From : Magda Gurabanidze <MGurabanidze@ssa.gov.ge>
To : MGelashvili@hssp.org.ge
Subject : Fwd: პს " ფსიქიკური ჯანმრთლობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი
Cc : MNaskidashvili@ssa.gov.ge; turdziladze@gmail.com; Vazha Ezugbaia <VEzugbaia@hssp.org.ge>; mirian78@yahoo.com; nalaverdashvili@ssa.gov.ge; Tamta Kobakhidze <tkobakhidze@hssp.org.ge>
Received On : 17.09.2014 07:55

მარი,

 
გიგზავნით გიგზავნით შპს " ფსიქიკური ჯანმრთლობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის" (ს /კ 404945164) მიერ მოწოდებულ კომენტარებს.
 

პატივისცემით,

მაგდა გურაბანიძე
სსიპ " სოციალური მომსახურების სააგენტო" ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტი
ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების სამმართველო მთავარი სპეციალისტი
ელ . ფოსტა Mgurabanidze@ssa.gov.ge
ტელ.+995(99)09 39 06


 

-----Original Message-----
From: nino mdivani
To: "MGurabanidze@ssa.gov.ge"
Date: Tue, 16 Sep 2014 00:49:20 -0700
Subject: moduli

ქალბატონო მაგდა,
 
შპს ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის მიერ ელექტრონული ანგარიშგების პროცესში პროგრამების მიხედვით გამოიკვეთა შემდეგი სახის პრობლემები:
1.            ნარკომანიის სახელმწიფო პროგრამის ,, ჩანაცვლებითი  თერაპიის  განხორციელება და  ჩამანაცვლებელი ნარკოტიკის  მიწოდების" კომპონენტის ფარგლებში:
ა)   ,, ბენეფიციარების  რეგისტრაციის  მოდულში" დარეგისტრირებული ბენეფიციარების გადმოტანისას ელექტრონული ანგარიშგების მოდულში არ ხდება ყველა იმ ბენეფიციარის გადმოტანა, რომელიც უნდა ხვდებოდეს აგვისტოს თვეში წარდგენილი ფორმის მიხედვით. რა მონაცემების მიხედვით ხდება ამ ბენეფიციარების შერჩევა ვერ დავაზუსტეთ. დარეგისტრირებული ბენეფიციარების რაოდენობა აღემატება ელ. ანგარიშგების ბაზაში არსებული ბენეფიციარების რაოდენობას, ამასთან ელ. ანგარიშგების ბაზაში მოხვედრილია ის ბენეფიციარებიც, რომლებიც საანგარიშო თვის წინა თვეში მოიხსნენ აღრიცხვიდან (გაპასიურებული სახით).
ბ) რეგისტრაციის მოდულიდან არ გადმოდის ელ. ანგარიშგების მოდულში რიგი მონაცემების, როგორიცაა სტატუსი, აივ ინფიცირებული, აღრიცხვაზე აყვანის თარიღი (ხელით ხდება განმეორებით დამატება), აღრიცხვიდან მოხსნის თარიღი, სამედიცინო დოკუმენტის ნომერი. გარდა ამისა, ბენეფიციართა რეგისტრაციის მოდულში გაპასიურების თარიღად ფიქსირდება ის თარიღი, რომელ დღესაც ხდება აღნიშნული მონაცემის დაფიქსირება, და არა ის როცა რეალურად მოიხსნა აღრიცხვიდან.
 
