From : Ketevan Tatoshvili <ktatoshvili@hssp.org.ge>
To : N Nogaideli <nnogaideli@moh.gov.ge>; Alexander Turdziladze <turdziladze@gmail.com>
Subject : RE: დანართი და შევსების წესი
Cc : Adelina Faradian <AFaradian@hssp.org.ge>; Tamta Kobakhidze <tkobakhidze@hssp.org.ge>; mdarakhvelidze@moh.gov.ge; mbaidauri@moh.gov.ge; Vano Goliadze' (vaniko@moh.gov.ge) <vaniko@moh.gov.ge>
Received On : 18.11.2014 08:50

მოგესალმებით ყველას,

 

დღეს დაგვიკავშირდნენ დაწესებულებები პასპორტიზაციის ფორმასთან დაკავშირებით. რამდენადაც მაგთან გავიგეთ, ბრძანებაში შეტანილი ცვლილებები უკვე დამტკიცებულია და ძალაში შევიდა 17 ნოემბრიდან, რაც ითვალისწინებს პერინატალური სერვისების შესახებ ინფორმაციის მოწოდებას.

 

სამწუხაროდ ჩვენ ჯანდაცვის დეპარტამენტიდან ამ დრომდე არ მიგვიღია დასტური/მოთხოვნა ამ სამუშაოების დაწყების შესახებ, ისევე როგორც მოსალოდნელი დასრულების ვადების შესახებ. შესაბამისად, ჯერ ამ ფორმის კეთება არ დაწყებულა. მსგავსი დასტური არის სტანდარტული პროცედურა და ჩვენთვის ერთგვარი საფუძველი რომ არაგეგმიური დახმარება გავუწიოთ სამინისტროს. გთხოვთ წერილობით (თუნდაც იმეილით) დაგვიდასტუროთ თქვენი მოთხოვნა პასპორტიზაციის ახალი, დამატებითი ფორმის შემუშავებასთან დაკავშირებით. გვესმის რა მისი მნიშვნელობა, დაუყოვნებლივ შევუდგებით ამ საკითხზე მუშაობას. თუმცა, მინდა აქვე აღვნიშნო რომ საკმაოდ გვიჭირს ესეთ რეჟიმში რეაგირება უამრავი მიმდინარე დავალების და სამუშაოს გამო. უხეში შეფასებით დაახლოებით 2 კვირა დასჭირდება ფორმის გამზადებას და მის სრულფასოვან ტესტირებას. ვთხოვე ჩემს კოლეგებს რომ ზუსტად შეაფასონ დასრულების ვადა, რასაც დღის ბოლომდე კიდევ დაგიდასტურებთ.

 

მანამდე კი, როგორც აღვნიშნე, თხოვნა მექნება რომ წერილობით დაგვიდასტუროთ თქვენი მოთხოვნა.

 

საუკეთესო სურვილებით,

 

 

პ.ს. ვფიქრობ საჭირო იქნება ცხელი ხაზის ინფორმირებაც

 

 

 

Ketevan Tatoshvili

Deputy Chief of Party

Abt Associates Incorporated - Georgia

USAID Health System Strengthening Project

144, A. Tsereteli Ave., 16th floor

Tbilisi 0160, Georgia

Tel. (995 32) 2 510 021; ext 1624 or 1616

 

From: Ketevan Tatoshvili
Sent: 20 October 2014 17:16
To: 'N Nogaideli'; Alexander Turdziladze
Cc: Adelina Faradian; Tamta Kobakhidze; mdarakhvelidze@moh.gov.ge; mbaidauri@moh.gov.ge
Subject: RE:
დანართი და შევსების წესი

 

კარგით ნათია, გასაგებია. ანუ ველებს დავტოვებთ ისე როგორც არის თქვენს ბოლო ვერსიაში. მაშინ ჩვენ ერთადერთი მოგაწვდით პერინატალურზე შევსების წესის დეტალებს. ვეცდებით რომ რაც შეიძლება მალე იყოს

 

ქეთი

 

From: N Nogaideli [mailto:nnogaideli@moh.gov.ge]
Sent: 20 October 2014 17:01
To: Ketevan Tatoshvili; Alexander Turdziladze
Cc: Adelina Faradian; Tamta Kobakhidze; mdarakhvelidze@moh.gov.ge; mbaidauri@moh.gov.ge
Subject: RE:
დანართი და შევსების წესი

 

ქეთი!

