| From : | Alexander Turdziladze <aturdziladze@hssp.org.ge> |
| To : | Davit Torua <dtorua@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: სტატისტიკა |
| Cc : | Tamta Kobakhidze <tkobakhidze@hssp.org.ge>; Ketevan Tatoshvili <ktatoshvili@hssp.org.ge>; Adelina Faradian <AFaradian@hssp.org.ge> |
| Received On : | 17.12.2014 10:49 |
თათა,
გთხოვ აღნიშნული საკითხი განიხილოთ და გვითხრათ რა ვადებში იქნება შესაძლებელი. ბატონ დავითს ვესაუბრე და იცის ჩვენი დატვირთული გრაფიკის შესახებ.
მადლობთ,
ალეკო
Alexander Turdziladze
Chief of Party
Abt Associates Incorporated - Georgia
USAID Health System Strengthening Project
A. Tsereteli ave. #144 16th FL. Tblisi Georgia
Tel. (995 32) 510021 Ext.#1617
Mob: +995 593 226226
From: Davit Torua [mailto:dtorua@moh.gov.ge]
Sent: Wednesday, December 17, 2014 2:14 PM
To: Alexander Turdziladze
Subject: სტატისტიკა
ალეკო გამარჯობა,
გთხოვ, მოგვაწოდოთ ,, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 4 აგვისტოს №01-33/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესის“ თანახმად, საინფორმაციო პორტალზე დარეგისტრირებული მონოპროფილური და მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებების მონაცემებთა განახლების შესახებ (სტასტიკა) ინფორმაცია, კერძოდ: სამედიცინო დაწესებულების დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, მონაცემთა განახლების სტატისტიკა ბოლო 3 თვის განმავლობაში (ინფორმაცია რომელის განახლებაც ევალებათ ზემოაღნიშნული ბრძანების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით:
„3. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ფაქტობრივი მდგომარეობის რაიმე სახის ცვლილება ასახოს შესაბამის ელექტრონულ პორტალზე შევსებულ საკუთარი პასპორტიზაციის მონაცემებში და მონაცემები განაახლოს ყოველი თვის პირველი რიცხვისთვის, ამასთან:
ა) საწოლთა ფონდთან დაკავშირებული მონაცემები, კერძოდ: რეანიმაციული (მ.შ. პედიატრიული და ნეონატალური), ქირურგიული (მ.შ. პედიატრიული), ინფექციური (მ.შ. პედიატრიული), სამეანო, ნეონატალური, უნდა განახლდეს ყოველი სამუშაო დღის დასაწყისში. ცალკე მიეთითება თავისუფალ საწოლთა რაოდენობა; (7.10.2014 N01-73/ნ)
ბ) თავისუფალი რეანიმაციული (მ.შ. პედიატრიული და ნეონატალური) და ინფექციური (მ.შ. პედიატრიული) საწოლების, თავისუფალი ხელოვნური სუნთქვის აპარატების და თავისუფალი კიუვეზების შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი ხარისხობრივი და რაოდენობრივი ცვლილება უნდა აისახოს მაქსიმუმ 1 (ერთი) საათის განმავლობაში; (7.10.2014 N01-73/ნ)
გ) სისხლისა და სისხლის კომპონენტების მარაგების ცვლილების შესახებ ინფორმაცია უნდა აისახოს ყოველი სამუშაო დღის დასაწყისში.“).
პატივისცემით,
დავით ტორუა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა
და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსის მ/შ
ტელ. 599899001