| From : | Ketevan Tatoshvili <ktatoshvili@hssp.org.ge> |
| To : | Nikoloz Ivanauri <Nivanauri@hssp.org.ge> |
| Subject : | RE: ელ. მოდული |
| Cc : | Alexander Turdziladze <aturdziladze@hssp.org.ge>; Alexander Nodia <anodia@hssp.org.ge>; Tamta Kobakhidze <tkobakhidze@hssp.org.ge> |
| Received On : | 15.04.2014 12:00 |
დიდი მადლობა ნიკა ესეთი ოპერატიული რეაგირებისთვის!
თამთა: ინტერნეტის სიჩქარის მზომი დავამატეთ მომხმარებელთა კომენტარებიდან გამომდინარე. თქვენთანაც ალბათ და ჩვენთანაც რომ რეკავენ, ყველაფერს მოდულის სინელეს აბრალებენ. თუმცა შემიძლია დანამდვილებით ვთქვა და ამას ჩვენი ლოგირების სისტემაც გვიდასტურებს, რომ მოდულში მუშაობის დრო საკმაოდ დაბალია (ტრანზაქციებზე საშუალოდ 3-6 წამი იკარგება მაქსიმუმ). ამდენად, ამ მზომის საშუალებით შეეძლებათ რომ შეამოწმონ ადგილობრივი ინტერნეტის სიჩქარე და თავად დარწმუნდნენ.
მომხმარებლების საკითხი:
1. დედოფლისწყაროს ”საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენრტის” ინფორმაცია თქვენამდე ალბათ აღარ მოვა. მათი საკითხი უკვე მოგვარებულია. აქვთ წვდომა და დღეიდან მუშაობენ მოდულში
2. იაშვილის კლინიკის იუზერს ნახ. საათის განმავლობაში მოგაწვდის აკო
ქეთი
Ketevan Tatoshvili
Deputy Chief of Party
Abt Associates Incorporated - Georgia
USAID Health System Strengthening Project
144, A. Tsereteli Ave., 16th floor
Tbilisi 0160, Georgia
Tel. (995 32) 2 510 021; ext 1624 or 1616
From: Nikoloz Ivanauri
Sent: Tuesday, April 15, 2014 3:36 PM
To: Ketevan Tatoshvili
Cc: Alexander Turdziladze; Alexander Nodia; Tamta Kobakhidze
Subject: RE: ელ. მოდული
ქეთი,
ქვემოთ მოცემული საკითხებიდან აქტუალური რაც იყო შესრულებულია:
ადმინი - ანგარიშები - სტატისტიკა -
1. მონაცემთა ექსპორტი დღევანდელი თარიღისთვის სრული მონაცემები (დასაწყისი თარიღის მითითების გარეშე) - OK
2. მონაცემთა ექსპორტის ფაილში გარდა რეგისტრირებული აცრების რაოდენობისა, ჩანდეს ამ დაწესებულებაში რეგისტრირებული ბენეფიციარების რაოდენობაც - OK
ანალიტიკა -
1. ფილტრებს დაემატოს ველი „დაბადების წელი/თარიღი“ - OK
ასევე იმუნიზაციის მოდულს დაემატა ინტერნეტის სიჩქარის მზომი.
ცვლილებები რეალზე უკვე ასახულია
From: Ketevan Tatoshvili
Sent: Monday, April 14, 2014 8:56 AM
To: Tamta Komakhidze; Alexander Nodia
Cc: 'Ekaterine Kavtaradze'; 'Tamar Dolakidze'; 'Lika Jabidze'; Alexander Turdziladze (turdziladze@gmail.com); Nikoloz Ivanauri
Subject: RE: ელ. მოდული
თამთა დიდი მადლობა წერილისთვის.
კომენტარები ქვემოთვე მივაწერე წითლად.
