაძლებელია ზემოთ მოწერილი საკითხის გაკეთება. გთხოვთ მოგვწეროთ მხოლოდ ამ ქვეკომპონენტზეა ეს მიდგომა გასათვალისწინებელი?

 

გრძელვადიანი სტაციონარული მომსახურება - ანაზღაურდება თვის ვაუჩერით, რომლის ღირებულებაც განსაზღვრულია 450/ 650 ლარით (450/თვეში დღეების რაოდენობაზე*გატარებული საწოლდღეების რაოდენობაზე; ,,გრძელვადიანი სტაციონარული მომსახურებისასასანაზღაურებელი თანხის დათვლა არ ხდება.

მოგვაწოდეთ ამ შემთხვევების კოდები, სავარაუდოდ საზომი ერთეული იქნება გასაწორებელი, რაც მარტივად გაკეთდება.

 

ტუბერკულოზის მართვა


სტაციონარული მომსახურება - ანალოგიური პრობლემაა საანგარიშგებო თვეში ასანაზღაურებელი დღეების დათვლასთან დაკავშირებით; სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელში, ყველა შემთხვევაში ფიქსირდება ,,0“ და შესაბამისად, ამ მიზეზით ვერ გადის ვალიდაციას.

ყველა შემთხვევაზე არ ფიქსირდება - 0, დამატებით კოდებზე ფიქსირდება მხოლოდ 0- ჩანიშნული გვაქვს ეს შემთხვევა და როცა განვაახლებთ მუშაობას შესაძლებელია გასწორება.

 

ტუბერკულოზის ხელშეწყობის კომპონენტი: არ ხდება ხელოვნური კოდების არჩევა და შესაბამისად, ბოლომდე ვერ მიდის პროცესი.

კოდები ემატება ფორმებს, აქ გასასწორებელია შემდეგი: 3 კოდზე - 11030072; 11030071 და 11030073 უნდა მოხდეს მხოლოდ თანხის მითითება (ახლა ეთითება თანხა და რაოდენობა). რასაც გავასწორებთ როცა განახლდება მუშაობა ვერტიკალურ ფორმებზე. თუ კონკრეტულად რომელიმე დაწესებულებას აქვს პრობლემა მოგვწერეთ მისი დეტალური ინფორმაცია რომ ხელშეკრულება შევამოწმოთ.

 Inline image 7

 

 გაწვდით შეტყობინებას დაქვემდებარებულ იმ პროგრამებს/კომპონენტებს, სადაც არის გრძელვადიანი მომსახურება და ანზღაურება ხდება მიუხედევად იმისა დახურულია თუ არა შემთხვევა: ეს მხოლოდ გარკვეულ ხელოვნურ კოდებს ეხება და საჭიროა კოდებიც მოგაწოდოთ?

ფსიქიკური ჯანმრთელობა- სტაციონარული მომსახურება/ ბავშვთა და მოზრდილთა სტაციონარული მომსახურება ტუბერკულოზის მართვა - სტაციონარული მომსახურება

ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა - ინკურაბელურ პაციენტთა სტაციონარული-პალიატიური მზრუნველობა და სიმპტომური მკურნალობა

დაუსრულებელ შემთხვევებზე, სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულიდან უნდა წამოიღოს შეტყობინება შემდეგ კომპონენტებზე:

ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების გრძელვადიან კოდებზე: 11010357,11010359,110103560,110103561–66 ჩათვლით; ტუბერკულოზის მართვის პროგრამის სტაციონარული მომსახურების კომპონეტის თერაპიულ კოდებზე:11030063–66 ჩათვლით; ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის პროგრამის სტაციონარულ კომპონენტის ყველა კოდზე.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ,  მიმდინარე შემთხვევების წამოღება გაკეთებული გვაქვს ფსიქიატრიის კომპონენტში, ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის პროგრამის სტაციონარულ კომპონენტთან დაკავშირებით ჩანიშნული გვაქვს ეს საკითხი და შესაძლებელია გაკეთება როცა განვაახლებთ მუშაობას

 

ჰემოდიალიზით უზრუნველყოფა, პერიტონეული დიალიზით უზრუნველყოფა ,,შეტყობინებისა და მართვის მოდულიდანანგარიშგებაში  მონაცემები  არ გადმოაქვს სრულყოფილად.

შესრულებები არ არის წარმოდგენილი.

იქიდან გამომდინარე რომ მიმდინარეოდა სამუშაოები დიალიზის ფორმებზე, რაზეც ინფორმირებული იყო სმს, სრულყოფილად ვერ მოხდებოდა ინფორმაციის წამოღება. ამ ეტაპზე სამუშაოები დასრულებულია.

 

სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება სამედიცინო ტრანსპორტირებარეფერალური დახმარება კომპონენტის ფარგლებში, მხოლოდ კონსულტაციის ხელოვნური კოდების შეყვანის შემთხვევაში არ ფიქსირდება კოდის ღირებულება და სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელი თანხა ,,0”

ასანაზღაურებელ თანხაში ხდება თანხის დათვლა, იხ. თანდართული ფაილი. ზოგიერთ ხელშეკრულებაზე ხელშეკრულების დარიცხვის მეთოდი იყო გასასწორებელი და გავასწორეთ როცა ეს შემთხვევა მოგვაწოდეთ.

 Inline image 8

 

შესრულებები ვერ გადმოიგზავნა შემდეგი მიზეზით:

არავალიდურია შემთხვევები - გამოძახების მისამართი დაწესებულების დასახელება - invalid data type (system. Int64)

 გასწორებულია

 

დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურება

შეიქმნა ბენეფიციარების აღრიცხვის მოდული.

