From : Alexander Turdziladze <aturdziladze@hssp.org.ge>
To : Shorena Kitsmarishvili <skitsmarishvili@moh.gov.ge>; Tamta Kobakhidze </o=ExchangeLabs/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=3dfeda8a09614377957ec3a8d48712bb-tkobakhidze@hssp.org.ge>; igoliadze@moh.gov.ge; AFara dian@hssp.org.ge
Subject : RE: ლიცენზირების მოდული
Cc : gtvalavadze@moh.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; iburduladze@moh.gov.ge; aph eikrishvili@moh.gov.ge; Vazha Ezugbaia </o=ExchangeLabs/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=5c8b70aa94bb431d8195efdf318aea0b-VEzugbaia@hssp.org.ge>
Received On : 10.07.2015 09:22

ქალბატონო შორენა,

მინდა დავადასტურო, რომ თქვენი დავალების შესრულებამ ნამდვილად გადაიწია დროში, რომელსაც ბევრი ახსნა აქვს, თუმცა ამ საკითხების წერილობით განხილვას აზრი არ აქვს რადგანაც შორს წაგვიყვანს, ისევე როგორც თქვენი წერილის კომენტირება და მტყუან მართლის ან დამნაშავეების ძებნა, რაც მთავარია შესაძლოა არასწორად შეიძლება იქნეს აღქმული და შესაძლოა სწორი ადრესატიც კი არ იყოს ჩვენი პროექტი.

ვაფიქსირებ, რომ ნამდვილად არსებობს პრობლემები და საჭიროა გადაჭრა (რაც ჩვენ გვეხება), რისთვისაც ჩვენი გუნდი მომავალი კვირიდან დაიწყებს აღნიშნულ საკითხებზე მუშაობას თქვენი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად.

 

 

პატივისცემით,

ალეკო

 

Alexander Turdziladze

Chief of Party

Abt Associates Incorporated - Georgia

USAID Health System Strengthening Project
A. Tsereteli ave. #144 16th FL. Tblisi Georgia

Tel. (995 32) 510021 Ext.#1617
Mob: +995  593 226226

 

From: Shorena Kitsmarishvili [mailto:skitsmarishvili@moh.gov.ge]
Sent: Friday, July 10, 2015 11:34 AM
To: Tamta Kobakhidze; Alexander Turdziladze; igoliadze@moh.gov.ge; AFara dian@hssp.org.ge
Cc: gtvalavadze@moh.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; iburduladze@moh.gov.ge; aph eikrishvili@moh.gov.ge; Vazha Ezugbaia
Subject: Re:
ლიცენზირების მოდული

 

   მოგესალმებით,

 

      სამწუხაროა, რომ „რეგულირების ლიცენზირების მოდულზე“ ჩვენი ერთობლივი, თითქოსდა ნაყოფიერი თანამშრომლობა, წელიწადზე მეტია   ჩიხშია   შესული.  მიუხედავად იმისა, რომ  მუშაობის  პროცესში ძალიან აქტიურად ვიყავით ჩართულები და  სრულიად უანგაროდ ვცდილობდით ხელი შეგვეწყო თქვენი პროექტისთვის დროულად შექმნილიყო სამედიცინო დაწესებულებების აღრიცხვა/მართვის ერთიანი სრულყოფილი ბაზა, შედეგი ჯერ კიდევ არ არის მიღებული.

     ვითვალისწინებდით, რა გარკვეულ ობიექტურ გარემოებებს (დღის წესრიგში იდგა სხვა პრიორიტეტული მიმართულებების დროული დასრულება), მოთმინებით ველოდით პროცესის აქტიურ განახლებას, მაგრამ სამწუხაროდ, „ლიცენზირების მოდული“ ჯერ კიდევ ვერ გახდა პრიორიტეტული და  ჩვენი  ბოლო შეხვედრის დროს (04.03.15) განხილული პრობლემების გადაწყვეტა კვლავ   გაურკვეველი ვადით არის გადადებული (პრობლემური საკითხების მოწესრიგება, სავარაუდოდ 23-24 მარტს უნდა დაწყებულიყო და   8-10 დღეში დასრულებულიყო).

      დღემდე დაუსრულებელი სამედიცინო დაწესებულებათა სანებართვო, სალიცენზიო და შეტყობინების ბაზები  კი ძალიან ბევრ სირთულეს გვიქმნის როგორც სააგენტოს ხელმძღვანელების, ისე მინისტრის დავალებების შესრულების დროს (ეს არის რუტინული, ძალიან შრომატევადი საქმიანობა). 

