From : Alexander Turdziladze <aturdziladze@hssp.org.ge>
To : geo hospitals gh <geohospitals@gmail.com>; Tamta Kobakhidze <tkobakhidze@hssp.org.ge>
Subject : RE: სამედიცინო დაწესებულების პასპორტიზაცია
Received On : 19.12.2014 11:22
Attachments :

ნათია მოგესალმები!!

თათა, გთხოვ გადახედე აღნიშნულ წერილს და დავეხმაროთ ... სადაც საყოველთაო ან სამინისტროს ჩართვა იქნება საჭირო

 

Alexander Turdziladze

Chief of Party

Abt Associates Incorporated - Georgia

USAID Health System Strengthening Project
A. Tsereteli ave. #144 16th FL. Tblisi Georgia

Tel. (995 32) 510021 Ext.#1617
Mob: +995  593 226226

 

From: geo hospitals gh [mailto:geohospitals@gmail.com]
Sent: Thursday, December 18, 2014 4:38 PM
To: Alexander Turdziladze
Subject:
სამედიცინო დაწესებულების პასპორტიზაცია

 

ბატონო ალეკო, მოგესალმებით და საუკეთესო სურვილებით წინასწარ გილოცავთ დამდეგ დღესასწაულებს!

წინა წერილში მოგწერეთ ქსელში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შესახებ. კერძოდ, ფუნქციონირება დაიწყო შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს"-ის ჭიათურის ამბულატორიულმა ცენტრმა, რომელიც უნდა დაემატოს პორტალს მონაცემების ასატვირთად. ასევე არ არის ატვირთული შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს"-ის ზესტაფონის ფსიქო-ნარკოლოგიური ცენტრი. რაც შეეხება პორტალზე ატვირთულ კაჭრეთის საოჯახო მედიცინის ცენტრს, მითითებული აქვს ჩვენი საიდენტიფიკაციო კოდი, თუმცა ასეთი სტრუქტურული ერთეული ჩვენს ქსელში არ არის. ჩვენს შემადგენლობაშია შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს"-ის სართიჭალის ამბულატორია, რომელიც ასევე ატვირთულია პორტალზე.

გიგზავნით  შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს"-ის სამედიცინო ერთეულების სახელწოდებების უნიფიცირების მიზნით შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს"-ის დირექტორის მიერ გამოცემულ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც სასურველია შესწორდეს პორტალზე ატვირთული დაწესებულებების სახელწოდებები. საყოველთაოში აღნიშნული საკითხი შეთანხმებულია და დოკუმენტურად რეგისტრირებული.

წინასწარ გიხდით დიდ მადლობას.


--

პატივისცემით,

ნათია ბოგვერაძე
საქმისწარმოების მენეჯერი

Inline images 1

თბილისი 0160, ვაჟა-ფშაველას გამზ. #16
ტელ.: (+99532) 2505 222 (ext.4513)
მობ.: (+995) 577 14 16 15