 

დაემატება ახალი ფორმა - დანართი 1.2, რომელსაც შეავსებს დანართ 1.1.-თან ერთად პერინატალური სერვისის მიმწოდებელი. ანუ, ატვირთული იქნება ორივე ფორმა, ხოლო მიეთითება, რომ ახალ ფორმას - დანართი 1.2- შეავსებს მხოლოდ პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დანართ 1.1-თან ერთად. ასე, რომ პერინატალური სერვისის მიმწოდებელი შეავსებს ორივე ფორმას.

გარკვეული ველები იქნება დუბლირებული ორივე დანართში, თუმცა, ამას ვუშვებთ, რადგან პერინატალური სერვისის რეგიონალიზაციის დონის შემფასებლებს არ მოუხდეთ ინფორმაციის სხვადასხვა დანართებში ძებნა. მართებულია, დუბლირებული ველები დარჩეს ძირითად ფორმაშიც, რადგან ამ ფორმას სულ სხვა დატვირთვა აქვს, ანუ იმ შემთხვევაში, როცა საქმე არ ეხება რეგიონალიზაციას, სამეანო-გინეკოლოგიურ სერვისების მიმწოდებლებზე სრულიად საკმარისია  ის ინფორმაცია, რაც არის დანართ 1.1-ში.
 
რაც შეეხება სხვა მოსაზრებებს, იქნებ მოგვწეროთ დროულად, რადგან ბრძანება უნდა გავუშვათ დასამტკიცებლად.

 

პატივისცემით, ნათია ნოღაიდელი

 

-----Original Message-----
From: Ketevan Tatoshvili
To: N Nogaideli , Alexander Turdziladze
Cc: Adelina Faradian , Tamta Kobakhidze , "mdarakhvelidze@moh.gov.ge" , "mbaidauri@moh.gov.ge"
Date: Mon, 20 Oct 2014 11:08:57 +0000
Subject: RE: დანართი და შევსების წესი

მოგესალმებით ნათია,

 

ბოდიში მინდა მოგიხადოთ, არ ვარ საქართველოში და შესაძლოა დროული რეაგირება ვერ მოვახდინო,. მაგრამ ჩვენები გადახედავენ კიდევ და მოგაწვდიან პასუხს მაქსიმუმ დღის ბოლომდე.

 

აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ყველა ის რეკვიზიტი რაც პერინატალური სერვისის მიმწოდებლებისთვის არის სპეციფიკური უნდა განთავსდეს ერთ ფორმაში. რაც ნიშნავს რომ მაგ. ველები როგორიც არის სამეანო საწოლების რაოდენობა და ბებიაქალების რაოდენობა  -  წავა ახალ ფორმაში. მონაცემების შეყვანის დუბლირების თავიდან ასაცილებლად, სავარაუდოდ უნდა ამოვიღოთ ეს ველები პასპორტიზაციის არსებული ფორმიდან. გადავხედე ამ ბოლო ვერსიას და ეს ველები ისევ არის და ჩვენი რეკომენდაციია რომ დაკორექტირდეს.

 

კიდევ მინდა დავუბრუნდე ჩვენს ერთ-ერთ კითხვას...ტექნიკურად როგორ იქნება, გაერთიანდება ეს ფორმები და 1 ფორმა აიტვირთება თუ იქნება ცალ-ცალკე?

 

რაც შეეხება დაწესებულების საიდენტიფიკაციო ინფორმაციას,  ეს ალბათ ორივე ფორმაში დარჩება. იმიტომ რომ მარტო პერინატალური ფორმაში რომ გავიტანოთ მერე მრავალფორფილურ დაწესებულებებს რა ვუყოთ, რომლებსაც პერინატალური სერვისებიც აქვთ და სხვაც. ორივეგან რომც იყოს არც ეგ არის პრობლემა ჩემი აზრით, ეს ხომ ხშირად ცვლადი მონაცემები არ არის. თუ სხვა შემოთავაზება არ გაქვთ რათქმაუნდა

 

დღეს გადავხედე კიდევ შევსების წესს და სასურველია რომ რამოდენიმე დეტალი დავამატოთ რომ მერე ძებნა იყოს მაქსიმალურად ზუსტი. მაგ. სადაც ვითხოვთ  - დაწესებულება ქსელის წევრია თუ არა მანდ სიტყვიერად მითითების შემთხვევაში ზუსტად ვეღარ მოვძებნით სამომავლოდ,  უნდა გავაკეთოთ როგორც სხვაგან გვაქვს 0 ან 1....ამას ჩვენები მოგწერენ დღეს

 

როგორც კი გვექნება საბოლოო ვერსია, იმის მიხედვით შეცვლით საიტზეც

 

 

დროებით,

 

ქეთი

 

From: N Nogaideli [mailto:nnogaideli@moh.gov.ge]
Sent: 20 October 2014 12:51
To: Alexander Turdziladze; Ketevan Tatoshvili
Cc: Adelina Faradian; Tamta Kobakhidze; mdarakhvelidze@moh.gov.ge; mbaidauri@moh.gov.ge
Subject: RE:
დანართი და შევსების წესი

 


 
მოგესალმებით!

