From : Anna Surmanidze <a.surmanidze@hr.com.ge>
To : tkobakhidze@hssp.org.ge
Subject : HRRA
Cc : e.leshchinskaya@hr.com.ge
Received On : 21.11.2014 07:43
Attachments :

 

 

 

მოგესალმებით,

 

გიკავშირდებით კომპანია - დასაქმების სააგენტო HR”-დან. მე გახლავართ ანა სურმანიძე- კადრების შერჩევის ოფიცერი.

 

„დასაქმების სააგენტო ეიჩარი“ რვა წელია არსებობს. ამ პერიოდის მანძილზე გვქონია წარმატებული თანამშრომლობა კადრების შერჩევის მიმართულებით, დაახლოებით ორას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციასთან.

 

კომპანიის ძირითადი მიმართულებებია:

·         კადრების მოძიება და შერჩევა (ჰედჰანთინგი; ელექტრონული - 25 000-ზე მეტი 100%-ით შევსებული ანკეტა და შიდა მონაცემთა ბაზა - 17 000-ზე მეტი რეზიუმე; შემოსული რეზიუმეების გადარჩევა;  თანამშრომლობა კარიერულ ცენტრებთან, რეკომენდაციები);

·         ვაკანსიის/განცხადების განთავსება საიტზე www.HR.ge, რაც ავტომატურად მოიცავს განცხადებების სხვა, მრავალი არხით, უფასოდ გავრცელებას (www.hr.ge -საქართველო / www.Azerjobs.com - აზერბაიჯანი / www.kazjobs.kz - ყაზახეთი);

·         ელექტრონული რეზიუმეების მონაცემთა ბაზა www.HR.ge (18 000-ზე მეტი 100%-ით სრულად შევსებული ანკეტა);

·         აუთსორსინგი.

 

სიახლე: ჩვენს საიტზე განთავსებული განცხადებების ნახვა უკვე შესაძლებელია IOS (აპლიკაციის 4000-მდე გამომწერი) და Android (აპლიკაციის 5000-მდე გამომწერი) აპლიკაციების მეშვეობით.

 

 

ამ ეტაპზე გვსურს, შემოგთავაზოთ ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი სერვისი - კადრების მოძიება და შერჩევა. გიგზავნით დოკუმენტებს, რომლებიც მოგაწვდით ინფორმაციას მომსახურების შესახებ. დოკუმენტებში წარმოდენილია: პრეზენტაცია კომპანიისა და მომსახურების შესახებ, ასევე რამდენიმე რეკომენდაცია იმ საერთაშორისო ორგანიზაციისაგან, რომლებთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ.

 

სერვისის უპირატესობაა:

ü  პირველადი შერჩევის უზრუნველყოფა (აპლიკანტთა მოძიება, ინტერვიუს ორგანიზება და ჩატარება, ტესტირების ორგანიზება და ჩატარება, შერჩეულ კანდიდატთა შესახებ დეტალური დოკუმენტების მომზადება);

ü  კვალიფიციური კადრის მოძიება და შერჩევა სასურველი სფეროდან;

ü  მაქსიმალური შედეგი უმოკლეს ვადაში (დროის დაზოგვა);

ü  მაღალი ხარისხი;

ü  დასაქმებული კადრის დაზღვევა (3 თვე, 6თვე, 12 თვე) - თუ კანდიდატი დატოვებს თქვენს ორგანიზაციას, ჩვენ ერთჯერადად ჩავანაცვლებთ იმავე პოზიციას;

ü  ტესტირებებით უზრუნველყოფა (უცხო ენები, ინტელექტისა და პიროვნების ტესტები);

ü  დეტალური ინფორმაცია აპლიკანტებზე (რეზიუმე, რეპორტი);

ü  არჩევანის საშუალება;

 

 

გთხოვთ, გაეცნოთ ჩვენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და დაინტერესების შემთხვევაში მოგვმართოთ. ასევე შესაძლებელია,  დავნიშნოთ შეხვედრა საკითხის ამომწურავად განხილვისათვის.

 

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგება და იქნება წარმატებული.

 

მადლობას გიხდით ყურადღებისათვის!

 

პატივისცემით,