From : Alexander Turdziladze <turdziladze@gmail.com>
To : Shorena Kitsmarishvili <skitsmarishvili@moh.gov.ge>; temuri1@yahoo.com; giviimnaishvili@mail.ru; iburduladze@moh.gov.ge; apheikrishvili@moh.gov.ge; Moris Tsamalashvili Tamta Kobakhidze; Vano Goliadze <vaniko@moh.gov.ge>; Tamta Kobakhidze </O=EXCHANGELABS/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=3dfeda8a09614377957ec3a8d48712bb-tkobakhidze@hssp.org.ge>
Subject : RE: რეგულირების მიმართულება - სამუშაო პროცესის ორგანიზება
Cc : Ketevan Tatoshvili </O=EXCHANGELABS/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=B9161c10604143d391e9baaf1abae129-ktatoshvili@hssp.org.ge>; Peter Cowley' 'Khechinashvili; George
Received On : 17.09.2012 14:05

ქალბატონო შორენა,

მადლობას მოგახსენებთ წერილისათვის.

როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ჩვენი პროექტი მზად არის თქვენთან ერთად განვიხილოთ წამოჭრილი საკითხები და დავსახოთ გზები მათ მოსაგვარებლად.

 

გთავაზობთ მოქმედების შემდეგ გეგმას;

1.      იმისათვის, რომ ავიცილოთ წერილობითი მიმოწერა (რაც პროცესს ძალიან მძიმეს და ხანგრძლივს გახდის), გთავაზობთ, ოთხშაბათს 12;00 საათზე დავნიშნოთ სამუშაო შეხვედრა და განვიხილოთ ყველა წამოჭრილი საკითხი

2.      შეხვედრის შემდეგ, პროექტი წერილობით მოიწერება შეხვედრის შედეგებს და მოსაგვარებელ საქმეთა ნუსხას, პასუხისმგებელ მხარეებს თითოეულ საკითხზე აგრეთვე ამ საკითხების მოსაგვარებლად საჭირო ვადებს.

 

გთხოვთ დაგვიდასტუროთ თუ აღნიშნული დრო არის მისაღები თქვენთვის. აგრეთვე გვითხრათ ვინ მიიღებს რეგულირების სააგენტოდან შეხვედრაში მონაწილეობას.

 

მადლობთ,

პატივისცემით,

ალეკო

 

From: Shorena Kitsmarishvili [mailto:skitsmarishvili@moh.gov.ge]
Sent: Monday, September 17, 2012 7:48 A
M
To: Alexander Turdziladze gtvalavadze@moh.gov.ge; temuri1@yahoo.com; giviimnaishvili@mail.ru; iburduladze@moh.gov.ge; apheikrishvili@moh.gov.ge; Moris Tsamalashvili Tamta Kobakhidze; 'Vano Goliadze'
Cc: 'Ketevan Tatoshvili'; 'Peter Cowley' 'Khechinashvili, George(Tbilisi/HSD)'
Subject: RE:
რეგულირების მიმართულება - სამუშაო პროცესის ორგანიზება

 

         ალეკო მოგესალმებით,

    კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას  თქვენ და თქვენს კოლეგებს, რეგულირების ლიცენზირების მოდულზე მუშაობის დროს, მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. მუშაობის პროცესის სწორი მიმართულებით წარმართვა საკმაოდ  დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. შეიძლება ჩაითვალოს, რომ აღნიშნული პროექტი წარმატებით ხორციელდება, თუმცა მუშაობის პროცესში გამოიკვეთა სხვადასხვა ტიპის ტექნიკური ხარვეზი თუ პრობლემა, რაც ვფიქრობ მოგვარებადია. კერძოდ:

1)   სამედიცინო დაწესებულებათა ნებართვა/ლიცენზია/შეტყობინების რეესტრებიდან (Excel ფაილები) ხარვეზებით არის გადმოტანილი ინფორმაცია ბაზაში, რის გამოც ა) არ იძებნება ზოგიერთი დაწესებულება; ბ)ზოგჯერ საქმიანობების ჩამონათველი არასრულია; გ) დუბლირებულია დაწესებულებები (რაც ძალიან ზრდის დაწესებულებების საერთო რაოდენობას); დ) დაწესებულებების ისტორია დასამუშავებელია თავიდან;  ე) შეტყობინებას დაქვემდებარებული საქმიანობების დიდი ნაწილი ხელით არის შესავსები,   შეყვანის დროს  ისტორიაში გადადის ძველი მონაცემი (რაც არაფრის მომცემია).

