| From : | Nikoloz Ivanauri <Nivanauri@hssp.org.ge> |
| To : | Tamta Komakhidze (t.komakhidze@ncdc.ge) <t.komakhidze@ncdc.ge> |
| Subject : | RE: იმუნიზაციის ფორმები |
| Cc : | Ketevan Tatoshvili <ktatoshvili@hssp.org.ge>; Alexander Turdziladze <aturdziladze@hssp.org.ge>; Alexander Nodia <anodia@hssp.org.ge>; Tamta Kobakhidze <tkobakhidze@hssp.org.ge> |
| Received On : | 21.11.2014 13:31 |
| Attachments : |
თამთა გამარჯობა,
ეს არის წერილი იმუნიზაციის ფორმების შესახებ , რომელიც ჩვენთან შეხვედრაზე გავიარეთ,
აქ არის აღწერილი ყველა ის ფორმა რისი გაკეთებაც დღის წესრიგში დგას,
გთხოვთ გადახედოთ და დაგვიდასტუროთ არის თუ არა ეს ის რაც გვინდა , თუ შენიშვნები გექნებათ მიუთითეთ.
ფორმა 2.2. მოსახლეობის ასაკობრივი ჯგუფების ჯამური ანგარიში.
აღნიშნული ფორმა ასე რომ ვთქვათ ‘გადმოტრიალდება’, იქიდან გამომდინარე რომ ფორმა განკუთვნილია სჯც-ებისთვის ,
სჯც კი თავის მხრივ მოიცავს მრავალ პროვაიდერს შესაბამისად პროვაიდერების ჰორიზონტალურად განლაგების შემთხვევაში
ვიღებთ ძალიან მოუხერხებელ ფორმას.
ფორმა 2.8 იქნება ფორმა 1.8 ის სტილში.
ფორმა 2.3:
ეს ფორმაც მსგავსად ფორმა 2.2 ისა უნდა ამოტრიალდეს ზუსტად იმავე მიზეზით.
1.3 ფორმის მსგავსად აღნიშნული ფორმაც კომპლექსურია, შესაბამისად ატვირთულ დოკუმენტში ჩამოვწერე ყველა ის სცენარი და შესაბამისი შედეგი, როგორც შეხვედრაზე გავიარეთ,
გთხოვთ გადახედოთ თუ ყველაფერი სწორია. (დოკუმენტში არის პატარა კითხვებიც)
თუ არ არის სწორი ჩააკორექტირეთ და კორექტირებული ვერსიის შესაბამისად გავაკეთებ.
იქიდან გამომდინარე რომ ფორმა 1.3 განკუთვნილია პროვაიდერებისთვის, ხოლო 2.3 სჯც -ებისთვის.
წესით ლოგიკები ერთმანეთს უნდა ემთხეოდეს, განსხვავება უბრალოდ მოცვაშია, პროვაიდერი მოიცავს მხოლოდ თავის დაწესებულებას
ხოლო სჯც თავის დაქვემდებარებაში არსებული პროვაიდერების დონეზე ინფორმაციას.
შესაბამისად როგორც ვხვდები ფორმებში ინფორმაცია ერთი და იგივე პრინციპით უნდა ამოდიოდეს.
თუ ეს ასე არ არის გთხოვთ მითხრათ სად არის განსხვავება და რაში.
წერილზე მიბმულია ორი ექსელის ფაილი ფორმა 2.3 და ფორმა 2.2.
და ერთი ვორდის დოკუმენტი სადაც დეტალურად არის აღწერილი 2.3 ფორმიდან გამომავალი ინფორმაცია.
პატივისცემით,
ნიკა