From : Manuchar Tokhadze <MTokhadze@hssp.org.ge>
To : Alexander Turdziladze <turdziladze@gmail.com>; Nino Jvarelia <njvarelia@ncdc.ge>; Vladimer Getia <khgetia@gmail.com>
Subject : RE: საკოორდინაციო შეხვედრა
Cc : Mary Gelashvili <MGelashvili@hssp.org.ge>; Eka Kavtaradze <kavtaradze.eka@gmail.com>; Sergo Rostiashvili <SRostiashvili@hssp.org.ge>; sergo <sergo.mdz@gmail.com>; sopio aspanidze <sopioaspanidze@yahoo.com>; Ekaterine Kavtaradze <e.kavtaradze@ncdc.ge>; Vazha Ezugbaia <VEzugbaia@hssp.org.ge>; Tamta Kobakhidze <tkobakhidze@hssp.org.ge>
Received On : 11.07.2014 17:36
Attachments :

მოგესალმებით.

 

გთხოვთ იხილოთ სტატუსები სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში. გთხოვთ გადაამოწმოთ და მოგვწეროთ, თუ რამე არის დარჩენილი გასაკეთებელი. კარგი იქნება თუ გავაკეთებთ საკოორდინაციო შეხვედრებს კვირაში ერთხელ.

 

პირველ რიგში მოგახსენებთ , რომ თქვენს თანამშრომლებს გახსნილი აქვთ წვდომა ფინანსურ მოდულთან. აქვე დავამატებთ, რომ სისტემის რეალურ რეჟიმში გაშვებისას მაქსიმალურად დაგეხმარებით ყველა საკითხში (და არამარტო დასაწყისში J).

 

იმუნიზაციის საანგარიშგებო პერიოდზე (როდესაც ერთ თვეში, შესაძლოა რამოდენიმე თვის ანგარიში მოგვაწოდოს დაწესებუელებამ) პრობლემა არ არის.

 

გწერთ სტატუსებს რომლებიც ექსელის ფაილში იყო მოცემული და სინქრონიზაციას ველოდებოდით ჰესპერუსთან, აგრეთვე შიდსის ცენტრის წარმომადგენლების მიერ წამოყენებულ საკითხებზეც.

 

ჩამოვწერთ იმ საკითხებს რომელიც გავასწორეთ/გავაკეთეთ:

 

თავდაპირველად  ჩამოვწერ შიდსის ცენტრის წარმომადგენლების მიერ დასმულ საკითხებს:

 

1.      კლინიკურში ფასებს არ აქვს მძიმე და ფასი 5,65 ის მაგივრად იწერება 56500, სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელი თანხა აქაც არ წერს მძიმეს.

 

გასწორებულია.

 

2.      ბ-ც ჰეპატიტებში ზედმეტი კოდები არ არის წაშლილი.

 

გასწორებულია

 

3.      სისტემაში ჩანაწერის წაშლის შემდეგ ესპორტს რომ ვაკეთებთ ექსელში წაშლილი ჩანაწერი ექსელის ფაილში ისევ ჩანს.

 

როდესაც წაიშლება მონაცემი, ბრაუზერი ქეშში იმახსოვრებს და ცოტა ხანი უნდა (20 წუთი მაინც) რომ ქეშიდანაც წაიშალოს მონაცემი.

 

4.      ვალიდაცია არ გვაძლევს განმეორებით ჩანაწერს.

 

გაკეთებულია

(დავამატებ: თუ პიროვნება დარეგისტრირდა B  და C კომპონენტში რაღაც ხელ. კოდით, და შემდეგ ისევ იმავე კომპონენტში იგივე კოდით მაშინ პროგრამა დაუწერს დუბლირებულს. თუ იგივე პიროვნება დარეგისტრირდა კლინიკურის კომპონენტში ვალიდაცია არ გაატარებს და დაუწერს , რომ პიროვნება დარეგისტრირებულია B და C კომპონენტში. ვალიდაცია მუშაობს კლინიკურ კომპონენტზეც. 