2)   ფილტრებში: ა) რეგისტრაციის პერიოდით ძიება არ ხდება; ბ) ზედმეტია დამფუძნებლის სამართლებრივი ფორმით ძიება; გ) შესაცვლელია გაცემის ტიპი (ბრძანების ტიპით), თუმცა ძიება  არ ხდება.

3)   რეგისტრაციის ფორმის ველების შევსების დროს  ვფიქრობ, ზედმეტია იურიდიულ მისამართში ცალ-ცალკე რეგიონის, მუნიციპალიტეტის და დასახლებული პუნქტის მითითება (ვავსებ  ხელით), რადგან   NAPR – დან მიღებული ინფორმაციით იურიდიულ მისამართი ივსება ავტომატურად და  ყველა ეს მონაცემია გათვალისწინებული (ერთ ველში).    ფაქტიურ მისამართს ისედაც ვავსებ ხელით.

4)   რეგისტრაციის ფორმაზე უნდა იყოს ნებართვის დუბლიკატის N, დუბლიკატის გაცემის საფუძველი, თარიღი და ინტერფეისზე  დაწესებულების გასწვრივ უნდა იყოს აქტიური დუბლიკატის N (და არა ადრე გაცემული ნებართვის N).

5)    გაურკვეველია NAPR –დან მიღებული ოფისის ტელეფონის ნომრები, რაც ხშირ შემთხვევაში არ ემთხვევა დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ უწყებრივ რეესტრში მითითებულ ნომერს.

6)   დაწესებულების ხელმძღვანელის ცვლილების დროს, ახალი დირექტორის მონაცემი უნდა იყოს აქტიური,რაც არ ფიქსირდება.

7)   სასურველია რეგულაციის ტიპის შესაბამისად (ლიცენზია/შეტყობინება) საქმიანობის  მითითებისას დაემატოს მისამართის ველი (მაგ: ავერსის კლინიკას, თბილისში აქვს რამდენიმე ამბულატორიული დაწესებულება სხვადასხვა მისამართზე (ეს არ არის ფილიალები), რის გამოც ბაზაში ცალ-ცალკეა შეყვანილი).

8)    მაღალი რისკის საქმიანობის დაწყებისას (შეტყობინება)  მითითებული გვაქვს რეგისტრაციის N, თარიღი.  გაუქმების შემთხვევაში  - ნებართვის და ლიცენზიისთვის საფუძველია  ბრძანების N , შეტყობინებისთვის  კი იქნება რეგისტრაციის N, რომლითაც შემოდის განაცხადი საქმიანობის შეწყვეტის შესახებ (უნდა დაემატოს).

      ჩვენი თხოვნით, ბაზას დაემატა  დაწესებულების ისტორიის დამატების ღილაკი, რომლის საშუალებითაც განხორციელდება ძველი ინფომაციის „მიბმა“ ახალ დაწესებულებაზე, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ დაწესებულების ისტორია, თავის მხრივ შეიძლება შეიცავდეს კიდევ სხვა ისტორიასაც (მაგ:   საგარეჯოს რაიონული საავადმყოფოჯეო ჰოსპიტალი (გადაცემის ბრძანებით)ჯეო ჰოსპიტალი (ახალი მისამართი)); აღნიშნული ინფორმაცია არ უნდა დაიკარგოს.

  გასათვალისწინებელია ისიც, რომ შეტყობინების Excel-ის ფაილიდან მიგრირებულ ინფორმაციაში ერთი და იგივე დაწესებულებას, სხვადასხვა დროს აქვს შემოტანილი შეტყობინება  (ცალ-ცალკე რეგისტრაციის N აქვს) და საჭიროა ამ ინფორმაციის გაერთიანება. ღილაკი დამატებულია, მაგრამ არ არის აქტიური.

  ინტერფეისზე    სამედიცინო დაწესებულებების დასახელების გარდა აუცილებლად უნდა იყოს მითითებული: სტატუსი, რეგიონი, მისამართი (ფაქტიური), ხელმძღვანელი, საკონტაქტო ტელეფორნი (ქალაქი/მობილური), სანებართვო მოწმობის N/სალიცენზიო მოწმობის N/ შეტყობინების რეგისტრაციის N, რეესტრის ნომერი (ნებართვა/ლიცენზია).

