მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ ცენტრის ადმინისტრაცია ამ დღეებში გეგმავს შეხვედრას პროგრამის ფარგლებში განმახორციელებელი ბრიგადების ხელმძღვანელებთან, სადაც ერთ-ერთ საკითხად განხილულ იქნება ნარკომანიის მოდულის თემა. ვფიქრობთ, რომ საორიენტაციოდ 16 თებერვლიდან ჩვენ შევძლებთ პროგრამის
ტესტურ რეჟიმში მუშაობის დაწყებას, თუ თქვენი მხრიდან ეს ვადა მისაღები იქნება.
აქვე კიდევ ერთხელ გთხოვთ სარეიტინგო ქულებთან დაკავშირებული ინფორმაციის შესახებ (ქულის მინიჭების და შეწყვეტის თარიღის მთითება). როგორც შეხვედრაზე აღვნიშნეთ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სარეიტინგო ქულების ცვლილებების შესახებ დროული ინფორმაციის მიღება, რისი
მიღებაც ბენეფიციარებისგან ვერ ხერხდება. სასურველია აღნიშნულის ინფორმირება სისტემის მიერ მოხდეს ბენეფიციარის მიერ ვიზიტის განხორციელების პროცესში.
მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის.