From : Alexander Turdziladze <aturdziladze@hssp.org.ge>
To : Ekaterine Kavtaradze <e.kavtaradze@ncdc.ge>
Subject : RE: იმუნიზაციის მოდული
Cc : თამარ დოლაქიძე <t.dolakidze@ncdc.ge>; თამთა კომახიძე <t.komakhidze@ncdc.ge>; ლია ჯაბიძე <l.jabidze@ncdc.ge>; imunization@ncdc.ge; Nikoloz Ivanauri <Nivanauri@hssp.org.ge>; Ketevan Tatoshvili <ktatoshvili@hssp.org.ge>; Alexander Nodia <anodia@hssp.org.ge>; Tamta Kobakhidze <tkobakhidze@hssp.org.ge>
Received On : 04.06.2014 15:01

ეკა მოგესალმები!

იმისათვის რომ პროცესი დამოუკიდებლად/შეუფერხებლად მიმდინარეობდეს გვინდა, რომ დაგეხმაროთ რათა დამოუკიდებლად შეძლოთ მომავალში მსგავსი შედარება (IT ადამიანის ჩართულობის გარეშე), რისთვისაც ვაპირებთ გავაკეთოთ შემდეგი რამ:

1. ჩვენები დაწერენ პატარა პროგრამას სავარაუდოდ ექსელში

2. საჭირო გახდება ერთ და იმავე დაწესებულებაზე ექსელის ფაილის ჩამოტვირთვა ა) იმუნიზაციიდან ბ) ამბულატორიიდან. - როგორც ვიცი წვდომა ორივე მოდულზე გაქვთ

3. ჩვენს მიერ დაწერილ ექსელში, ჩაიყრება მონაცემები (პირადი ნომერი, სახელი, გვარი, ასაკი) ორივე ფაილიდან და  ავტომატურად გამოჩნდება ბენეფიციარები, რომლებიც არ არიან რეგისტრირეულნი იმუნიზაციის მოდულში.

 

გთხოვთ დაგვიდასტუროთ, თუ აღნიშნული მიდგომა მისაღებია თქვენთვის.

 

პატივისცემით,

ალეკო 

 

 


From: Ekaterine Kavtaradze
Sent: Wednesday, June 4, 2014 10:44 AM
To: Alexander Turdziladze
Cc: თამარ დოლაქიძე; თამთა კომახიძე; ლია ჯაბიძე; imunization@ncdc.ge
Subject: იმუნიზაციის მოდული
 

ალეკო მოგესალმები,

 

როგორც უკვე გესაუბრე იმუნიზაციის მოდულის დანერგვის ხელშესაწყობად  აყვანილი გვყავს 3 სტაჟიორი და ვგეგმავთ, მათ მიერ, თითოეულ იმუნიზაციის პროგრამის  მიმწოდებელ დაწესებულებაში განხორციელდეს ვიზიტები და ადგილზე შეფასდეს თუ როგორ მიმდინარეობს მოდულის გამოყენება.

 

ვინაიდან, იმუნიზაციის მოდულის მომხმარებელთა დიდი ნაწილი, ასევე მონაწილეობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, სურვილი გვაქვს პოლიკლინიკაში/ამბულატორიაში რეგისტრირებული ბენეფიციარების მიხედვით მოხდეს მონაცემების შეფასება, კერძოდ რეგისტრირებული ბენეფიციარებიდან, გავფილტროთ ის ასაკობრივი კატეგორია რომელიც ექვემდებარება რუტინულ ვაქცინაციას და დავადაროთ მათ შორის რომელ ბენეფიციარებზე ფიქსირდება მონაცემები იმუნიზაციის მოდულში, ხოლო შემდეგ, თუ გამოვლინდა ბენეფიციარები რომელთა აცრის სტატუსები არ დარეგისტრირებულა მოდულში, შევისწავლოთ მიზეზები (მაგ.: შესაძლოა არ აცრილა, ან უბრალოდ მოდულში არ მოხდა შეტანა და ა.შ).

 

ყოველივე ზემოაღნიშნული სამუშაოსთვის, აუცილებელია საყოველთაოს ამბულატორიული და იმუნიზაციის მოდულების ბაზების დამუშავება (თითოეული სერვისის მიმწოდებლის დონეზე), რაც ამ ეტაპზე ჩვენი თანამშრომლების მიერ ვერ ხორციელდება და თქვენგან სჭირდებათ ტექნიკური დახმარება. ამიტომ, თუ შეიძლება თამთასთან და ჩვენს IT თანამშრომელთან ერთად ნიკამ რომ უზრუნველყოს ერჯერადად მონაცემების დამუშავება (კონკრეტულ ასაკობრივ კონტიგენტზე ინფორმაციას მიაწოდებს თამთა) და ასევე აუხსნას, სამუშაო შესრულების ტექნიკა, რომ შემდგომში ჩვენებმა თავად შეძლონ ამ სამუშაოს შესრულება.

 

წინასწარ მადლობა,

ეკა