 

შენიშვნა: დუბლირების ვალიდაცია არ ითვალისწინებს დუბლირებას რომელიც არის სამუშაო ვერსიაში, რადგან ეგ ვალიდაცია რომ სამუშაო ვერსიასაც დავადოთ დიდი ხანი მოუნდება 1 ფორმაზე ვალიდაციის გატარებას და ელ ანგარიშგების მოდული საგრძნობლად შენელდება. ამიტომ თუ მოხდა და დუბლირებული ჩანაწერი გააკეთა დაწესებულებამ და გადმოაგზავნა თქვენ შეგიძლიათ დააჯგუფოთ მონაცენმები პირადი ნომრის მიხედვით და მარტივად ამოიცნოთ დუბლირებული ჩანაწერი. თუ უკვე შემდეგ შესრულებაში მოხდება იგივე პირადი ნომრის დაფიქსირება უკვე პროგრამა დაიჭერს ასეთ ჩანაწერს და არავალიდურად გახდის მიზეზით (დუბლირებული ჩანაწერი) )

 

ახლა ჩამოვწერ დარჩენილ საკითხებს რაც გვეწერა ექსელის ფაილში

 

·         ხელოვნური კოდების ფასები (კოდების მონიშვნის საშუალება კი დაემატა,  მარა არ არის დამატებული კოდების ფასი თითეულზე და როდესაც მონიშნავ სამივე კოდს უწერს მხოლოდ ერთი კოდის (130401) ფასს -  5.65 ლარს);

 

გაკეთებულია

 

 

·         არ არის ვალიდაცია დადებული შემდეგზე: ერთ საანგარიშგებო თვეში პროგრამაში ერთი და იგივე პაციენტი 2-ჯერ იქნა დარეგისტრირდა, თუმცა ამაზე ვალიდაცია როცა ჩვენ გავდიოდით ამ ფორმებს, იყო დადებული.

ზემოთ მოვიწერე ,  გაკეთებულია

 

·         „დიარეული დაავადებების ეპიდზედამხედველობის“ კომპონენტის ფარგლებში ფორმა N2 - შემთხვევათა რეესტრი სრულ ვალიდაციას ვერ გადის მონაცემების  შეყვანის შემდეგ. 

გასწორებულია

 

·         „ჰეპატიტის გავრცელების“ კომპონენტის  ფორმებს  (ფორმა N1 ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტს  და  ფორმა N2 - შემთხვევათა რეესტრს) არ აქვთ შესაბამისი ხელოვნური კოდები მიბმული (130320-ვირუსული ჰეპატიტები) და სხვა ხელოვნური კოდებით გადიან ვალიდაციას.  პირადი N  შეყვანისას  მისამართის ველი და სქესი არ გააქტიურდა, ველი რჩება ცარიელი.

ნინო ჩეკურიშვილთან სატელეფონო საუბრის შედეგად გადაწყდა, რომ არცერთ დაწესებულებას  არ უჩანს ეს ფორმა და სანამ ახალი კონტრაქტები არ გაუფორმდებათ არც უნდა გამოჩნდეს არც ფორმა და არც ხელ. კოდი.

პირადი ნომრის შეყვანის შემდეგ მისამართი და სქესი რომ შეავსოს გასწორებულია

 

 

·         „ნოზოკომიური ინფექციების ეპიდზედამხედველობის“  კომპონენტის საანგარიშგებო ფორმებს (ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს და შემთხვევათა რეესტრებს არ აქვთ ჩაშლილად შესაბამისი ხელოვნური კოდები  და ჩამონათვალში ჩანს ზოგადად ერთი ხელოვნური კოდი  1303166 , ნაცვლად ქვემოთ ჩამოთვლილისა( 1303166-სისხლი 1303167-ნახველი 1303168-შარდი 1303169-ნაცხი ჭრილობიდან)

 

გასწორებულია და ნინო ჩეკურიშვილთან ერთად გადამოწმებულია.

