From : Alexander Turdziladze <turdziladze@gmail.com>
To : Ketevan Tatoshvili <ktatoshvili@hssp.org.ge>; Alexander Nodia <anodia@hssp.org.ge>; Vazha Ezugbaia <VEzugbaia@hssp.org.ge>; Tamta Kobakhidze <tkobakhidze@hssp.org.ge>
Subject : FW: E-Health
Received On : 16.08.2012 07:47

 

 

From: David Lomidze [mailto:dlomidze@moh.gov.ge]
Sent: Thursday, August 16, 2012 11:18 AM
To: mdolidze@moh.gov.ge
Cc: rsulamanidze@ssa.gov.ge; rrukhadze@moh.gov.ge; akhuskivadze@moh.gov.ge; turdziladze@gmail.com; e.kavtaradze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge
Subject: E-Health

 

ბატონებო/ქალბატონებო,

 

მოგეხსენებათ, რომ სამინისტროსთვის ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა E-Health, მინისტრის დავალებით, მაქსიმალურად მოკლე ვადებში უნდა გავიაროთ არსებული კანონმდებლობა და მოთხოვნები, რათა ეს ყველაფერი მორგებულ იყოს E-Health-თან.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფი/ჯგუფები უნდა შეიქმნას შემდეგი მიზნით:

1. ელექტრონული ჯანდაცვის კომპონენტების (ლიცენზირება/ნებართვების მოდული, სერთიფიცირების მოდული, აფთიაქების ბაზა, წამლის რეესტრი, სამედიცინო და ფარამაცევტული დაწესებულებების პორტალი, ელექტრონული რეცეპტი, შემთხვევების რეგისტრაციის ახალი მოდული, ელექტრონული სერვისების განხორციელების სქემა) ფუნქციონალობის გავლა და ბიზნეს პროცესის სრულყოფა;

2. ელექტრონული სისტემების საშუალებით განხორიცელებული ბიზნეს-პროცესის შედარება არსებულ პროცედურებთან;

3. რეკომენდაციების მომზადება ხელმძღვანელობისათვის (მინისტრი და მინისტრის მოადგილეები);

4. განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების ასახვა შესაბამის სამართლებრივ ბაზაში.

ამავდროულად, აუცილებელია განისაზღვროს სამუშაოების შესრულების სავარაუდო ვადები - პირობითად აგვისტოს ბოლო, რომ შემდეგ განხორციელდეს ცვლილებების კლასიფიცირება და შესაბამისი პროცედურების განხორციელება.

 

აქვე წარმოგიდგენ სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლების სავარაუდო განაწილებას სფეროების მიხედვით:

 

1. ლიცენზირება/ნებართვების მოდული - რეგულირების სააგენტო, ჯანდაცვის დეპარტამენტი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, სოციალური მომსახურების სააგენტო, HSSP;

2. სერთიფიცირების მოდული - რეგულირების სააგენტო, ჯანდაცვის დეპარტამენტი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, სოციალური მომსახურების სააგენტო, HSSP;

3. აფთიაქების ბაზა, წამლის რეესტრი - რეგულირების სააგენტო, ჯანდაცვის დეპარტამენტი, HSSP;

4. სამედიცინო და ფარამაცევტული დაწესებულებების პორტალი - რეგულირების სააგენტო, ჯანდაცვის დეპარტამენტი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, HSSP;

5. ელექტრონული რეცეპტი - რეგულირების სააგენტო, ჯანდაცვის დეპარტამენტი, HSSP;

6. შემთხვევების რეგისტრაციის ახალი მოდული - რეგულირების სააგენტო, ჯანდაცვის დეპარტამენტი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, სოციალური მომსახურების სააგენტო, HSSP;

7. ელექტრონული სერვისების განხორციელების სქემა - რეგულირების სააგენტო, ჯანდაცვის დეპარტამენტი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, სოციალური მომსახურების სააგენტო, HSSP.

 

ამასთან, სამინისტროს იურიდიული და აი-ტი დეპარტამენტების წარმომადგენლები იქნებიან ყველა ჯგუფში.

გთხოვთ, დღეს დღის ბოლომდე, თითოეულ ჯგუფში მონაწილეობისათვის წარმოგვიდგინოთ თქვენი უწყების კომპეტენტური პირები.

 

 

პატივისცემით,

 

 

დავით ლომიძე

 

მინისტრის მოადგილე

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და

სოციალური დაცვის სამინისტრო

 

მისამართი: აკ. წერეთლის 144ა; თბილისი, საქართველო 0159

ტელ (სამსახური):  +995 322 510027