 

მინდა გაცნობოთ, რომ ბრძანების პროექტს  ვუშვებთ დღეს სამართლებრივი ექსპერტიზისათვის იურიდიულ დეპარტამენტში. ვინაიდან პერინატალური სერვისის რეგიონალიზაციის პილოტური პროექტის დაწყება ძალიან სასწრაფოა , უზრუნველყოფილი იქნება ბრძანების მაქსიმალურად  შემჭიდროვებულ ვადებში დამტკიცდება.

რაც შეეხება ქეთის შენიშვნას , ვინაიდან აღნიშნულ დანართს ავსებენ მხოლოდ პერინატალური სერვისის მიმწოდებლები ( ხსენებული მითითებულია შევსების წესში), ხოლო შემდგომ რეგიონალიზაციის დონის შეფასების ჯგუფი ამ დანართით აფასებს პერინატალური სერვისის მიმწოდებელს და ანიჭებს მას გარკვეულ დონეს, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ინფორმაცია , რაც საჭიროა რეგიონალიზაციისათვის, მოქცეული იქნეს ერთ დანართშირათა მათ არ დასჭირდეთ ინფორმაციის სხვადასხვა დანართებში ძიება.

რაც შეეხება ბრძანებაში უკვე შეტანილ ცვლილებებს , მოგახსენებთ, რომ პასპორტიზაციის დანართი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით . შესაბამისად, გიგზავნით პასპორტიზაციის ბრძანების კოდიფიცირებულ ვერსიას. აქვე დავამატებ , რომ საიტზე განთავსებული შესავსები ფორმა უნდა შესაბამისობაში მოვიდეს გადმოგზავნილი პასპორტიზაციის ბრძანების დანართთან .

 

პატივისცემით, ნათია ნოღაიდელი

 

-----Original Message-----
From: Alexander Turdziladze
To: 'Ketevan Tatoshvili' , 'N Nogaideli'
Cc: 'Adelina Faradian' , 'Tamta Kobakhidze'
Date: Sun, 19 Oct 2014 19:23:48 +0400
Subject: RE: დანართი და შევსების წესი

და თუ შეიძლება რომ გვითხრათ, როდიდან უნდა შევიდეს ძალაში ცვლილებები, რომ საკადრო რესურსი უმიზეზოდ არ გამოვიყენოთ ))

 

Alexander Turdziladze

Chief of Party

Abt Associates Incorporated - Georgia

USAID Health System Strengthening Project
A. Tsereteli ave. #144 16th FL. Tblisi Georgia

Tel. (995 32) 510021 Ext.#1617
Mob: +995  593 226226

 

From: Ketevan Tatoshvili [mailto:ktatoshvili@hssp.org.ge]
Sent:
პარასკევი, 17 ოქტომბერი, 2014 წელი 18:26
To: N Nogaideli
Cc: Alexander Turdziladze (turdziladze@gmail.com); Adelina Faradian; Tamta Kobakhidze
Subject: RE:
დანართი და შევსების წესი

 

ნათია მოგესალმებით,

 

გადავხედეთ ექსელის დოკუმენტსაც და შევსების წესსაც. ჩვენი შეფასებით ინსტრუქცია გარკვევით მოცემული. ველებთან მიმართებაში ორი კომენტარი გვაქვს:

 

როგორც შევთანხმდით, ეს ახალი საპასპორტო მონაცემები იქნება ცალკე ფორმა (ტექნიკურად), ვინაიდან სხვაობა არსებულ პასპორტიზაციის ფორმასთან ძალიან დიდია. თუმცა ახალ (პერინატალური სერვისების) ფორმაში არის ისეთი ველები რაც ჩვენი აზრით უმჯობესია რომ იყოს ზოგად, ესე ვთქვათ „გენერალურ“, პასპორტიზაციის ფრომაში (ეხლა არსებული), მაგ.: განყოფილებაში-„დაწესებულების საიდენტიფიკაციო ინფორმაცია“  ველი „დამოუკიდებელი ერთეული, თუ ქსელის წევრი...ეს ჩვენი აზრით საერთო ცნებებია და ალბათ უმჯობესია რომ პასპორტიზაციის ზოგად ფორმაში იყოს (რასაკვირველია თუ ეხება ყველა ტიპის დაწესებულებას).