საუკეთესო სურვილებით,
ქეთი
Ketevan Tatoshvili
Deputy Chief of Party
Abt Associates Incorporated - Georgia
USAID Health System Strengthening Project
144, A. Tsereteli Ave., 16th floor
Tbilisi 0160, Georgia
Tel. (995 32) 2 510 021; ext 1624 or 1616
From: Tamta Komakhidze [mailto:t.komakhidze@ncdc.ge]
Sent: Monday, April 14, 2014 5:45 PM
To: Alexander Nodia; Ketevan Tatoshvili
Cc: 'Ekaterine Kavtaradze'; 'Tamar Dolakidze'; 'Lika Jabidze'
Subject: ელ. მოდული
ქეთი, აკო სალამი
თქვენი დახმარება დამჭირდება ქვემოთ მოყვანილ საკითხებთან დაკავშირებით:
- გთხოვთ მომაწოდოთ დღეისათვის მოდულში ჩართული პროვაიდერების სრული სია (იმავე ფორმატით, როგორც პირველად გამოგზავნეთ იხ. მიბმული ფაილი) - მიმაგრებულ ფაილში მოცემულია, დღეის მდგომარეობით, ყველა ჩვენს მიერ მოწოდებული usernames/passwords (დაწესებულებების მიხედვით, იმ სახით როგორიც ამ დროისთვის გვაქვს. იმედი მაქვს, ფორმატის მიუხედავად, მაინც დაგეხმარება). რამოდენიმე დაწესებულების რეკვიზიტები გენერაციის პროცესშია. როგორც გახსოვს, ესეთი რეესტრირება ცოტა მოგვიანებით დავიწყეთ, როცა მოთხოვნების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, და შესაბამისად ყველა დაწესებულება არ იქნება ამ დოკუმენტში.
- მოსახსნელია აცრებს შორის ინტერვალებისთვის ყველა ვალიდაცია, რომ არ შეუშალოს მონაცემების შეყვანას ხელი (ვნახოთ რეალური სურათი ვინ როგორ იცავს ვადებს) თუმცა ანალიზის დროს დაგვჭირდება ასეთი ფუნქცია. - მოხსნილი და დაფაბლიშებულია, ანუ პროვაიდერებს არანაირი სირთულე არ შეექმნებათ ამ კუთხით
- დაწესებულებებში სადაც რამოდენიმე ექიმია, მიენიჭოს ქვემომხმარებლის ფუნქცია - ამ საკითხზე, როგორც გითხარით, ჯერ მიმდინარეობს მუშაობა. რიგი საკითხები გასავლელია სამინისტროსთან, საბოლოო კონცეპტუალურ მიდგომაზე რომ ჩამოვყალიბდეთ. ასევე განსასაზღვრია ის მექანიზმი თუ როგორ მოხდება ამ მომხმარებლების ადმინისტრირება, ვინ მიანიჭებს პროვაიდერებს ამ უფლებას და ა.შ. ანუ ეს ყველა - სამინისტროს მიერ გადასაწყვეტი საკითხია. თუმცა, რათქმაუნდა, როგორც კი მზად იქნება, დავაყენებთ საკითხს რომ იმუნიზაციის მოდულის მომხმარებლებსაც მიეცეთ ეს შესაძლებლობა
- ასევე მინდა გთხოვოთ საინფორმაციო ფანჯარა მაგ „მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები. განახლდება ..... ხანში. ბიდიშს გიხდით შეფერხებისთვის). რათა დავზოგოთ როგორც პროვაიდერების, ისე ჩვენი დრო :) - აუცილებლად! როგორც წესი, როცა გეგმიური განახლება მიდის გამოგვაქვს შესაბამისი ბანერი. ერთხელ იმუნიზაციაზეც გავაკეთეთ. ამ დროისთვის არც შეფერხებაა, არც რაიმე საფუძვლიანი ჩარევა არ იგეგმება, ისეთი რომ მასიური შეფერხება გამოიწვიოს. ვფიქრობ შენც ამას გულისხმობს, მაგრამ დავაზუსტებ მაინც რომ ბანერს გამოვიტანთ მხოლოდ საჭიროებისას
- ტერმინების განმარტება (რომელი ველი რას ნიშნავს) - რამ განაპირობა ამის საჭიროება? რაიმე კონკრეტული თხოვნა ხომ არ აქვთ პროვაიდერებს? იქნებ მათზე უფრო მორგებული მიდგომა მოვიფიქროთ. მარტო ტერმინების განმარტება არაფერს მისცემთ ესე მგონია, თან ეს პროცესები და ველებიც დეტალურად არის აღწერილი ბეჭდურ და ვიდეო სახელმძღვანელოშიც