ბაზაში არსებული მონაცემების ექსელის ფორმატში გადატანის  დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ გაუქმებული ნებართვა/დანართი/შეტყობინება არ უნდა გადავიდეს (წინააღმდეგ შემთხვევაში, კვლავ ხელით იქნება ინფორმაცია დასამუშავებელი). აღნიშნულ ფორმატში გადატანის დროს არ არის საჭირო დეტალური ინფორმაციის კოპირება (ართულებს ინფორმაციის დამუშავებას); ბეჭდვის ფორმატის ვარიანტები გადმოგზავნილი მაქვს.

  ზემოთ ჩამოთვლილი ცალკეული საკითხი მუშაობის პროცესში განხილულია პროგრამისტებთან, ზოგიერთი ტექნიკური ხარვეზი პერიოდულად სწორდება, თუმცა პროექტი სრულფასოვნად   დასრულებისთვის საჭიროებს თქვენს აქტიურ მხარდაჭერას.

   ამასთანავე, გვაქვს ზოგადი ხასიათის პრობლებაც, რაც უკავშირდება სერვერთან გაძნელებულ კავშირს (ინტერნეტის დაბალი სიჩქარე?!), ძალიან ნელია მონაცემების დამუშავების პროცესი, რაც მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია ბაზაში ინფორმაციის შეტანის და გადამოწმების  დროს. აღნიშნულთან დაკავშირებით,  ინფორმირებულია  ტექნოლოგიების დეპარტამენტიც. შედარებით დაჩქარდა   NAPR–თან სინქრონიზაციის დრო.

 

 

        პატივისცემით,

     შორენა კიწმარიშვილი

ლიცენზირებისა და აკრედიტაციის დეპარტამენტის

ლიცენზირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი

 

-----Original Message-----
From: "Alexander Turdziladze"
To: , , , , , , , , ,
Cc: "'Sandro Urushadze'" , "'Moris Tsamalashvili'" , "'Andro Dgebuadze'" , "'Tamta   Kobakhidze'" , "'Vano Goliadze'" , "'Ketevan Tatoshvili'" , "'Peter Cowley'" , "'Khechinashvili, George   \(Tbilisi/HSD\)'"
Date: Fri, 17 Feb 2012 15:33:07 +0400
Subject: RE:
რეგულირების მიმართულება - სამუშაო პროცესის ორგანიზება

პატივცემულო კოლეგებო,

პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო მთელ რეგულირების სააგენტოს აქტიური ჩართულობისათვის და თანამშრომლობისათვის მთელი სამუშაო პროცესის განმავლობაში.

ინფორმაციის სახით გიგზავნით ე.წ მოკაპებს, რომელზეც შევთანმდით, იმისათვის რომ დავიწყოთ მოდულების შექმნა;

-          სამედიცინო დაწესებულებების ელექტრონული აღრიცხვის მოდული

-          სამედიცინო პერსონალის ელექტრონული აღრიცხვის მოდული (როგორც ექიმებისათვის ასევე ექთნებისათვის)

 

ვინაიდან ბიზნეს პროცესი აღნიშნული მიმართულებით არ იცვლება (რა თქმა უნდა არ გვულისხმობ ელექტრონულ სერვისებს, რომელიც ავტომატურად დააყენებს დღის წესრიგში ბევრი მიდგომის ცვლილებას), თქვენთან შეთანმხებით ავირჩიეთ უმოკლესი გზა და არ დავიწყეთ პროცესის დოკუმენტირება წინასწარ. ჩვენი პროექტი იხელმძღვანელებს ამ მოკაპებით და სხვდასხვა არსებული მასალებით და უშუალოდ ”მოდულის” შექმნის პროცესში მოახდენს სხვადასხვა საკითხების დახვეწას ასეთი პირობის არსებობის შემთხვევაში.

 

მინდა ავღნიშნო რომ აღნიშნული მოდული იქნება საწყისი ჩვენი ურთიერთობების და მოკლე ვადებში კიდე სხვა ბევრი სიახლეებიც გვექნება.

 

ვიმედოვნებ აქტიურ თანამშრომლობას მთელი სამუშაო პროცესის განმავლობაში,

 

პატივისცემით,

ალეკო

 

 

Alexander Turdziladze

Health Management Information System Officer

Abt Associates Incorporated - Georgia

USAID Health System Strengthening Project

1B, Budapest Street, Flour 5

Tbilisi 0160, Georgia

Tel. (995 32) 388 733; 388 734

Fax; (995 32) 388 735

 

 

 