       ეხლა რაც შეეხება   ახალ პრობლემებს:

1.          არ წარმოებს სინქრონიზაცია NAPR–თან - არ ხდება დაწესებულების საიდენტიფიკაციო ნომრის აქტივაცია. როგორც გაირკვა ბაზის ფორმირების პროცესში,  საწყის ეტაპზე, აღნიშნული პროცესი სამართლებრივად უნდა გამართულიყო.  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,  ჩვენი ერთობლივი   თანამშრომლობის პერიოდში, არც თქვენი და არც  სამინისტროს IT დეპარტამენტის მხრდან არ დასმულა საკითხი, რომ საჯარო რეესტრთან   ურთიერთობა ჩვენს სააგენტოს უნდა ეწარმოებია. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება საჯარო რეესტრთან ხელშეკრულების გასაფორმებლად, რაც  დროში საკმაოდ გახანგრძლივდა და ერთ-ერთი, მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა   მუშაობის დროს.

2.          დაწესებულების ნებართვების ბაზიდან ინფორმაციის ექსპორტირების დროს არ ხდება სრულყოფილი ინფორმაციის მიღება (მაგ. ნეონატოლოგიური საქმიანობის მქონე დაწესებულებების შესახებ ინფორმაციის ექსპორტირებისას, 3 დაწესებულების შესახებ ინფორმაცია არ იქნა გადმოტანილი, თუმცა ინფორმაცია ბაზაში შეტანილი იყო. აღნიშნული შეშფოთებას იწვევს, რადგან არ ვართ დაზღვეული, მსგავსი რამ სხვა საქმიანობებთან მიმართებაშიც არ  განმეორდება (სავარაუდოდ პროგრამული ხარვეზია)).

3.          შეტყობინების მქონე დაწესებულებების რაიმე კომპონენეტით დახარისხების შემდეგ, რედაქტირების დასრულებისას, ბაზა კვლავ ბრუნდება საწყის მდგომარეობას და არ რჩება რედაქტირებამდე არსებულ   მდგომარეობაში.

4.          შეტყობინებას დაქვემდებარებული საქმიანობის მქონე დაწესებულებების ექსპორტი წარმოებს   ძალიან დიდი ხარვეზებით .

5.          ხარვეზებით ხდება ფილიალებთან დაკავშირებული ინფორმაციის   ექსპორტი.

6.          სასურველია შესაძლებელი იყოს ძებნა რომელიმე კომპონენეტის უარყოფით (მაგ. „გარდა სტომატოლოგიისა“)

7.         სასურველია ინტერფეისზე  დაემატოს ფილტრი ფილიალისთვის

8.   სასურველია სტაციონარული და ამბულატორიული ტიპის დაწესებულებების გამიჯნვის მიზნით, რეგისტრაციის გვერდზე   დაემატოს დაწესებულების ტიპის განმსაზღვრელი ველი ჩამონათვალით: 11.1. სტაციონარული; 11.2.  ამბულატორიული; 11.3. სპეციალიზებული სტომატოლოგიური კლინიკა.

 

  დღის წესრიგში კვლავ დგას წინა შეხვედრისას დასმული საკითხები:

1. სამედიცინო დაწესებულებათა ნებართვა/ლიცენზიის/შეტყობინების რეესტრებიდან არ  იძებნება ისტორიაში გადასული დაწესებულება.

2. ინტერფეისზე  დაწესებულების გასწვრივ უნდა იყოს აქტიური დუბლიკატის N (და არა ადრე გაცემული ნებართვის N). რეგისტრაციის ფორმაზე უნდა იყოს ნებართვის დუბლიკატის N, დუბლიკატის გაცემის საფუძველი, თარიღი.

3. ფილტრებში ორი პარამეტრით ძიება არ ხდება (მაგ.: რეგულირების სახე და სტატუსი).

4. ბრძანების ტიპებში დასამატებელია გაუქმება.

5. დაწესებულების ხელმძღვანელის ცვლილების NAPR–თან სინქრონიზაციის შემდეგ მაინც ძველი მონაცემი რჩება.

6. ფილიალებში საჭიროა წაშლის ღილაკის დამატება.

7. დაწესებულება შეიძლება ფლობდეს ნებართვას, ლიცენზიას, მაღალი რისკის შემცველ  საქმიანობას. რომელიმე მათგანის გაუქმების შემთხვევაში ინტერფეისზე აღნიშნულის ასახვა არ ხდება.

8.  Excel-ის ფორმატში მონაცემთა ექსპორტის   ფორმატი საჭიროებს დამუშავებას. დეტალური ინფორმაციის კოპირება ართულებს მუშაობას. (მაგ.: ნებართვის მქონე დაწესებულებების ექსპორტის დროს არ არის ხელმძღვანელის შესახებ ინფორმაცია, ექსპორტირებულია ლიცენზიის და შეტყობინებების მონაცემებიც. დეტალური ექსპორტის დროს დაწესებულების ზოგადი მონაცემი გაწერილია ორ მწკრივად: პირველში - დასახელება, მისამართი, სტატუსი, იურიდიული ფორმა, რეგიონი, მეორეში - დაწესებულების ხელმძღვანელის მონაცემები, სანებართვო მოწმობის N, გაცემის თარიღი; შემდეგი მწკრივიდან იწყება საქმიანობები და ა.შ.

9. არ არის შესაძლებელი მხოლოდ ერთი დაწესებულების ფარგლებში ინფორმაციის ექსპორტი (პასპორტი).