 

გადავამოწმეთ ... "მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა" – 211385767 დაწესებულების მაგალითზე

·         „სქესობრივად გადამდებ დაავადებათა, ნოზოკომიური ინფექციების, დიარეული დაავადებების, ჰეპატიტებისა  ეპიდზედამხედველობის“ კომპონენტის მიმწოდებელ დაწესებულებები სისტემაში შესვლისას ვერ ხედავენ NCDC ხეს (არ ჩანს საანგარიშგებო ფორმები).

გასწორებულია.   სინქრონიზაციის შემდეგ გამოუჩნდა დაწესებულებებს NCDC ხე.  გთხოვთ მომწეროთ რომელ დაწესებულებას არ უჩანს საანგარიშგებო ფორმები და გადავხედავთ.

 

 

·         „ბავშვთა ასაკის მსუბუქი და საშუალო ხარისხის მენტალური განვითარების დარღვევების პრევენციის“ და „ეპილეფსიის დიაგნოსტიკა და ზედამხედველობის“ კოპონენტების ფარგლებში თითოეული რეგისტრირებული პაციენტის მიმართ ჩატარებული  მომსახურეობა არ შემოიფარგლება მხოლოდ  ერთი ქმედებით და თითოეული ქმედება ცალკეული  კოდის მიხედვით არის განფასებული,  რაც განაპირობებს ერთი პაციეტის მონაცემების რამდენიმეჯერ შეტანას სისტემაში, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს, მაგალითად,   ითოეულ პაციენტის  რეგისტრაცი      საშუალოდ ეპილეფსიის კომპონენტში 20 დან 25 წუთია, ხოლო „ბავშვთა მენტალური განვიათრების“  კომპონენტში 12  და 15  წუთამდეა. 

 

გაკეთებულია

 

·         “0-იდან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა განვითარების შეფერხების სკრინინგის“ კომპონენტის ფარგლებში არ ჩანს ფორმები

 

გაკეთებულია,  სინქრონიზაციის შემდეგ გამოჩნდა. 

 

 

 

Manuchar Tokhadze

Documenter/Trainer

Abt Associates Incorporated - Georgia

USAID Health System Strengthening Project

144, Tsereteli Avenue

Tbilisi 0119, Georgia

Tel.: (995 32) 251 00 21 (ext.: 1617)

Mob.: (995 9399 99 60

ehealth.moh.gov.ge

 

Description: Description: hssp_log_0

 

From: Alexander Turdziladze [mailto:turdziladze@gmail.com]
Sent: Thursday, July 10, 2014 7:26 PM
To: 'Nino Jvarelia'; Manuchar Tokhadze; 'Vladimer Getia'
Cc: Mary Gelashvili; 'Eka Kavtaradze'; Sergo Rostiashvili; 'sergo'; 'sopio aspanidze'; 'Ekaterine Kavtaradze'; Vazha Ezugbaia; Tamta Kobakhidze
Subject: RE:
საკოორდინაციო შეხვედრა

 

ნინო, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ შეხვედრისათვის თქვენ და ყველა კოლეგას.

როგორც გავარკვიეთ უმეტესი საკითხი გადაწყდება სინქრონიზაციის გაკეთებისას ჰესპერუსთან.

