| From : | Ekaterine Kavtaradze <e.kavtaradze@ncdc.ge> |
| To : | Alexander Turdziladze <aturdziladze@hssp.org.ge>; Nikoloz Ivanauri <Nivanauri@hssp.org.ge>; Tamta Komakhidze <t.komakhidze@ncdc.ge> |
| Subject : | RE: ფილტრი |
| Cc : | Alexander Nodia <anodia@hssp.org.ge>; Ketevan Tatoshvili <ktatoshvili@hssp.org.ge>; Tamta Kobakhidze <tkobakhidze@hssp.org.ge>; vaniko@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge |
| Received On : | 03.04.2014 11:19 |
| Attachments : |
ალეკო,
მადლობა კომენტარისთვის.
როგორც გუშინ გესაუბრე, СDC-ს საქართველოს ოფისის დახმარებით დკსჯეც-ს მიერ დაგეგმილია იმუნიზაციით მოცვის შეფასების პილოტური მოსამზადებელი კვლევა, რისთვისაც გვჭირდება იმუნიზაციის მოდულში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების მონაცემები.
მე ამ საკითხზე ვესაუბრე ბატონ ვანო გოლიაძეს (IT დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს), ავუხსენი კვლევის დანიშნულება და რომ, კვლევის ანგარიშებში მონაცემები მოყვანილ იქნება მხოლოდ აგრეგირებული სახით და არ იქნება დარღვეული პირის პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალობა. ამასთან, ბატონმა ვანომ განმიმარტა, რომ ვინაიდან დკსჯეც არის მოდულის ძირითადი მომხმარებელი, მას არსებულ მონაცემებზე წვდომა აქვს და მათი გამოყენება (პირის პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვით) შეუძლია, ცენტრის მიზნებისათვის (იმუნიზაციის საკითხი და მოცვის მაჩვენებლების გაუმჯობესება კი როგორს იცი, ჩვენი ცენტრის ერთ-ერთ მთავარ მიზანს და ამოცანას წარმოადგენს).
ბატონი ვანო დავამატე მიმოწერაში, რომ თავიდან ავიცილოთ რაიმე სახის მისკომუნიკაცია.
პატივისცემით,
ეკა ქავთარაძე
სსიპ ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა
კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
გენერალური დირექტორის მოადგილე
9, Asatiani str
0186, Tbilisi Georgia
Tel: (99532) 31-17-54 ext: 224
Fax: (99532) 31-17-55
E-mail: e.kavtaradze@ncdc.ge
From: Alexander Turdziladze [mailto:aturdziladze@hssp.org.ge]
Sent: Thursday, April 03, 2014 2:05 PM
To: Nikoloz Ivanauri; Tamta Komakhidze
Cc: Alexander Nodia; Ketevan Tatoshvili; Tamta Kobakhidze; e.kavtaradze@ncdc.ge
Subject: RE: ფილტრი
თამთა,
გუშინაც ვისაუბრეთ, რომ მონაცემების გამოყენების საკითხი უნდა იქნას გარკვეული თქვენს იურისტებთან ან სამინისტროს აიტი დეპარტამენტთან. როგორც ავღნიშნე ჩვენ იურიდიულად უფლება არ გვაქვს სამოქალაქო რეესტრის მონაცემები გადმოგიგზავნოთ. ვთვლი, რომ ნიკუშას როცა წერილი მიწერეთ ჩვენ მიმოწერაში უნდა ვყოფილიყავით, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში არ დავუშვებდი, რომ ამ შეთანხმების გარეშე გამოეგზავნა მონაცემები. ამ შემთხვევაში ნიკამ უნებურად დაუშვა იურიდიულად უხეში შეცდომა, ვინაიდან ჩვენთან შეუთანხმებლად გადმოაგზავნა აღნიშნული მონაცემები.
მოგმართავთ თხოვნით, რომ აღნიშნული მონაცემები არ გამოიყენოთ შეთანხმების გარეშე იურიდიულ სამსახურთან ან აიტი დეპარტამენტთან და გთხოვთ, ნუ ჩაგვთვლით ამ მონაცემების გამოგზავნის ავტორებად.
პატივისცემით,
ალეკო
From: Nikoloz Ivanauri
Sent: Thursday, April 3, 2014 1:04 PM
To: Tamta Komakhidze
Cc: Alexander Nodia; Alexander Turdziladze; Ketevan Tatoshvili; Tamta Kobakhidze
Subject: RE: ფილტრი
თამთა, გიგზავნი ბავშვების შესახებ ინფორმაციას, მოდულიდან შევძელი ჩამოტვირთვა თუმცა ნელია და ავაჩქარებ(შეცდომაც ამ მიზეზით მოხდა).
ფილტრების საკითხიც გასაგებია
From: Tamta Komakhidze [mailto:t.komakhidze@ncdc.ge]
Sent: Thursday, April 3, 2014 1:50 AM
To: Nikoloz Ivanauri
Subject: ფილტრი
ნიკა როგორც გესაუბრე, გვჭირდება 1წლის, 2 წლის და 6 წლის ბავშვების შესახებ ინფორმაცია. ეძებს მაგრამ ვერ ვაკეთებ ექსპორტს. თუ შეგიძლია პირდაპირ ექსელი გადმოგვიგზავნე
და კიდევ ერთი საკითხი, ადმინ-ში ფილტრში ასაკი იყოს წელი, თვე, დღე
წინასწარ გმადლობთ
თ
Tamta Komakhidze
Senior Specialist
Department of Communicable Disease Surveillance
National Center for Disease Control and Public Health
9 M. Asatiani Street, 0177 Tbilisi, Georgia
Tel.: (995 32) 239 59 08 ext. 237
Cell: (995 599) 97 98 61
email: t.komakhidze@ncdc.ge
This message may contain privileged and confidential information intended solely for the addressee. Please do not read, disseminate or copy it unless you are the intended recipient. If this message has been received in error, we kindly ask that you notify the sender immediately by return email and delete all copies of the message from your system.