2.         ნარკომანიის სახელმწიფო პროგრამის „სტაციონარული დეტოქსიკაცია და პირველადი რეაბილიტაციის“ კომპონენტის ფარგლებში:
ა)  ICD10 მკურნალობა - ICD10 - ის დამატება - ში ჩამონათვალი არ შეესაბამება ექიმების მიერ  ფ.100-ის შესაბამისად მოწოდებულს. (მაგალითად, ICD10 - ის დამატება ში F15.22 ან F11.22 არ მოიძებნა).
ბ) ხელოვნური კოდი-ში დამატებულია მხოლოდ 11080007 -სტაციონარული დეტოქსიკაციის ერთი შემთხვევის მაქსიმალური ლიმიტი - 1250 ლარი, ხოლო 11080008 პირველადი რეაბილიტაციის ერთი შემთხვევის მაქსიმალური ლიმიტი - თანხა არაა მითითებული, რის გამოც მომსახურების ღირებულების დათვლის დროს არ მიეთითება სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელი თანხა, შესაბამისად არ ხდება ამ თანხის საბოლოო ასახვა,  კერძოდ წარმოდგენილი შემთხვევის ღირებულება და ფაქტიური ხარჯი არის ორივე კოდის ჯამი, ხოლო სახ. ასანაზღაურებელი თანხა არის მხოლოდ  11080007-ის კოდის (მედპერსონალის ხელფასი, არაპირდაპირი ხარჯი, მედიკამენტის ხარჯი, გამოკლვევი და მოსალოდნელი მოგებაც მხოლოდ 11080007 -ის). იგივე მონაცემები ხვდება excel -ში ექსპორტირების დროსაც.
გ) სტაციონარში გატარებულ საწოლ დღეებს და ვიზიტებს აჯამებს ერთად და საწოლ დღეების რაოდენობას ითვლის საათების და წუთების შესაბამისად (მაგ. 9 საწოლ დღის ნაცვლად 8 საწოლ დღე 21 საათი და 20 წუთი). სასურველი იქნებოდა მოხდეს დიფერენცირება გატარებული საწოლდღეების და ჩატარებული ამბულატორიული ვიზიტების, თუნდაც ხელით იყოს დასაფიქსირებელი.
დ) დარეგისტრირებული მონაცემების ვალიდაციის შემდეგ არავალიდურადაა მიჩნეული რიგი შემთხვევებისა, რაზედაც მიზეზი მითითებულია რომ უნდა იყოს თანაგადახდა, რასაც ეს  კომპონენტი არ ითვალისწინებს
 
3.         ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის „ალკოჰოლით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონერული მომსახურების“ კომპონენტის ფარგლებში:
ა) სტაციონარში გატარებულ საწოლ დღეებს ითვლის საათების და წუთების შესაბამისად (მაგ. 9 საწოლ დღის ნაცვლად 8 საწოლ დღე 21 საათი და 20 წუთი).
ბ) სახელმწიფო კოდი 11010381 მწვავე ინტოქსიკაცია ფინანსდება 100% პროგრამიდან, რაზედაც ფიქსირდება „არავალიდური“ და ითხოვს თანაგადახდის ასახვას.
 
ყველა ამ კომპონენტისთვის საერთოა შემდეგი პუნქტები:
ა) excel- იდან გადატანილი ტანხები მრგვალდება მეასედებამდე, რაც მთლიანობაში იძლევა სხვაობას ჩვენს მიერ წარდგენილსა და მოდულში დარეგისტრირებულს შორის;
ბ) შეცდომების მაქსიმალურად შემცირების მიზნით სასურველია პირდაპირ excel-დან მოხდეს მონაცემების ატვირთვა
გ) მონაცემების კორექტირების დროს ერთ ბენეფიციარზე თუ ჩასასწორებელია რომელიმე ერტი მონაცემი, სავალდებულო ხდება ყველა მონაცემის ახლიდან ჩაწერა
გ) სტაციონარული მომსახურების კომპონენტებში მონაცემების გასუფთავება ხდება ინდივიდუალურად ბენეფიციარზე, სასურველია არსებობდეს ბაზის მთლიანად გასუფთავების საშუალება.
 
რაც შეეხება ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის დანარჩენ კომპონენტებს, დამუშავების პროცესშია და პარალელურად მოგაწვდით მონაცემებს.
 
 
პატივისცემით 
ნინო მდივანი


Ministry of Labour, Health and Social affairs of Georgia
Social Service Agency