From: Alexander Turdziladze [mailto:turdziladze@gmail.com]
Sent: Thursday, January 12, 2012 10:18 PM
To: 'gtvalavadze@moh.gov.ge'; 'temuri1@gmail.com'; 'p.bukia@yahoo.com'; 'kzaldastanishvili@mail.moh.gov.ge'; 'giviimnaishvili@mail.ru'; 'irmaburduladze@yahoo.com'; 'anapeikrishvili@yahoo.com'; 'khatuna.kk@gmail.com'; 'shorikts@yahoo.com'
Cc: 'Tamta Kobakhidze'; 'Vano Goliadze'; 'Ketevan Tatoshvili'; 'Peter Cowley'; 'Khechinashvili, George (Tbilisi/HSD)'
Subject:
რეგულირების მიმართულება - სამუშაო პროცესის ორგანიზება

 

პატივცემულო კოლეგებო,

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოგილოცოთ შობა და ახალ წელი, გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს, ჯანმრთელობას და ბედნიერებას.

გუშინ ბატონ თემურ პირველაშვილთან გამართულ შეხვედრის შესაბამისად გადავწყვიტეთ გავაკეთოთ პროცესის ფორმალიზაცია სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში ”რეგულირების მიმართულებით” საინფორმაციო სისტემების განვითარების კუთხით, რაც მიზნად ისახავს პერიოდულად მოგაწოდოთ ინფორმაცია, სამუშაო პროცესის შესახებ, რომელსაც ჩვენი პროექტი ეწევა თქვენთან ერთად, თუ კონკრეტულად სად ვიმყოფებით, ან სხვადასხვა საკითხებზე თითოეული თქვენთაგანის მოსაზრების დაფიქსირების ან შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების მიზნით.    

 

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენმა პროექტმა შეისწავლა რეგულირების მიმართულებით არსებული სხვადასხვა საკითხები და აგრეთვე ჩამოყალიბებულია ხედვა, თუ რა სახის საინფორმაციო პროდუქტები შეიქმნას აღნიშნული მიმართულებით. გთხოვთ იხილოთ პრეზენტაცია და აგრეთვე კონცეფცია ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებისათვის საქართველში, რომლებიც თან ახლავს დოკუმენტს.

 

გუშინდელ შეხვედრაზე ჩამოვაყალიბეთ ის კონკრეტული ხელშესახები პროდუქტები, რომელსაც პირველ ეტაპზე მიიღებს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო, რეგულირების მიმართულებით:

-          სამედიცინო დაწესებულებების ელექტრონული აღრიცხვის მოდული

-          სამედიცინო პერსონალის ელექტრონული აღრიცხვის მოდული

-           

აღნიშნული მოდულები ერთადერთი ძირითადი წყარო გახდება ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულების ან სამედიცინო პერსონალის იდენტიფიცირებისათვის და კანონით დადგენილი საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად  საქართველოში, როგორც სამინისტროს შიგნით, ასევე მის გარეთ. მოდულები შეიქმნება ბოლო საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით და საშუალება გექნებათ მიიღოთ  ინფორმაცია სხვადასხვა უწყებებიდან.

 

გუშინედელი შეთანხმების შესაბამისად დღეს გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც ვისაუბრეთ კონკრეტულ ნაბიჯებზე თუ რა უნდა გააკეთდეს ერთობლივად უახლოეს დღეებში.

 

1.       არსებული მონაცემთა ბაზების სტრუქტურის აღწერა

2.       სხვა ელექტრონული ინფორმაციის სტრუქტურა (რა ფორმატშია)

3.       რეესტრების ანალიზი

4.       ინფორმაციის მომწოდებლებისგან (მაგ. პროვაიდერები, ექიმები...) მიღებული ინფორმაცია - ფორმები

5.       სასურველი დამატებითი ინფორმაცია რაც არც ერთ ზემოთაღნიშნულში არ ფიგურირებს

6.       ნორმატიული და საინსტრუქციო დოკუმენტები

7.       კონტროლის დაგეგმვის და შედეგების მონაცემთა ბაზის სტრუქტურა

 

შევეცდებით მაქსიმალურად ოპერატიულად მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს მომდევნო ნაბიჯებზე

 

თუ რამე გამომრჩა გთხოვთ დაამატოთ

 

ვიმედოვნებ ძალინ მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას,

 

პატივისცემით,

ალეკო

 

Alexander Turdziladze

Health Management Information System Officer

Abt Associates Incorporated - Georgia

USAID Health System Strengthening Project

1B, Budapest Street, Flour 5

Tbilisi 0160, Georgia

Tel. (995 32) 388 733; 388 734

Fax; (995 32) 388 735