From : Alexander Turdziladze <turdziladze@gmail.com>
To : Magda Gurabanidze <MGurabanidze@ssa.gov.ge>; MTokhadze@hssp.org.ge; mgelashvili@hssp.org.ge; tkobakhidze@hssp.org.ge
Subject : RE: ჩანაცვლებითი თერაპია
Cc : MNaskidashvili@ssa.gov.ge; Tamta Kobakhidze <tkobakhidze@hssp.org.ge>; Vazha Ezugbaia <VEzugbaia@hssp.org.ge>; mirian78@yahoo.com
Received On : 06.08.2014 11:33

მადგა დიდი მადლობა!! მე მგონია, რომ კარგი კომენტარებია.

 

თათა, გთხოვ დააკორდინირე და მოგვწერე როდესაც დასრულდება საკითხი

 

პატივისცემით,

ალეკო

 

From: Magda Gurabanidze [mailto:MGurabanidze@ssa.gov.ge]
Sent:
ოთხშაბათი, 6 აგვისტო, 2014 წელი 13:28
To: MTokhadze@hssp.org.ge; mgelashvili@hssp.org.ge; tkobakhidze@hssp.org.ge
Cc: MNaskidashvili@ssa.gov.ge; turdziladze@gmail.com; Tamta Kobakhidze; Vazha Ezugbaia; mirian78@yahoo.com
Subject: Fwd:
ჩანაცვლებითი თერაპია

 

გიგზავნით ,,ნარკომანიის“ სახელმწიფო პროგრამის ,, ჩანაცვლებითი  თერაპიის   განხორციელება და  ჩამანაცვლებელი ნარკოტიკის   მიწოდების" კომპონენტის ფარგლებში აღრიცხვაზე მყოფი ბენეფიციარების  ,, ბენეფიციარების  რეგისტრაციის   მოდულში " და რეგისტრირებასთან დაკავშირებით შპს ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის (TAX: 404945164 \ თბილისი, ქავთარაძის ქ. N12 ა ) მიერ მოწოდებულ კომენტარებს.

პატივისცემით,

მაგდა გურაბანიძე
სსიპ " სოციალური მომსახურების სააგენტო" ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტი
ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების სამმართველო მთავარი სპეციალისტი
ელ . ფოსტა Mgurabanidze@ssa.gov.ge
ტელ.+995(99)09 39 06

 

 

 

-----Original Message-----
From: nino mdivani <nino_mdiv@yahoo.com>
To: "MGurabanidze@ssa.gov.ge" <MGurabanidze@ssa.gov.ge>
Date: Tue, 5 Aug 2014 01:32:20 -0700
Subject:
ჩანაცვლებითი თერაპია

ქალბატონო მაგდა,

 

ნარკომანიის სახელმწიფო პროგრამის ,,ჩანაცვლებითი   თერაპიის  განხორციელება და  ჩამანაცვლებელი ნარკოტიკის მიწოდების" კომპონენტის ფარგლებში აღრიცხვაზე მყოფი ბენეფიციარების   ,, ბენეფიციარების  რეგისტრაციის  მოდულში" და რეგისტრირების პროცესში, კომპონენტის სპეციფიკიდან გამომდინარე,გამოიკვეთა შემდეგი საკითხები:

1. ინფორმაციის რეგისტრაცია ხორციელდება ოპერატორის მიერ, რომელიც პირად მონაცემებს აფიქსირებს "ინფორმაციის მიმწოდებელი ექიმის" გრაფაში;

2, მონაცემების გადამოწმების მიზნით excel-ში ექსპორტირებულ ფაილში გრაფაში "აღრიცხვაზე აყვანის თარიღი" დაფიქსირებულია ბენეფიციარის ელექტრონულ მოდულში დარეგისტრირების თარიღი, რომელიც არ ემთხვევა აღრიცხვაზე აყვანის თარიღს (შეიძლება რომელიმე კონკრეტულ შემთხვევაში ეს თარიღი იყოს გასული წლებისაც), რაც ხელს გვიშლის გადავამოწმოთ მონაცემების სიზუსტე;

3. სასურველია excel-ში ექსპორტირებულ ფაილში ჩანდეს აგრეთვე სამედიცინო დოკუმენტის N, რაც აგრეთვე დაგვეხმარება მონაცემების გადამოწმებაში;

4. რეგისტრაციის პროცესში სასურველია ღილაკი "აივ-ინფექცია შიდსი" გამორთული იყოს ახალი ბენეფიციარის რეგისტრაციის დაწყებისას (ჩვენს შემთხვევაში თუ საჭიროება დგება ამ აღნიშვნის გაკეთების, მომდევნო ბენეფიციარის რეგისტრაციისას ღილაკი რჩება ჩართული);

5. ბენეფიციარის სტატუსის გაპასიურების მიზეზებში აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში დამატებით თუ შესაძლებელია რომ იყოს შენდეგი მიზეზები: "რეჟიმის დარღვევა", "მკურნალობის თვითნებური შეწყვეტა", "დაკავებულია", "გეგმიური გასვლა";

6. სტატუსის გაპასიურების თარიღის მითითებისას ფიქსირდება ის თარიღი, როცა ხდება მოდულში ინფორმაციის რეგისტრაცია, მაშინ, როდესაც კომპონენტის ფარგლებში ბენეფიციარის აღრიცხვიდან მოხსნის თარიღი შეიძლება იყოს სხვა. საქმე იმაშია, რომ ხშირად პრეპარატის ბოლო მიღების დღე ფიქსირდება რამდენიმე დღის დაგვიანებით და მოდულში რეგისტრაციაც მოხდება მაშინ როდესაც კომისიის გადაწყვეტილებით დადგინდება პაციენტის გაწერა.

 

ეს არის ის საკითხები რაც ამ ეტაპზე გამოიკვეთა რეგისტრაციის პროცესში. ვფიქრობთ, თუ მოხერხდება ამ პუნქტების გათვალისწინებით რეგისტრაციის პროცესის კორექტირება, უფრო სრულყოფილი იქნება შეტანილი მონაცემები.

მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვის.

 

პატივისცემით 

ნინო მდივანი


Ministry of Labour, Health and Social affairs of Georgia
Social Service Agency