| From : | Alexander Turdziladze <aturdziladze@hssp.org.ge> |
| To : | Maia maglakelidze-khomeriki <Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge> |
| Subject : | Pirveladi wyaroebi |
| Cc : | Vano Goliadze <vaniko@moh.gov.ge>; Tinatin Azaladze <tazaladze@ssa.gov.ge>; Ketevan Tatoshvili <ktatoshvili@hssp.org.ge>; Tamta Kobakhidze <tkobakhidze@hssp.org.ge>; Irakli Tabatadze <ITabatadze@ssa.gov.ge>; Vazha Ezugbaia <VEzugbaia@hssp.org.ge> |
| Received On : | 08.10.2014 13:31 |
მაიკო მოგესალმებით,
როგორც მოგეხსენებათ პირველად წყაროებთან დაკავშირებით სხვადასხვა უწყებებიდან ინფორმაციის შეგროვება გარკვეულ პრობლემებთან და შეფერხებებთანაა დაკავშირებული. HSSP მხრიდან იყო დაპირება აღნიშნულ საკითში დახმარების აღმოჩენის კუთხით, რაც მდგომარეობს ერთიანი მონაცემთა ბაზის გაკეთებას, რომელშიც შესაბამის უწყებებს ექნებათ დაშვება და მოახდენენ სათანადო ინფორმაციის განთავსებას, რაც პროცესის ავტომატიზაციას და პასუხისმგებლობების გადანაწილებას უზრუნვეყოფს.
საკითხის გადასაჭრელად გაკეთდა ტექნიკური შეხვედრა, რომელზეც სამინისტროს მხრიდან ესწრებოდნენ: ვანო გოლიაძე, ირაკლი ტაბატაძე, დიმიტრი ალხაზოვი და გიორგი გოგუაძე, ხოლო USAID HSSP მხრიდან: ალეკო ტურძილაძე, ვაჟა ეზუგბაია და თათა კობახიძე. შეხვედრაზე დაისვა საკითხები, რომელთა განხილვა/გადაჭრა არის აუცილებელი, იმისათვის, რომ პირველადი წყაროების ერთიანი ბაზა გაკეთდეს.
საკითხებია:
1. სხვადასხვა წყაროებმა რა ინფორმაცია უნდა ატვირთონ (საჭიროა შეთანხმება ერთ ფორმატზე)
2. რა ფორმატით უნდა მოხდეს მონაცემების ატრითვა
3. სხვადასხვა ვალიდაციების განსაზღვრა/ჩამოყალიბება
4. კონკრეტული პასუხისმგებლობების განსაზღვრა, უწყებებს შორის განსაკუთრებით ინფორმაციის ატვირთვის ვადებზე
5. გარე უწყებებთან შეთანხმება
6. დადგენილებაში ცვლილებების შეტანა
შეხვედრის შემდგომ სამინისტროს და სოც. მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებისგან მივიღეთ სხვადასხვა უწყებებიდან მიღებული მასალის კოპიები, რომელზე დაყრდნობითაც შევეცადეთ გაგვეკეთებინა ერთიანი ცხრილი, რაც იმედი გვაქვს საფუძვლად დაედება ინფორმაციის ერთიან სტანდარტს - ვფიქრობთ, რომ უწყებების ჩამონათვალს აკლია ძალოვანი სამინისტროები, თუმცა მათ შესახებ ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ.
მინდა გთხოვოთ, რომ თქვენი მხრიდან გამოყოფილი იყოს პროცესის კოორდინატორი, რომელიც ფასილიტაციას გაუწევს აღნიშნულ სამუშაოებს და დაგვეხმარება კითხვები გაეცეს ზემოთდასმულ შეკიხვებს, რათა ვუზრუნვეყოთ შესაბამისი მონაცემთა ბაზის უზრუნველყოფა
პატივისცემით,
ალეკო