| From : | Zurab Dalakishvili <ZDalakishvili@hssp.org.ge> |
| To : | Tamta Kobakhidze <tkobakhidze@hssp.org.ge> |
| Subject : | FW: ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ |
| Received On : | 12.08.2014 07:16 |
From: Soso Jakhia [mailto:SJakhia@ssa.gov.ge]
Sent: Monday, August 11, 2014 10:29 AM
To: Zurab Dalakishvili
Cc: Maia maglakelidze-khomeriki; Tinatin Azaladze; Alexander Turdziladze
Subject: ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ
ბატონო ალეკო,
გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია 2013 წლის 28 თებერვლიდან 2014 წლის პირველ აგვისტომდე:
დაწესებულების მიერ სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში შეტყობინების გაკეთების 24 საათიანი წესის დარღვევით დარეგისტრირებული შემთხვევების შესახებ, რომლებიც გადაგზავნილია ფინანსურში (ცალ-ცალკე რეგიონების მიხედვით).
შემთხვევები, როდესაც შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირების (დახურვის) შემდეგ შეცვლილია ან დამატებულია შემთხვევის კოდი (ნოზოლოგიური კოდი), რომლებიც გადაგზავნილია ფინანსურში (ცალ-ცალკე რეგიონების მიხედვით).
გადაუდებელი და გეგმური სტაციონარული შემთხვევები, რომლებიც დასრულებულია (გაწერილია) 24 საათზე ადრე, მათ შორის ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში და შეტყობინება გაკეთებულია პაციენტის გაწერის შემდეგ, გარდა გარდაცვალებისა (გამოსავალი: ლეტალური), რომლებიც გადაგზავნილია ფინანსურში (ცალ-ცალკე რეგიონების მიხედვით).
ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში გაწეული მომსახურების ფაქტობრივი ხარჯი მითითებულია გაწერიდან 72 საათის შემდეგ.
მონიტორის მიერ მინიჭებული სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ და „სადავო“, რომლებიც გადაგზავნილია ფინანსურში (ცალ-ცალკე რეგიონების მიხედვით).
ფინანსურში გადაგზავნილ შემთხვევებს გთხოვთ მიუთითოთ სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებელი თანხის რაოდენობა.
პატივისცემით,
Ministry of Labour, Health and Social affairs of Georgia
Social Service Agency