 

2.       ასევე, არის გარკვეული ველები რაც არსებულ და ახალ შემოთავაზებულ ფორმებში მეორდება, მაგ.: სამეანო საწოლების რაოდენობა, ბებიაქალების რაოდენობა. დავტოვოთ ორივეგან ეს ველები? როგორც მოვიქცეთ? დავტოვოთ ორივეგან თუ რომელი ერთში? ალბათ არ იქნება ეფექტური რომ ორჯერ მოხდეს ამ მონაცემის შეყვანა. ერთადერთი რასაც ამ შემთხვევაში ვფიქრობ არის რომ ეს ველებ ი თუ იქნება შევსებული ზოგად ფორმაში მაშინ ავტომატურად გადავიდეს ახალ ფორმაში. თუმცა ვერ გპირდებით, სანამ ტექნიკურად არ გავივლით.

 

რამოდენიმე ზოგადი კითხვა/თხოვნა:

 

1.       ეს პერინატალური სერვისების ცვლილებები ხდება არსებულ პასპორტიზაციის ფორმაში, თუ ეს მტკიცდება როგორც ცალკე ფორმა?

2.       ეს გახლავთ იმ ველების ჩამონათვალი რომელიც ჯერ კიდევ არის პასპორტიზაციის ფორმის მიმდინარე ვერსიაში, მაგრამ არ არის ახალი ბრძანებით გათვალისწინებული. შესაბამისად ჩვენც დავმალეთ. თუმცა სანამ გავააქტიურებდეთ ამ ცვლილებას გვინდა თქვენი დასტური. ესენია:

·          დაწესებულების საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ----->პასუხისმგებელი პირი

·          ელექტრომომარაგება---->დენის ალტერნატიული წყარო

·          საწოლფონდი---->თავისუფალი საწოლების ჯამური რაოდენობა

·          ინფორმაცია კადრების და შიდა ინფრასტრუქტ. შესახებ ----> ექიმ-ლაბორანტების საერთო რაოდენობა

·          აფთიაქი ----> რეცეპტები (ფორმა №3 რეცეპტის გამოწერა)

·          აფთიაქი ---->   გამოწერილი რეცეპტების რაოდენობა

·          აფთიაქი ----> ხორციელდება რეცეპტის გამოწერა  

არსებულ პასპორტიზაციის ფორმაში შეტანილი ცვლილებები, ანუ ახალი ველების დამატება და არსებული რამოდენიმე ველის გაქრობა, საჭიროებს რომ ის შაბლონი რითიც ხდება დღეს მონაცემების ატვირთვა შეიცვალოს ახლით. ჩვენ შევცლით როგორც კი გავააქტიურებთ ყველა ცვლილებას, თუმცა მნიშვნელოვანია რომ საგანგებო სიტუაციების დეპარტმენტმაც იგივე ბოლო ერსიით იხელმძღვანელოს (ვინაიდა ისინი აკეთებენ ადმინისტრირებას). წინააღმდეგ შემთხვევაში ფაილის ატვირთვა ვერ მოხდება.

 

 

და ბოლოს თხოვნა მექნება რომ დაგვიდასტუროთ როდის ელოდებით ჩვენგან ამ სამუშაოების დაწყებას.

 

საუკეთესო სურვილებით,

 

ქეთი

 

 

Ketevan Tatoshvili

Deputy Chief of Party

Abt Associates Incorporated - Georgia

USAID Health System Strengthening Project

144, A. Tsereteli Ave., 16 th floor

Tbilisi 0160, Georgia

Tel. (995 32) 2 510 021; ext 1624 or 1616

 

 

 

From: N Nogaideli [mailto:nnogaideli@moh.gov.ge]
Sent: 17 October 2014 17:16
To: Ketevan Tatoshvili
Subject: Fwd:
დანართი და შევსების წესი

 


 
ქეთი !

 

გიგზავნით პასპორტიზაციის ფორმის საბოლოო ვერსიას და მისი შევსების წესს .

 

პატივისცემით, ნათია ნოღაიდელი

 

-----Original Message-----
From: "Marina Baidauri" < mbaidauri@moh.gov.ge>
To: "N Nogaideli" < nnogaideli@moh.gov.ge>
Date: Fri, 17 Oct 2014 16:13:34 +0400
Subject: დანართი და შევსების წესი

 


This message may contain privileged and confidential information intended solely for the addressee. Please do not read, disseminate or copy it unless you are the intended recipient. If this message has been received in error, we kindly ask that you notify the sender immediately by return email and delete all copies of the message from your system.

 


This message may contain privileged and confidential information intended solely for the addressee. Please do not read, disseminate or copy it unless you are the intended recipient. If this message has been received in error, we kindly ask that you notify the sender immediately by return email and delete all copies of the message from your system.