ყველა საკითხს გავდივართ და ორშაბათს შეგეხმიანებით, თანაც იმედი გვაქვს რომ დათო ჟორჟოლიანი და მიშა ანდღულაძეც შეგვეხმიანებიან სერვისზე ორშაბათამდე (როგორც დღეს დაგვპირდნენ)

 

პატივისცემით,

ალეკო

 

Alexander Turdziladze

Chief of Party

Abt Associates Incorporated - Georgia

USAID Health System Strengthening Project
A. Tsereteli ave. #144 16th FL. Tblisi Georgia

Tel. (995 32) 510021 Ext.#1617
Mob: +995  593 226226

 

From: Nino Jvarelia [mailto:njvarelia@ncdc.ge]
Sent: Wednesday, July 09, 2014 4:20 PM
To: 'Alexander Turdziladze'; 'Manuchar Tokhadze'; 'Vladimer Getia'
Cc: 'Mary Gelashvili'; 'Eka Kavtaradze'; 'Sergo Rostiashvili'; 'sergo'; 'sopio aspanidze'; 'Ekaterine Kavtaradze'; 'Vazha Ezugbaia'; 'Tamta Kobakhidze'
Subject: RE:
საკოორდინაციო შეხვედრა

 

კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონო ალეკო,

 

მინდა გითხრათ, რომ თქვენი წარმომადგენლები იყვნენ დღეს ჩვენთან და მივიღეთ ძალიან დიდი ინფორმაციული მასალა, რომელზეც რა თქმა უნდა ზოგადი წარმოდგენ გვაქვს და კიდევ ერთხელ საჭირო გახდება იგივე პროცესის გავლა უკვე საანგარიშგებო დოკუმენტების მიღების შემდეგ.  ერთიანად ასეთი დიდი მასალის დამახსოვრება დამერწმუნეთ ძალიან ძნელია.

 

ჩვენს დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ შიდსის ცენტრის წარმომადგენლები, მათ მიერ წამოჭრილი პრობლემები/ხარვეზები მანუჩარმა ჩაინიშნა და ალბათ მოგახსენებთ.

 

გარდა ამისა, გაირკვა, რომ ვინაიდან ანგარიშგებაზე  პასუხისმგებელი პირები ბეჭდავენ და აწერენ ხელს მიღება_ჩაბარების აქტებს, აუცილებელია მაგათი ფინსნურ მოდულში დარეგისტრირება (ეს პირები ადრე დარეგისტრირებული იყვნენ მხოლოდ ელ.ანგარიშგების მოდულში და აღნიშნული არიან დანართში წითელ ფერად). განმეორებით გიგზავნით ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთა მონაცემებს.

 

რაც შეეხება შეხვედრას, თანახმა ხვალ შედგეს ეგ შეხვედრა, ჩემი მხრიდან არ არის პრობლემა, მხოლოდ ვერ იქნებიან ვერც ხვიჩა და ქალბატონი ეკა შეხვედრაზე (ხვიჩა შვებულებაშია, ქალბატონი ეკა მივლინებაშია). თქვენ თუ მხოლოდ ჩვენი წარმომადგენლობით თანახმა იქნებით, მზად ვარ ხვალ გავმართოთ.

 

პატივისცემით,

 

ნინო ჯვარელია

 

From: Alexander Turdziladze [mailto:turdziladze@gmail.com]
Sent: 09 July, 2014 10:04 AM
To: 'Alexander Turdziladze'; 'Nino Jvarelia'
; 'Manuchar Tokhadze'; 'Vladimer Getia'
Cc: 'Mary Gelashvili'; 'Eka Kavtaradze'; 'Sergo Rostiashvili'; 'sergo'; 'sopio aspanidze'; 'Ekaterine Kavtaradze'; 'Vazha Ezugbaia'; 'Tamta Kobakhidze'
Subject:
საკოორდინაციო შეხვედრა

 

მოგესალმებით,

თქვენის ნებართვით, ხვალ მინდა მორიგი საკოორდინაციო შეხვედარ გთხოვოთ ფინანსურ მოდულთან დაკავშირებით თქვენთვის მისაღებ ნებისმიერ დროს.

 

მადლობა წინასწარ,

ალეკო

 

Alexander Turdziladze

Chief of Party

Abt Associates Incorporated - Georgia

USAID Health System Strengthening Project
A. Tsereteli ave. #144 16th FL. Tblisi Georgia

Tel. (995 32) 510021 Ext.#1617
Mob: +995  593 226226