ადმინი - ანგარიშები - სტატისტიკა -
1. მონაცემთა ექსპორტი დღევანდელი თარიღისთვის სრული მონაცემები (დასაწყისი თარიღის მითითების გარეშე) - OK
2. მონაცემთა ექსპორტის ფაილში გარდა რეგისტრირებული აცრების რაოდენობისა, ჩანდეს ამ დაწესებულებაში რეგისტრირებული ბენეფიციარების რაოდენობაც - OK
ადმინი - ანალიტიკა -
1. სასურველია არ იყოს დაყოფილი სამად (კონტიგენტი, დაწესებულება, აცრა). ალბათ მოგვიწევს კიდევ ერთი სეკრება უშუალოდ ამ საკითხთან მიმართებაში. - დაყოფა 2 ძირითადი ფაქტორით იყო განპირობებული: 1. დიზაინი და user-friendly ინტერფეისი (ყველა ფილტრის ერთ სიბრტყეში განთავსებით ძალიან გადაიტვირთებოდა) და 2. ზუსტი ლოგიკური ბმების უზრუნველყოფა. ბიჭები დაამატებენ თუ რაიმე დამატებითი ტექნიკური ნიუანსები იყო კიდევ.
ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ამ ეტაპზე თავი შევიკავოთ ფუნდამენტური ცვლილებებისგან, განსაკუთრებით ადმინისტრატორის მხარეს და მაქსიმალურად მივმართოთ ჩვენი ძალები პროვაიდერის ნაწილისკენ. მითუმეტეს, რომ დღეიდან და უახლოეს პერიოდში ალბათ ყველაზე მაღალი იქნება მათი მომართვიანობა, ასევე support-ის და ამ ნაწილის ოპტიმიზაციის საჭიროება. ამდენად მოდით ჯერ, ესე ვთქვათ, ჩავაყენოთ მოდული კალაპოტში და მერე დავუბრუნდეთ ამ საკითხს. თუმცა მინდა ხაზი გავუსვა, რომ თუ არის რაიმე ისეთი პარამეტრი რაც გჭირდებათ ანალიზისთვის და არსებული ფილტრებით ვერ იღებთ, მოგვწერეთ და დავამატებთ. საუბარია მაქვს იმაზე, რომ ამ ეტაპზე თავი შევიკავოთ ვიზუალური და საფუძვლიანი ლოგიკური ცვლილებებისგან, და კომფორტის ელემენტებისგან
2. სასურველია ექსპორტის ფაილის დასახელებაში (ან სადმე) ჩანდეს რა ფილტრები იყო გამოყენებული - სამწუხაროდ ესეთ მიდგომას არ ვიყენებთ. ამასთანავე, მიდგომა ყველა მოდულში სტანდარტული უნდა იყოს
3. ფილტრებს დაემატოს ველი „დაბადების წელი/თარიღი“ - OK
ამ ეტაპზე სულ ეს არის. წინასწარ მადლობა
თამთა
P.S. ქეთი აქვე გიგზავნი პროგრამის მოსარგებლეების განსაზღვრებას - დიდი მადლობა
პროგრამის მოსარგებლეები არიან 183/ნ ბრძანებით განსაზღვრული და ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას დაქვემდებარებული საქართველოს მოქალაქეები (საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში – პირადი ნომერი ან დაბადების მოწმობა), პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირები და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები), საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირები და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა; ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით და სტრატეგიული შრატებით მკურნალობას დაქვემდებარებული სამედიცინო დაწესებულებაში მყოფი პირები; |
Tamta Komakhidze
Senior Specialist
Department of Communicable Disease Surveillance
National Center for Disease Control and Public Health
9 M. Asatiani Street, 0177 Tbilisi, Georgia
Tel.: (995 32) 239 59 08 ext. 237
Cell: (995 599) 97 98 61
email: t.komakhidze@ncdc.ge