10. მიმდინარე პერიოდში შეიცვალა მაღალი რისკის სამედიცინო საქმიანობის შეტყობინების ფორმა. იმისათვის, რომ არ დაკარგულიყო არსებული ინფორმაცია, გადავწყვიტეთ ინფორმაციის შეტანა იმავე სქემით. პრობლემის არსი მდგომარეობს შემდეგში: არ არის შესძლებელი   საქმიანობების მიხედვით ძებნა.

     10.  გთხოვთ, რომ ფილტრში ,,საქმიანობის სახეები“: ,,საქმიანობა, რომელიც მოიცავს ინვაზიურ ჩარევას გაუტკივარებით“  დამატებითი საქმიანობების ჩამონათვალს დაემატოს ჩამონათვალი ფილტრში და ასევე ,,სხვა“ დაემატოს მოსანიშნი ფილტრით, რომლის საფუძველზეც ,,საძიებო სიტყვაში“ ჩაწერილი მნიშვნელობით გამოვა შესაბამისი ძებნის შედეგი.   

     11. თუ შესაძლებელია უკვე არსებულ მონაცემთა ბაზაში ტიპი მიენიჭოს ავტომატურად. ამისათვის მოგაწვდით სტაციონარული დაწესებულებების ს/კ-ებს, რომლებსაც მიენიჭებათ ტიპი - ,,სტაციონარი“, ხოლო ბაზაში არსებულ სხვა დანარჩენ დაწესებულებებს „ამბულატორია“.

    12. აუცილებლობას წარმოადგენს ელექტრონული ინფორმაციის ანალიზი.

     13. ამასთანავე, კვლავაც რჩება ზოგადი ხასიათის პრობლემები, რაც უკავშირდება სერვერთან გაძნელებულ კავშირს (ინტერნეტის დაბალი სიჩქარე?!), NAPR–თან სინქრონიზაციას.   რაც მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია ბაზაში ინფორმაციის შეტანის და გადამოწმების  დროს.

 

  გიგზავნით  ინფორმაციის ექსპორტირების ფორმატს Excel ფაილით.

 

 

 

  გმადლობთ,

 

პატივისცემით,

 

შორენა

-----------------------------------------------------------------------------------------------------------                                                                        

 

შორენა  კიწმარიშვილი

 

შრომის,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს

სსიპ სამედიცინო  საქმიანობის  სახელმწიფო  რეგულირების

სააგენტოს   ლიცენზიებისა  და  აკრედიტაციის  დეპარტამენტის

ლიცენზიების  სამმართველოს   მთავარი  სპეციალისტი

 

თბილისი  0119, აკ. წერეთლის გამზირი N144,  მე-13 სართული

 

ტელ.: +995 32  272   54 21

მობ.: 599 27 96 25

E-mail: skitsmarishvili@moh.gov.ge

 

-----Original Message-----
From: Tamta Kobakhidze <tkobakhidze@hssp.org.ge>
To: "shorena kitsmarishvili (shorikits@yahoo.com)" <shorikits@yahoo.com>, "iburduladze@moh.gov.ge" <iburduladze@moh.gov.ge>, "nkuchava@moh.gov.ge" <nkuchava@moh.gov.ge>, "apheikrishvili@moh.gov.ge" <apheikrishvili@moh.gov.ge>, "'skitsmarishvili@moh.gov.ge'" <skitsmarishvili@moh.gov.ge>
Cc: Adelina Faradian <AFaradian@hssp.org.ge>, Alexander Turdziladze <aturdziladze@hssp.org.ge>, "gtvalavadze@moh.gov.ge" <gtvalavadze@moh.gov.ge>, "tpirvelashvili@moh.gov.ge" <tpirvelashvili@moh.gov.ge>, "igoliadze@moh.gov.ge" <igoliadze@moh.gov.ge>, Vazha Ezugbaia <VEzugbaia@hssp.org.ge>
Date: Mon, 6 Jul 2015 09:48:37 +0000
Subject: ლიცენზირების მოდული

მოგესალმებით ქ-ნო შორენა,

 

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ლიცენზირების მოდულში არის ახალი საკითხები გასაკეთებელი. მოგმართავთ თხოვნით, მოგვწეროთ აღნიშნული საკითხების შესახებ, რის შემდგომაც შევაფასებთ საკითხების მოცულობას, მათი შეფასების ვადებს და შეგატყობინებთ.

 

 

დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის

 

Best Regards

 

Tata Kobakhidze

 

HMIS Processes Analyst

Abt Associates Incorporated – Georgia

USAID Health System Strengthening Project

144, A. Tsereteli Ave., 16 floor, Tbilisi 0119, Georgia

Tel: (995 32) 2 510 021, ext 1616

 


This message may contain privileged and confidential information intended solely for the addressee. Please do not read, disseminate or copy it unless you are the intended recipient. If this message has been received in error, we kindly ask that you notify the sender immediately by return email and delete all copies of the message from your system.