| From : | Alexander Turdziladze <turdziladze@gmail.com> |
| To : | e.kavtaradze@ncdc.ge; Irma Khonelidze <ikhonelidze@gmail.com>; xgetia@gmail.com |
| Subject : | Financial Module |
| Cc : | a.gamkrelidze@ncdc.ge; Ketevan Tatoshvili <ktatoshvili@hssp.org.ge>; Manuchar Tokhadze <MTokhadze@hssp.org.ge>; Tamta Kobakhidze <tkobakhidze@hssp.org.ge>; Vazha Ezugbaia <VEzugbaia@hssp.org.ge>; Sergo Rostiashvili <SRostiashvili@hssp.org.ge> |
| Received On : | 06.11.2013 09:04 |
მოგესალმებით!
NCDC ში ფინანსური მოდულის დანერგვასთან დაკავშირებით მქონდა შიდა კონსულტაციები პროექტშის შიგნით და გავიარეთ სხვადასხვა ტექნიკური საკითხები.
ჩვენ გთავაზობთ ასეთ გეგმას:
- დეკემბრის ბოლომდე (სანამ ახალი სერვერებს იყიდის სამინისტრო) HSSP გადააწყობს სისტემას იმგვარად, რომ NCDC შეძლებს SSA ს პარალელურად იმუშაოს სისტემაში
- იმისათვის, რომ იმუშაოს ფინანსურმა მოდულმა, აუცილებელია, რომ შეიქმნას საანგარიშგებო ფორმები, რათა დაწესებულებებმა მოახდინონ ინფორმაციის გამოგზავნა. ფორმების შექმნა გულისხმობს სისტემაში შეიქმნა ფორმა იმგვარად, როგორც ეს სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებშია დამტკიცებული და დაედოს სხვადასხვა ვალიდაციები, რათა საფინანსო სამსახურის რუტინა მომავალში დავიდეს მინიმუმამდე. ვინაიდან ფორმების რაოდენობა საკმაოდ დიდია და შრომატევადი, აუცილებელია, NCDC გამოყოს 1 ან სასურველია 2 ადამიანი, ვისაც ეცოდინება სახელმწიფო პროგრამები და ჩვენ პარალელურად ვასწავლით სისტემაში მუშაობას, რათა დაიწყოს ფორმების შექმნა. ამ ადამიანებს სატესტო სერვერზე ექნებათ მუშაობის შესაძლებლობა და შესაბამისად ვერაფერს ვერ გააფუჭებენ.
- მას შემდეგ რაც შეიქმნება ფორმები და სერვერების ყიდვა მოხდება. ჩვენ შევეცდებით რომ დავასინქრონიზოთ ჰესპერუსში არსებული მონაცემები ახალ მოდულში, რათა ხელით შესაყვანი ინფორმაცია NCDC ის მხრიდან იყოს მინიმალური.
გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი შენიშვნები/რეკომენდაციები და იმ შემთხვევაში თუ გეგმა მისაღებია მაშინ გთხოვთ მოგვაწოდოთ იმ ადამიანების პირადი ნომრები, რომლებსაც გავუხსნით შესაბამის წვდომას ე.წ რეპორტინგ მოდულში (რომელიც ფინანსურის ნაწილია), რათა დაიწყოს ფორმების შექმნა.
მადლობა წინასწარ,
ალეკო
Alexander Turdziladze
Chief of Party
Abt Associates Incorporated - Georgia
USAID Health System Strengthening Project
A. Tsereteli ave. #144 16th FL. Tblisi Georgia
Tel. (995 32) 510021 Ext.#1617
Mob: +995 593 226226