| From : | Sergo Rostiashvili <SRostiashvili@hssp.org.ge> |
| To : | sopio aspanidze <sopioaspanidze@yahoo.com>; adanelia@moh.gov.ge; akakidanelia78@gmail.com; dgubelidze@ssa.gov.ge |
| Subject : | E Health Activities for Tbilisi City Hall |
| Cc : | gelachivi@gmail.com; Alexander Turdziladze (Gmail) <turdziladze@gmail.com>; Tamta Kobakhidze <tkobakhidze@hssp.org.ge> |
| Received On : | 06.10.2014 18:25 |
| Attachments : |
მოგესალმებით პატივცემულო კოლეგებო,
შეთანხმებისამებრ, გიგზავნით ჩვენი დღევანდელი შეხვედრის შედეგებს.
გავიარეთ შემდეგი მოდულები:
1. ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების ფინანსური მართვის მოდული
2. მიმართვების ადმინისტრირების მოდული (საგარანტიოები)
3. შემთხვევების რეგისტრაციის მოდული
4. ელ. ანგარიშგების მოდული
5. ელ. რეცეპტი
6. ბენეფიციართა რეგისტრაციის მოდული
შევთანხმდით, რომ უპირველეს ყოვლისა მოვაგვაროთ რეფერალების თემა, რომლის შემდეგაც თანდათანობით სხვა ჯანდაცვის და სოციალურ პროგრამებს მივხედავთ, რისთვისაც აუცილებელია, რომ ზემოჩამოთვლილი 1, 2, 3 და 4 მოდულები ამუშავდნენ. ჩასატარებელია შემდეგი სამუშაოები:
1. ავაწყობთ ცალკე სატესტო გარემოს მერიისთვის (მომდევნო კვირამდე)
2. მერიისგან ველით ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანმხებას, რათა მონაცემები განთავსდეს სამინისტროს სერვერებზე (პილოტირების რეჟიმს ხელს არ უშლის)
3. მერია მოგვაწვდის რეფერალური პროგრამებისათვის საანგარიშგებო ფორმები თავისი ვალიდაციებით (სავარაუდოდ ამ კვირაში)
4. სისტემაში დაემატება საანგარიშგებო ფორმა და ვალიდაციები (ერთობლივად - სავარაუდოდ მომდევნო კვირას)
5. მერია გამოიყენებს იმავე სამედიცინო დაწესებულებებისა და აფთიაქების ჩამონათვალს, რომელსაც იყენებს საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტი
6. მერიას უნდა გამოუჩნდეს თუ არა დაწესებულებების შეყვანილი ფასები - გვეტყვის მერია
7. SMS-ების გაგზავნაზე მერია უნდა მოელაპარაკოს პროვაიდერებს (მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი), პილოტირების ეტაპზე პრობლემა არ იქნება
8. მერიისგან ველით მომხმარებელთა სიას, რომლებსაც უნდა ქონდეთ წვდომა პროგრამებთან (საჭირო ველები მოცემულია მიბმულ ფაილში)
9. მერიის თანამშრომლებს გამოვუყოფთ ერთ სამუშაო ადგილს, რათა შეუფერხებლად მოხდეს სხვადასხვა საკითხებზე ერთობლივი მუშაობა, ასეთი საჭიროების შემთხვევაში
გთხოვთ მიგვითითოთ, თუ რამე გამოგვრჩა.
პატივისცემით,
სერგო როსტიაშვილი
USAID-ის ჯანდაცვის სისტემის განმტკიცების პროგრამა