From : Giorgi Usharauli <GUsharauli@hssp.org.ge>
To : Teona Putkaradze <TPutkaradze@ssa.gov.ge>; Sergo Rostiashvili <SRostiashvili@hssp.org.ge>
Subject : RE: ქლაუდი
Cc : Alexander Turdziladze <aturdziladze@hssp.org.ge>; Tamta Kobakhidze <tkobakhidze@hssp.org.ge>; Giorgi Lobjanidze <GLobjanidze@hssp.org.ge>
Received On : 26.12.2013 20:14

მოგესალმებით,

 

იხილეთ კომენტარები ქვემოთ მოცემულ წერილზე.

ცვლილებები ასახულია სატესტო სერვერზე გთხოვთ გატესტოთ.

 

პატივისცემით

 

გიორგი უშარაული

 

From: Teona Putkaradze [mailto:TPutkaradze@ssa.gov.ge]
Sent: Wednesday,
December 25, 2013 3:20 PM
To: Sergo Rostiashvili; Giorgi Usharauli
Subject:
ქლაუდი

 

მოგესალმებით,
გიგზავნით ქლაუდთან დაკავშირებით დარჩენილ რამდენიმე საკითხს სხვა მხრისვ პროგრამა საკმაოდ კარგად მუშაობს.

1. ქლაუდზე დაგვიმატოთ ღილაკი, რომლითაც კლინკებს ექნებათ შესაძლებლობა ამობეჭდონ მხოლოდ შეცვლილი ფასები.

(ამ თვეში ვერ მოესწრება)

 

2. გეგმიური მომსახურებებზე არეალებების გადათვლის შემდეგ ვერ ვიღებთ ექსელის ფაილს მონაცემთა დეტალური ექსპორტის დროს. ამის გამო  ვერ ვამოწმებთ თუ რამდენად სწორედ არის გადაგზავნილი არეალები და პროცენტები ფინანსურში.

(გაკეთებულია)

 

 

3. ისტორიაში ფიქსირდება სტატუსი "მიმდინარეობს" ერთი კვირის წინ გაშვებულ მონაცემებზე.

(აქ ხარვეზი იყო გაპარული სტატუსებში რაც გავასწორე გთხოვთ გადაამოწმოთ)

 

4. რას ნიშნავს სტატუსი "გადაგზავნილია ნაწილობრივ".

თითოეული ფასი გადის სხვადასხვა ვალიდაციას ფინანსურ მოდულში გადაგზავნისას. და შესაბამისად ის ფასები რომლებიც ვერ გაივლიან ამა თუ იმ ვალიდაციას არ აისახებიან ფინანსურში. ქვემოთ მოცემულია არავალიდური ჩანაწერების მიზეზები:

) ფინანსური ერთეულის იდენტიფიკატორი არ არის გადმოცემული

ბ) მოცემული პროვაიდერი არ არის დაკონტრაქტებული მოცემულ ქვეკომპონენტზე

გ) მოცემული პროვაიდერი არ არის დაკონტრაქტებული მოცემულ ქვეკომპონენტზე

დ) პროვაიდერთან დადებულია ერთზე მეტი ხელშეკრულება

ე) ფინანსური ერთეულის აქტივაცია/დეაქტივაციის თარიღები არ ემთხვევა ერთმანეთს

ვ) ფასი არ შეცვლილა

ზ) ფასის ცვლილების თარიღი ნაკლები ან ტოლია მოცემული ფინანსური ერთეულის აქტივაციის თარიღზე

თ) ფასი გამოყენებულია ანგარიშგების მოდულში

 

მაგალითად დღეს თეონა ბიგვავასთან ერთად გადავაგზავნეთ .. ,,. ერისთავის სახ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურუგიის ეროვნული ცენტრი"-ის

განფასებები გეგმიურებზე რომელიც გადაიგზავნა ნაწილობრივ. ამის ერთერთი მიზეზი აღმოჩნდა ბ) შეტყობინება

 

5. 01/01/14-დან 218 და 165- დადგენილების ურგენტული სტაციონარიზე და ამბულატორიაზეც უნდა მოხდეს კოდების დაგენერირება იმიავე პრინციპით, როგორც 36-ზე, განსხვავებული იქნება მხოლოდ პროცენტული მაჩვენებლები. აღნიშნულ კოდებზე პროცენტლობის განმსაზღვრელ დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით დღესვე.

 

6. ძველ ურგენტულ ხელოვნურ კოდებს ემატება ახალი ნოზოლოგიური კოდები, რომელთა ჩამონათვალიც უნდა აისახოს ქლაუდზე 01/01/14-დან (რომელთა ჩამონათვალსაც ასევე დღეს მოგაწვდით).

 

 

7.ურგენტულ თერაპიულ კოდებზე (9-ანი კოდები) სათაურში არსებული დაკონკრეტება "ურგენტული სტაციონარი- საბაზისო პაკეტიშეიცვალოს  -  "ურგენტული სტაციონარის თერაპიული კოდები".

გაკეთებულია

 

8.ქლაუდზე აუტომატიზაციიდან შესვლისას "ფასების გადაგზავნა ბილინგში" - შესაცვლელია "აქტივაციის თარიღი" სახელით "დამატების თარიღი", ისევე როგორც გვაქვს ინდივიდუალურად ფასების გადაგზავნის დროს.

ასევე "ისტორიის ნახვა"-შიც.

(გაკეთებულია)

 

9.კლინიკის მხრიდან ახალი ნოზოლოგიური ICD/NCSP კომბინაციის დამატების დროს ღილაკი "შენახვა" გაეთიშოს ღილაკზე ერთხელ დაჭერის შემდეგ, რომ არ მოხდეს რამდენიმე ფინანსური ერთეულის დამატება.

(ღილაკზე ორჯერ დაჭერა რეალურად ვერ ხდება, თვალსაჩინოების მიზნით დავამატე ფანჯარა შემდეგი ტექსტით: „გთხოვთ დაიცადოთ, მიმდინარეობს მონაცემების დამუშავება.)

 

10.ინდივიდუალური გადაგზავნის დროს როცა ვასრულებთ გადაგზავნის ბრძანებას ფანჯარა შეშდება, ვერც ვხვდებით გადაიგზავნა თუ არა და აღარც ფანჯარა აღარ იხურება, გვიწევს პროგრამიდან საერთოდ გამოსვლა და ახლიდან ავტორიზაციის გავლა.

(გაკეთებულია)

 

11.გეგმიური მომსახურების ფასების გადაგზავნის დროს "ფასების გადაგზავნა ბილინგში" გამოგვიჩნდეს მხოლოდ ერთი თარიღი, მეორე ფანჯარას დეაქტივირდეს.

(გაკეთებულია)

 

დიდი მადლობა:)

პატივისცემით,

თეონა

 

 

 

 


Ministry of Labour, Health and Social affairs of Georgia
Social Service Agency