ააიპ დიაბეტიან ბავშვთა ასოციაცია / 2044882065 ბენეფიციართა ამბულატორიულ მოდულში ,,დიაბეტი" დარეგისტრირებულია 90-მდე ბენეფიციარი. ანაგარიშგების მოდულში აგვისტოს თვის ანგარიშგებაში ინფორმაცია არ მოაქვს.

ანგარიშგებაში ინფორმაცია მოაქვს იმ თარიღიდან როცა დაწესებულებამ დაიწყო მონაცემების შეტანა რეესტრში, ეს თარიღია - 12.09.2014. აგვისტოს თვეში არ დამატებულა რეესტრში არცერთი ბენეფიციარი, ამიტომაც არ მოხდა მონაცემების წამოღება. გთხოვთ იხილთ თანდართული ფაილი. ამ რეესტრთან დაკავშირებით შეიცვალა მოთხოვნა თანხის ავტომატურად წამოღებასთან დაკავშირებით,  ეს საკითხიც დასრულებულია, რეესტრიდან ავტომატურად ხდება თანხისა და ხელოვნური კოდების წამოღება, გარდა ამისა დაემატა ფუნქციონალი რომელიც საშუალებას იძლევა რამოდენიმეჯერ წამოიღოს დაწესებულებამ მონაცემები თვის განმავლობაში, ინფორმაციის პარალელურ რეჟიმში დამუშავებისათვის. დუბლირებული ჩანაწერის მაიდენტიფიცირებელი არის პირადიN .


 Inline image 9

 

  

გარდა ამ საკითხებისა, ჩვენ გვაქვს ჩანიშნული შემდეგი საკითხები:

 

1.    ფსიქიატრიასა და ისეთ კომპონენტებში სადაც მკურნალობა დაიწყო ხელშეკრულების გაფორმებამდე - როგორ უნდა მოხდეს ასეთი შემთხვევების წამოღება - ველოდებით სმს გადაწყვეტილებას.

2.    თუ პაციენტი მკურნალობს ერთ დაწესებულებაში და მოხდა ამ დაწესებულების შერწყმა მეორე დაწესებულებასთან როგორ უნდა მოხდეს ასეთი შემთხვევის ანგარიშგება- უნდა დარეგისტრირდეს ანალოგიური შემთხვევა მეორე დაწესებულებაში - ველოდებით სმს გადაწყვეტილებას.

3.    დუბლირების ვალიდაცია ამბულატორიასა და ისეთ ფორმებზე სადაც ინფორმაციის წარმოდგენა არ ხდება შემთხვევის ნომრით. (მაგდამ მომაწოდა ლოგიკები, რაც არ გავივლია, რადგან იმ დროს შევაჩერეთ ვერტიკალებზე მუშაობა)

4.    ძირითადი და დამატებითი კონტიგენტის შემოტანა შიდსის რეესტრში - ველოდებით სმს გადაწყვეტილებას.

5.    პასიური ბენეფიციარების წამოღება რეესტრებიდან და რეგისტრაციის თარიღის მაგივრად მონაცემების წამოღება მოხდეს თუ არა აღრიცხვაზე აყვანის თარიღის მიხედვით - ველოდებით სმს გადაწყვეტილებას.

6.    დიალიზის მოდულზე სამედიცინო დოკ N და ICD 10 ის დამატება რაც მერე ავტომატურად წამოვა ანგარიშგებაში - სმს-მ დაგვიდასტურა, მაგრამ ამ პერიოდისთვის შევაჩერეთ ვერტიკალურებზე მუშაობა.

7.    დარჩენილი ვალიდაციები  (7-8 ვალიდაციაა დარჩენილი რაც  გასამზადებელია და დასამატებელია ფორმებზე)

8.    საბეჭდი ფორმები (შეჩერებული გვაქვს მუშაობა)

9.    ტუბის ამბულატორია - 11030052, 53,51,54  არ ითვლება საწოლდღეების მიხედვთ, ამბულატორიაში მხოლოდ ამ 4 კოდზე უნდა მოხდეს საწოლდღით დათვლა. (შეჩერებული გვაქვს მუშაობა)

10.  გლობალური დაფინანსება - მაგდასთან გავიარეთ, მაგდამ უნდა გადახედოს ხელშეკრულებებს, შეცვალოს  სასურველი ხელშეკრულებების ფინანსური ერთეულების საზომი ერთეულები - "შემთხვევა"-თი. ამის შემდეგ უნდა მოგვწეროს, რომ შესაბამის ხელშეკრულებებს შევუცვალოთ დარიცხვის მეთოდი

11.  სპეცდაფინანსება, სოფლის ექიმზე  თანხას ანგარიშობს მთელი თვე იმ შემთხვევაშიც, როცა ხელშეკრულება შუა თვეში იწყება- გადასახედია რა საზომი ერთეული უნდა მიეთითოს სოფლის ექიმის ფინანს. ერთეულებს, რომ დაითვალოს ასანაზღაურებელი თანხა დღეების მიხედვით

12.  დეტალური კალკულაციის ჩახსნა- ველოდებით სმს გადაწყვეტილებას

                                                                                                                                             

 

 

 

Sincerely, 

Mary Gelashvili

 

HMIS Program Coordinator

USAID Health System Strenghtening Project

144 Ak. Tsereteli Ave.16th floor

Tbilisi 0119, Georgia

2-51-00-21 1617