| From : | Sergo Rostiashvili <SRostiashvili@hssp.org.ge> |
| To : | tchikhladze@ssa.gov.ge; Teona Putkaradze <TPutkaradze@ssa.gov.ge>; Teona Bigvava <TBigvava@ssa.gov.ge>; mmindadze@ssa.gov.ge; Tamta Badzgaradze (TBadzgaradze@ssa.gov.ge) <TBadzgaradze@ssa.gov.ge> |
| Subject : | RE: ქართუ ჯგუფის ბენეფიციარები |
| Cc : | Rusudan Gogolashvili <RGogolashvili@ssa.gov.ge>; Alexander Turdziladze <aturdziladze@hssp.org.ge>; Adelina Faradian <AFaradian@hssp.org.ge>; Tamta Kobakhidze <tkobakhidze@hssp.org.ge>; Valerian Khvichia <VKhvichia@hssp.org.ge> |
| Received On : | 20.12.2013 13:34 |
მოგესალმებით,
ქართუ ჯგუფისგან დასაიმპორტებელი მონაცემების ნიმუშად გვაქვს 2 ტიპის ფაილი. ერთი არის შესრულებები, რომლებიც უკვე ანაზღაურებულია, მეორე კი გაცემული მიმართვები. ორივე ტიპის მონაცემები უნდა შევინახოთ ლიმიტების ბაზაში ლიმიტების გასაკონტროლებლად. გაცემული მიმართვების შემთხვევაში ვერ ვადგენთ რომელ ქვეკომპონენტზეა მიმართვა გაცემული, რადგან როგორც ქართუ ჯგუფის თანამშრომლებმა აგვიხსნეს, მათთან გაცემული მიმართვის მომსახურების სახე განისაზღვრება შესრულებაზე ინფორმაციის მიღების შემდეგ. ფაილში მოცემულია მხოლოდ ჩარევების ჩამონათვალი, რაზეც გაცემულია მიმართვა. შესაბამისად ჩვენ ვერ შევძლებთ გაცემული მიმართვების ბლოკების სახით იმპორტს ლიმიტების ბაზაში. გთხოვთ დაგვიდასტუროთ ან მოგვწეროთ როგორ მოვიქცეთ მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.
აგრეთვე, ველით თქვენგან მომსახურების სახეებისა და კომპონენტების/ქვეკომპონენტების შესაბამისობებს.
პატივისცემით,
სერგო როსტიაშვილი
USAID-ის ჯანდაცვის სისტემის განმტკიცების პროგრამა
From: tea chikhladze [mailto:tchikhladze@ssa.gov.ge]
Sent: Tuesday, December 17, 2013 6:15 PM
To: Sergo Rostiashvili; ''Teona Putkaradze''; ''Teona Bigvava''; mmindadze@ssa.gov.ge
Cc: ''Rusudan Gogolashvili''; Alexander Turdziladze; Adelina Faradian; Tamta Kobakhidze; Valerian Khvichia
Subject: RE: ქართუ ჯგუფის ბენეფიციარები
სერგო,
ვადასტურებ, რომ ვინაიდან სამედიცინო დაწესებულებების კაპიტაციური მეთოდით დაფინანსება და ბენეფიციართა მიმაგრება პროვაიდერებზე არ ხდებოდა, რეგისტრაციის ბაზაში მოქალაქეთა მონაცემების ატვირთვა ვერ მოხდება. შესაბამისად 2014 წლის 1 იანვრიდან სამედიცინო დაწესებულებებმა ბენეფიციარები უნდა დაარეგისტრირონ თავისუფალი არჩევანის საფუძველზე შესაბამისი დადგენილებების მიხედვით.
პატივისცემით,
თეა ჩიხლაძე
მთავარი სპეციალისტი
საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტი
სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტო
მისამართი: აკაკი წერეთლის გამზირი 144, 0119, თბილისი
ტელეფონი: 2 51 00 33 - 1521
მობილური: (+995) 591 93 06 09
From: Sergo Rostiashvili [mailto:SRostiashvili@hssp.org.ge]
Sent: 17 December, 2013 5:08 PM
To: 'tea chikhladze' (tchikhladze@ssa.gov.ge); 'Teona Putkaradze' (TPutkaradze@ssa.gov.ge); 'Teona Bigvava' (TBigvava@ssa.gov.ge); mmindadze@ssa.gov.ge
Cc: 'Rusudan Gogolashvili' (RGogolashvili@ssa.gov.ge); Alexander Turdziladze; Adelina Faradian; Tamta Kobakhidze; Valerian Khvichia
Subject: ქართუ ჯგუფის ბენეფიციარები
თეა,
ქართუ ჯგუფის ბენეფიციართა გადმობარების საკითხთან დაკავშირებით შევხვდით ქართუს თანამშრომლებს. როგორც აგვიხსნეს, კაპიტაციური ბენეფიციარები არ ყავთ მიბმული დაწესებულებებზე, რადგან მოქალაქეების უმეტესობას საჩხერის რაიონულ საავადმყოფოში აგზავნიან და შემდგომ შესრულების მიხედვით ხდება ანაზღაურება. ბენეფიციართა ნაწილისთვის კი, რომლებიც თბილისში გადმოვიდნენ საცხოვრებლად მიმართვის დროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით წყვეტენ სად გაუშვან. შესაბამისად მათ არ აქვთ ბენეფიციართა განაწილება დაწესებულებების მიხედვით. აქედან გამომდინარე ბენეფიციარების რეგისტრაციის მოდულში მოქალაქეების იმპორტი ვერ მოხდება და ალბათ დაწესებულებებმა უნდა დაარეგისტრირონ მოქალაქეები. გთხოვ დაგვიდასტურო ან მოგვწერო როგორ მოვიქცეთ მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.
აგრეთვე, მოგვაწოდეს შესრულებების ნიმუში, სადაც მონაცემები დაყოფილია მომსახურების სახეების მიხედვით, რომელთა სიაც მოცემულია მიბმულ ფაილში. გთხოვთ, მიაწეროთ შესაბამისად კომპონენტები და ქვეკომპონენტები. მოცემული შესრულებები უნდა დავაიმპორტოთ ლიმიტების ბაზაში.
პატივისცემით,
სერგო როსტიაშვილი
USAID-ის ჯანდაცვის სისტემის განმტკიცების პროგრამა
This message may contain privileged and confidential information intended solely for the addressee. Please do not read, disseminate or copy it unless you are the intended recipient. If this message has been received in error, we kindly ask that you notify the sender immediately by return email and delete all copies of the message from your system.
Ministry of Labour, Health and Social affairs of Georgia
Social Service Agency