| From : | Alexander Turdziladze <turdziladze@gmail.com> |
| To : | Ketevan Tatoshvili <ktatoshvili@hssp.org.ge> |
| Subject : | FW: ელექტრონული ჯანდაცვის ერთი კომპონენტი |
| Cc : | Alexander Nodia <anodia@hssp.org.ge>; Uka <ukakiladze@gmail.com>; Tamta Kobakhidze <tkobakhidze@hssp.org.ge> |
| Received On : | 24.05.2012 09:41 |
ქეთი,
გთხოვ მომწერო აქტივობების გეგმა, რა და როგორ გავაკეთოთ, რომ დავძრათ
პროცესი.
ჩემი მოსაზრებით;
1.
კარგი იქნება თუ გავამზადებთ დოკუმენტებს და გავუგზავნით, რომ წაიკითხონ
(ვის გავუგზავნოთ).
2.
დავნიშნოთ შეხვედრა (ვინ დაესწროს)
3.
რა საკითხებზე გვჭირდება პასუხები
4.
მოკაპები მერე?
5.
რა ვიცი აბა კიდევ რა?? გეხვეწები შემეხმიანეთ, როგორ მოვიქცეთ.
მადლობა,
ალეკო
From: Zurab
Tchiaberashvili [mailto:ztchiaberashvili@moh.gov.ge]
Sent: Thursday, May 24, 2012 1:29 PM
To: igiorgobiani@moh.gov.ge; inadareishvili@moh.gov.ge;
mdolidze@moh.gov.ge; dlomidze@moh.gov.ge; rrukhadze@moh.gov.ge;
nmirzikashvili@moh.gov.ge; orden@gol.ge; gkhabashvili@moh.gov.ge;
rsulamanidze@yahoo.com; gtvalavadze@moh.gov.ge
Cc: akhuskivadze@moh.gov.ge; turdziladze@gmail.com
Subject: Re: ელექტრონული ჯანდაცვის ერთი კომპონენტი
Importance: High
მეგობრებო,
სანდროსთან და ალეკოსთან ერთად გავიარე ელექტრონული დანიშნულებების სისტემის შექმნის საკითხი. ელექტრონულიმა რეცეპტი (e-Prescription) უნდა ჩაანაცვლოს ქვეყანაში დღეს არსებული ქაღალდის რეცეპტები, აგრეთვე გაამარტივოს ბიზნეს პროცესი სამედიცინო დაწესებულებას, სადაზღვევო კომპანიებსა და ფარმაცევტულ დაწესებულებებს შორის ურთიერთობაში.
იმისათვის რომ პროდუქტი შეიქმნას, საჭიროა განისაზღვროს დეტალური ტექნიკური მოთხოვნები.
ირაკლი (გიორგობიანს) და დათო,
დაეხმარეთ სანდროს და ალეკოს, რომ უმოკლეს ვადებში (2012 წლის მაისი ბოლომდე):
- განისაზღვროს კონკრეტული ფუნქციონალური მოთხოვნები სისტემის მიმართ;
- განისაზღვროს სხვადასხვა ანალიტიკური/ანგარიშგებების კრიტერიუმები;
- შემუშავდეს საკანონმდებლო ინიციატივები (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში);
- შემუშავდეს ადმინისტრაციული და დროითი რესურსის გამოყენების გეგმა.
გაიხარეთ,
ზურა
From: Zurab Thiaberashvili <ztchiaberashvili@moh.gov.ge>
Date: Monday, April 30, 2012 7:13 PM
To: <igiorgobiani@moh.gov.ge>,
<inadareishvili@moh.gov.ge>,
<mdolidze@moh.gov.ge>, <dlomidze@moh.gov.ge>, <rrukhadze@moh.gov.ge>, <nmirzikashvili@moh.gov.ge>, <orden@gol.ge>, <gkhabashvili@moh.gov.ge>, <rsulamanidze@yahoo.com>, <gtvalavadze@moh.gov.ge>
Cc: <akhuskivadze@moh.gov.ge>,
<turdziladze@gmail.com>
Subject: ელექტრონული ჯანდაცვის ერთი კომპონენტი
კეთილო ხალხო,
ვინაიდან ელექტრონული ჯანდაცვის სისტემა ჩემთვის ნომერ პირველი სტრატეგიული
ამოცანაა, მე ვიქნები ამ საქმის ძირითადი მეთვალყურე, თუმცა იმის გამო თემა შედგება
ბევრი კომპონენტისაგან, ელექტრონული ჯანდაცვის სისტემის განვითარების თითოეულ
ეტაპზე განვსაზღვრავ კონკრეტულ პასუხისმგებელ პირს, რომელმაც უნდა ითაოს პროცესის კოორდინირებული
წარმართვა.
ამჯერად თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო შემდეგი ამოცანების გადაჭრაზე:
”სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის
სისტემის” ფუნქციონალის გაფართოება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სამედიცინო დაწესებულებების
მიერ (მიუხედავად საკუთრების ფორმისა და დაფინანსების წყაროსი) ყველა სტაციონარული
შემთხვევის ონლაინ რეჟიმში რეგისტრაცია, რათა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტრომ და აგრეთვე შესაბამისი ფუნქციის მქონე უწყებებმა, მუდმივად თვალყური ადევნოს
სტაციონარული შემთხვევების რეგისტრაციის პროცესს და საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს
შესაბამისი რეაგირება;
სამინისტროს „ცხელი ხაზის” ფუნქციის
გაფართოება საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან კოორდინირებული მუშაობით, რაც
უზრუნველყოფს სამედიცინო შემთხვევების შესახებ ინფორმაციის მიღებას ცხელ ხაზზე და მათ
რეგისტრაციას „სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის სისტემაში“.
სანდრო ხუსკივაძეს და ალეკო ტურძილაძეს ევალება ელექტრონული ჯანდაცვის
ამ კომპონენტის განხორციელება და რომლებიც პირდაპირ ანგარიშვალდებულნი იქნებიან ჩემს
წინაშე.
სანდრო,
პროცესის კოორდინაცია გევალება შენ. უმოკლეს ვადებში საჭიროა:
განისაზღვროს კონკრეტული ფუნქციონალური
მოთხოვნები ”სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის სისტემის” განვითარებისათვის;
განისაზღვროს სხვადასხვა ანალიტიკური/ანგარიშგებების
კრიტერიუმები;
შემუშავდეს საკანონმდებლო ინიციატივები
(ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში);
შემუშავდეს ადმინისტრაციული და
დროთი რესურსის გამოყენების გეგმა.
მინდა ვთხოვო ყველა თქვენთაგანს, აქტიურად ჩაერთოს პროცესში და მაქსიმალურად
შეუწყოთ ხელი პროცესის წარმატებით განხორციელებას. ამისათვის თქვენ დამატებით შესაძლებლობა
გექნებათ პასუხისმგებელ პირებთან ერთად სამუშაო ვითარებაში განიხილოთ დასმულ ამოცანებთან
დაკავშირებული დეტალები.
მომდევნო წერილებით, მოგაწვდით ინფორმაციას სხვა აქტივობების შესახებ
და შესაბამისად განვსაზღვრავ სხვადასხვა პასუხისმგებელ პირებს პროცესის კოორდინაციის
მიზნით.
ზურა
P.S. ირაკლი (ნადარეიშვილს), შენ დააორგანიზე შეხვედრა e-helath-სა და
სიმსს შორის, რომ მერე გამიკეთოთ ანგარიშგება, ეს ორი სისტემა სად იკვეთება ერთმანეთთან.