| From : | Alexander Nodia <anodia@hssp.org.ge> |
| To : | Tamta Komakhidze <t.komakhidze@ncdc.ge>; Tamar Dolakidze <t.dolakidze@ncdc.ge> |
| Subject : | RE: პრიორიტეტული საკითხები იმუნიზაციის მოდულისთვის... |
| Cc : | Alexander Turdziladze <turdziladze@gmail.com>; Ketevan Tatoshvili <ktatoshvili@hssp.org.ge>; Tamta Kobakhidze <tkobakhidze@hssp.org.ge>; Nikoloz Ivanauri <Nivanauri@hssp.org.ge> |
| Received On : | 10.06.2014 15:12 |
თამთა
- მე-4 საკითხთან დაკავშირებით მინდა გითხრა, რომ თუ ბენეფიციარი გაპასიურდება, დაწესებულების ბენეფიციარების ნუსხიდან ის მაინც არ იკარგება და ფილტრების საშუალებით შესაძლებელი იქნება მისი ნახვა (პასიურის შემთხვევაში ჩანს ასევე რატომ არის პასიური და ა.შ.).
- ასევე დაწესებულებას შეუძლია ნახოს პასიური ბენეფიციარის აცრები, თუმცა მასზე აცრის რეგისტრაცია, წაშლა და ცვლილება არ შეუძლია.
პატივისცემით
Alexander Nodia
Senior Expert in Health Information System
USAID Health System Strengthening Project
A. Tsereteli ave. #144 16nd FL. Tblisi Georgia
Tbilisi, Georgia Tel. (995 32) 510021 Ext.#1616
Mob: +995 93 235579
From: Tamta Komakhidze [mailto:t.komakhidze@ncdc.ge]
Sent: Tuesday, June 10, 2014 5:04 PM
To: Alexander Nodia; 'Tamar Dolakidze'
Cc: 'Alexander Turdziladze'; Ketevan Tatoshvili; Tamta Kobakhidze; Nikoloz Ivanauri
Subject: RE: პრიორიტეტული საკითხები იმუნიზაციის მოდულისთვის...
საღამო მშვიდობის
1. გვჭირდება იმ სამშობიაროების ჩამონათვალი, რომებიც გარდა იმის, რომ ეწევიან სამშობიაროებისთვის დამახასიათებელ საქმიანობას, ასევე არიან ვაქცინატორებიც;
ჩვენ აზრით, დროის დაზოგვის მიზნით თქვენს მიერ მოწოდებულ სამშობიაროებს გავაწევრიანებთ სამშობიაროებში და ამავე დროს დავტოვებთ მათ ვაქციანტორი დაწესებულებების ჯგუფშიც. ხოლო მას მერე რაც თქვენი მხრიდან წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია იმ დაწესებულებების შესახებ, რომლებიც ერთდროულად არიან სამშობიაროები და იმუნიზატორებიც, შესაბამისად ისინი დარჩებიან ორივე ჯგუფში, დანარჩენები კი მხოლოდ სამშობიაროების ჯგუფში (შედეგად ისინი ვერ შეძლებენ ბენეფიციარებს თავიანთ კონტიგენტში დამატებას).
აკო დავაზუსტე და თბილისის სამშობიაროებიდან, მხოლოდ „ჰერა 2011“ და ჩაჩავას კლინიკას აქვს ორივე ფუნქცია, დანარჩენი ყველა მხოლოდ სამშობიაროა.
404404042 | შპს ჰერა 2011 | დიდუბე | დიდუბე | თბილისი, ლუბლიანას ქ. №5 | სამშობიარო |
203827608 | ს/ს ჩაჩავას კლინიკა | მთაწმინდა | მთაწმინდა | თბილისი, კოსტავას №38 | სამშობიარო |
რაც შეეხება რაიონებში მოქმედ სამშობიაროებს კვირის ბოლოს მოგაწოდებ.
2. რაც შეეხება სჯც-ების საკითხს, ველოდებით სრულ სიას მათი სამოქმედო არეალებით; გიგზავნით.
რაც შეეხება სამოქმედო არეალებს. ჩვენთვის მთავარია ვიცოდეთ კონკრეტულ რაიონულ სჯც-ს რომელი დაწესებულებები გამოუჩნდეს, ამისათვის უმჯობესია ვიხელმძღვანელოთ ქვეყნის ადმინისტრაციული დაყოფის პრინციპით (ალბათ თქვენი მოწოდებული მისამართების ფაილიც ამის მიხედვით იქნება შედგენილი).
ჩვენგან კონკრეტული სიის მოწოდების აზრს ვერ ვხედავ, რადგან ამ ეტაპზე კონკრეტული მუნიც. სჯც შესაძლოა არ იღებდეს ანგარიშს რომელიმე ადმინისტრაციული ერთეულიდან (მაგ. თუ არ არის მედ. დაწესებულება)
3. გვჭირდება თქვენი დასტური ან შენიშვნა ჩვენს მიერ გამოგზაცვნილი საბეჭდი ფორმების თაობაზე;
კომენტარებიან ფაილებს გიგზავნი ცალკე მეილით
4. ასევე გვჭირდება თქვენი საბოლოო პასუხი მოდულში ბენეფიციარის აქტიური სტატუსის გაპასიურების მიზეზებთან დაკავშირებით (იხილებ თანმხლები მაილი)
იმუნიზაციის კუთხით კი აქტუალურია:
1. საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად წასვლა
2. გარდაცვლილი
3. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა
4. საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა
მინდა დავაზუსტო - ამ კრიტერიუმების მიხედვით ბენეფიციარი მოიხსნება დაწესებულების ბალანსიდან, მაგრამ ჩანაწერი მისი მონაცემებით სისტემაში მაინც დარჩება?!
და კიდევ, რამდენად შესაძლებელია ამ კრიტერიუმების ცვლილება?!
საუკეთესო სურვილებით
თამთა